კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

აია ესაიას წერილით აღმდგარი.

აიდიო სიტყუათა.

წინარემფენი!

 

 წერილი დედუფლისათჳს!

 

სიხარული ესტუმროს შენს ერს სიხარულით და იხარებს ერი უფლისა სახარებითა განცოცხლებული. ნათელმა უფლისამან აღავსო სული შენი, უფლის რჩეულო დედუფალო, ნახტომით ირმისათი გაიზომოს ცით ქუეყანა შენი, შჳდ ღიმილიანი.

 

იხარებდ, უდაბნო წყურიელი და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.

 

ციური ათინათებით აენთოს ხარებით, შენნი ერის ათინათებით აენთოს ხარებით, შენნი ერის შვილთა ცისკაროსანი თვალები.

 

იხარე ერთან ერთად! და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას პატივი კარმელისა და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ.

 

დედა ღვთისმშობლის გულის სითბომ გაათბოს ჩემი სამშობლოს დედუფალი ანნა - მირონცხებული-მირონმცხებელი.

 

განიხარეთ ხარებითა დიდითა!

 

განძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი.

 

აიაზმა სამ – ჭით გაღებული, რიონის წყლებში მონათლულ რაინდებს, ორიონის თანავარსკულავედის ვარსკულავთა სხივების მოფენით, რანთა ფიქრებს კარებს გაუხსნის. აღდგა სამეფო მარანი. დაე – მდუმარედ – აღშენდეს, მთხრობელი უფლის სიყვარულისა.

 

ნუგეშინის – ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ.

 

აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს და ნუ გეშინინ. მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი და ყურთა ყრუთასა ესმოდის. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.

 

და ურწყული იყოს მწურნებად და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო, წყარო წყლისა იყოს. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა და არა წარჱჴდეს მუნ არაწმიდაჲ.

 

იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წავიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა, ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა, არა შესცთეს.

 

დედუფალო ანნა! ჯუარი ვაზისა აღამაღლე და ვაზის აკვანი ბედნათელი ამრავალჟამიერე.


და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი ანუ გამეფებული ბოროტება მოკუდეს, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ.

 

მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ.

 

წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა. ეჭვის ღობე მოირღჳ. სიყვარულმა ფრთები გაშალა.

 

მედროშეებო, ცას მიაბჯინეთ უფალის გამარჯვების დარიანი დროშები!

 

წყარომა თქვა და ნაკადულმა უჩურჩულა დედუფალს მესამე ცის ტან – ბანი.


 

 

კენჭა ბერი


დაიწერა სამჭის თავში,

აიას ქალაქში, მერწყულით

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE