კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

II ნაწილი


 

დღე მშვენიერი - დაღამებამდე ემზადება, რათა მზის ნათელიდან მთუარემდე აიტყორცნოს ის, რითაც მშვენიერდებოდა.

 

მშვენიერდებოდა! კი, ქალაქი ქუთაისი! 

დიახ! უხილავი სილამაზით მშვენიერდებოდა.

 

მეფე აიეტის იდუმალი მოგვური ლოცვითა და კურთხევით, ასტრალურმა „კლიშეებმა“, მარწუხებმა, გაუშვეს ძველი დრო უფსკრულთა წიაღში.

 

ახალით, ახალ-უხებელით შემოდის განთიადი აღმოსავლეთის კარიბჭიდან მთრთოლვარე სხივთა ფენით, ცისკრის ვარსკულავი და სხივთა მოფენით ყურ-ძენთა თვალში, მზის სხივთან ქორწინებაში შემოსული ვენერას ანუ აფროდიტას სხივს ჩაეკონება.

 

ასპარეზს სიყვარული და სითბო იპყრობს, ნეტარი გამოღვიძება, მდინარე სემის ჩურჩული ჟღურტულივით მიუყვება მის ნაპირებს.

 

სემი-რამი-დას ბაღების აღმოცენება დამამშვენიერებელით გაიშალა ცის კაბადონზე. აითვალ-მშვენიერეთ, ქართველებო, წკრიალა მომავალი, ღმერთი არწივის ფრთებით ჴატავს მომავალს დაბადებათა, წარმოუდგენელია ამოთვლა დღეთა წარსულიდან, სწრაფმავალია მომავალი დღეთა ღირსებით.

 

მიმომზერითდეს კაცი ცხოვრებაში უმჯობესია, ვიდრე უკუნის მოლოდინში გალიოს წუთისოფელი.

 

ცისარტყელას ფიქრებით შექმნილი ფერთა ზარ-ზეიმი

გარსირტყით, მსმენელნო, მზისა და ზემზისა - მზეთამზისა.

ქრონოსის სევდით დამთვრალი წუთისოფელი - ცისკრის

ვარსკულავის სხივთაფენამ გამოაღვიძა.

 

ძე - მოდის, მამა მოვიდა, დედა ღმრთისმშობელი ხარების ვარსკულავის შუქმა შემოსა. აბრდღვიალდეს ღიმილით ქუთაისი და განდაგანით განემზადოს განთავისუფლებული განდობილი ერი.

 

მკურნალმა უიმედობას უმკურნალა, იმედმა პოვა საზღაური მოთმინებისა და ღიმილის ძმობა შეჰფიცა.

 

მოვიდნენ სასიხარულოდ ისინიც, ვისაც შორი გზებით შეუცვნია დედა ღმრთისმშობლის დაბადების დღის სიყვარულის წიაღი - შეგეწიოთ ყოველს!

 

იდუმალებამ სარკმელი შეიღო და დაფარულმა სხივმა მოლოდინი დაშალა ცისარტყელას ფერებად.

 

სიცოცხლე ცალკე არასოდეს იარებოდეს, მარადიულ ზიარებაშია მამასთან, ძესთან და სულთან წმიდასთან, რითაც ერთხმიანობაშია ყოველი სიცოცხლით სავსე.

 

მომათავისა მამამ თქვენთვის პირსავსედ, მიუვალია ჩინება არსთა, თვითბუნებითია ყოველი სისავსით და ცარიელია სიბრაზის ჭურჭელი, აღარც განზავდეს არასდროს.

 

მხოლოდ ერთხელაა სწორება, დანარჩენი კი გახსენებაა პირველსწორებისა.


 

 

მედეას ბაღის მებაღე

კენჭა ბერი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE