კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

I ნაწილი

 

მზევ-შინა და მზევ-გარეთა, მზე შინ შემობრძანებულიყო - დაფარულთა სახილველად მამზევებელი შენი.

 

ასო შინით მოძუელითდნენ ებრაელები აიასი:

 

მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა დიდ-აიაში.

 

ლაზარეს ზარის წკრიალა ჴმა მიმოიფინა რიონის სიოსავით ქუთაისის გულში. საოცარი ბედისწერის სიხარულმა შფოთის სამოსელი მოჰძარცუა საქართველოს მეფის - აიეტის შთამომავლობას.

 

ფარული შემობრძანება უფლის ანგელოზთა, სადიდებელი საღმრთო გზისა ნებით ღმრთისათი აითვალეთ: მამით მიზანი, ძით ნაბიჯები და სული წმიდით ახალი მომავალით საღმრთო სამი-ზნე.

 

პირველითით, სიყვარული მზიანი სითბოთი და მთვარით დანიშნული ღამის პაემანი, შეყრა ძუელსა და ახალის ადამის ზეშთაგონებისა, გამამარჯუენებელი ადამიანური მოდგმისა.


დედამიწა საოცარი სისწრაფით მიექანება ღმერთისაგან ნაბრძანებ გზაზე გამარჯვებათა გზაჯვარედინისაკენ, რომელსაც მსოფლიონი სამყაროთა გზაჯვარედინს უწოდებდნენ.

 

ეს ლამაზი პლანეტა, სიცოცხლის კიდობანი, მიზანთან მიახლოვებისას იღვიძებს, გაღვიძებასთან ერთად იწყება ინფორმაციული გადალაგება: დედამიწის დედასამყაროსთან თანაბმაში სხივურ-ტალღური იდუმალებით, ძველი გრავიტაციულ-მატრიცალური თორა წარეხდება დედამიწას და ახალი ამამაღლებელი თორული პერანგით იმოსება დედამიწა.

 

პირველ რიგში, სიცოცხლის ხანგრძლივობა აიწევს ას ოც წლამდე ანუ ქუედა ზღვარი იქნება ას ოცი წელიწადი. ყველაზე მთავარი - სიცოცხლის ზემისიით მჟღავნებაა, რომელიც ძნელად განსაზღვრული წინაწარმეტყუელებით, აღსრულებით ხილულში გადმოიღვარა ჩუენს დროში.

 

მრავალგზის გაფრთხილებით, თავი დაანებეთ ბოროტი განზრახვებით საქართველოს ბედისწერაში შემოპარვასა და მტრობას.

 

ბრძანებითია წინასწარმეტყველება თავით ზენადან მწყემსილი, განიფრთხეთ ძილისაგან და აკრიფოს თქვენმა მზერამ ჭეშმარიტება უზენაესის.

 

უსაზღვრო ჭეშმარიტებავ, მამაო დასაბამთა აღმომაცენებელო და მბრძანებელო სამყაროჲსა, დედაღვთისმშობლის გვირგვინით შემმოსველო, რომელმან დედამან აღადგინა ულამაზესი სიყვარული დედათა და შვილთა და სულის სრული ბრწყინვალებით სრულიად დაითმინა შვილის ტანჯვანი და ტკივილი კაცობრიობის გადასარჩენად.

 

დიდია შენი მოთმინება, დედაო მარიამ, და კუთვნილია ეს

დიდებული ქვეყანა - საქართველო შენი!

 

გვირგვინოსანო დედაო, გვირგვინოსნებათა მზევ, აღმამაღლებელო ევასი და მისი მოდგმის ყველა დედისა, კურთხეული ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულია შენი წილხვედრი ქვეყანა - საქართველო.


დააბრუნეთ მიტაცებული მიწები დედაღვთისმშობელის ქუეყანისა, ზომით განზომა ღმერთმა და ყოველი მომდავებელნი მიწად მიიქცნენ.

 

მოულოდნელი არაა თქვენთვის, სამყარო გამოცხადების წესებზე გადააწყო უზენაესმა ღმერთმა, სამართალი ზეციური აღსდგა და განმსჭვალა მართალნი იმედით, რათა სიყვარულმა ბორკილები დაიწყვიტოს.

 

დედამიწა და მთელი სამკვიდრო ამ პლანეტაზე აღდგომის სამზადისმა მოიცვა. სხვა დროა ებრაელებო, ძველი სამოსლები გადაყარეთ, ახალით შეიმოსეთ ქართველებთან ერთად - ისრაჱლის ღვიძილის დროა.

 

მშვენიერია ის დღე, რომელიც მოისწრაფის და მოისწრაფის ერთობით დიდი სიხარულისათვის. უფლის მერანი ჭენებით არ იღლება და მიზნამდე ერთგულად დაჰქრის.


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE