კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი I


 

35 წლის წინ, გლდანის ოლიმპიური თამაშების - ფრენბურთის სკოლაში გახსნილი მქონდა აღმოსავლური ორთაბრძოლებისა და მცენარეებით მკურნალობის სასწავლებელი. ვასწავლიდი სწორ სუნთქვასა და ადამიანის მცენარეებთან ურთიერთობის საიდუმლოებებს.


გთავაზობთ იმ დროის დღიურიდან ამონაწერ ინფორმაციებს. მაშინაც არ იყო ეს დღიური უბრალო და მასზე ნადირობა მტერს უკვე დაწყებული ჰქონდა. ხმები გავავრცელე - ვითომ მომპარეს და გადავმალე ეს დღიური, რომელიც უნიკალურ მიგნებებს შეიცავს მრავალ საკრალურ და ეზოთერულ ინფორმაციებში.


ჩემი მიზანი იყო შემესწავლა ქართული ორთაბრძოლების საიდუმლოებანი და შემექმნა ნამდვილი, არასინთეზირებული ქართული სასწავლებელი. მისი შინაარსი სამ სიტყვას ეყრდნობოდა - “უშიშარ, ვითარცა უორცო”. საფუძვლები მოვიპოვე დავით აღმაშენებელის - “მესიის მავილის”, სამი სასულიერო აკადემიის დამაარსებლის და ქართველთა განმანათლებლის საიდუმლო ხელნაწერებში, რომელთანაც შალვა (მისი ნათლობის სახელია პეტრე) მაზიაშვილმა, მამაჩემის მამამ და აღმზრდელმა, რომელიც ნამდვილი ქრისტიანი და მართლმადიდებელი კაცი იყო დედამიწაზეცა და მიღებული ცაში. ნათელშია მისი სული ჩემს წინაპრებთან ერთად.


მან უვიცობა და უბირობა გაითამაშა, თავი მოიყრუა და ასე ბერიკაობით, როდესაც ხელდასხმას მიტარებდა, იტირა, ცრემლები გადმოსდიოდა არწივის შესახედაობის ამ სპეტაკ კაცს. ეხლა ვხვდები, რომ ჩემი ბედი მოგვთა წიგნში ამოიკითხა, ძალიან ვუყვარდი და მიხვდა, თუ რა ძნელ გზებს შემაჭიდებდა ცხოვრება და დიადი ღმერთი.


ბავშვობაში კითხვაზე - დედა გიყვარს თუ მამაო, სწრაფად და დაუფიქრებლად ვეტყოდი ხოლმე: პაპა! და მერე დედიკო და მამიკო.


ჩემო ძვირფასო მკითხველო, ესეც საკმარისია, რომ მიმიხვდეთ, რომ სიყვარულით დათესილი - მწარე გზას გადის წუთისოდელში, მაფრამ ყველაფერი ისევ სიყვარულით იმკება.


კომუნისტებისაგან რეპრესირებული ოჯახის შთამომავალი ვარ, თავადაც შემდგომ “დემოკრატებისგან” ვითომ რეპრესირებული. მეტს არაფერს გეტყვით, არ მინდა გოდების ტალღით ვიარო... ეს სასტიკი ბრძოლაა და დაუნდობელი ომი, რომელიც ჩემმა გვარმა ედემში დაიწყო ეშმაკების წინააღმდეგ.


ახალი გადმოსახედიდან გიზიარებთ ჩემს ნაფიქრებს საკუთარი დღიურებიდან და გაგახსენებთ, რომ ყველა მოძრაობასა და ემოციას თავისი “კლასიკური სუნთქვა” გააჩნია. ერთად დავიწყოთ გახსენება და შედეგი არ დააყოვნებს. წინ წარმატებებისაკენ!

 

ჩართეთ ფანტაზია

 

ეს ასე იწყება: მიიღეთ სასურველი მოდუნება, ჩამოჯექით მუხლის სიმაღლე ტახტზე, წელში გასწორდით, ხელისგულები მუხლებზე დაიწყვეთ მოდუნებული ხელის მტევნებით, თვალები დახუჭეთ, დაიწყეთ სუნთქვა: ვსუნთქავთ ორივე ნესტოთი, ჰაერის ნაკადი აწვება პატარა მუცელს, შიგა შეგრძნებით მოძრაობაში მოგვყავს ენერგია კუდუსუნის ძირიდან, მთელი ხერხემლის გავლით - ატლანტის ცენტრამდე, ანუ სფეროსებრი ტვინისა და ცილინდრული ტვინის შესაყარი, ჩაღრმავება ხერხემლის თავში - თავთან.


გრძნებით ამოივლის კუდუსუნიდან ენერგია და გაივლის ატლანტის ცენტრს, შემდეგ თვალის ბუდეების ზემოთ, შუბლის შუა მოვა, რასაც გონთვალა ჰქვია. სანამ სინქრონულად მიმდინარეობს მშვიდი ჩასუნთქვა პატარა მუცლისაკენ და აღივსება სასუნთქი გზები, ამავდროულად აღვსებამდე წარმოსახვით ენერგიამ უნდა გაიაროს კუდუსუნის ძირიდან მთელი ხერხემლის გავლით ატლანტის ცენტრზე და თავის რკალით მოაღწიოს შუა შუბლამდე - თვალის ბუდეების ზევით, სამი თვალის ტოლფერდა სამკუთხედის წვერამდე. ჩვენი ორ თვალს შუა წერტილების მონაკვეთი არის ტოლფერდა სამკუთხედის ფერდის ზომა, სამი წერტილი: შუ (შუბლი), მზე  - მარჯვენა თვალი და მთვარე - მარცხენა თვალი.


“მზიდან” “ მთვარემდე” მანძილი ტოლია მზიდან შუამდე მანძილისა და ტოლია მთვარიდან შუამდე მანძილისა. ამ წერტილების მოსანიშნად იხმარეთ მსუბუქი წითელი საღებავი (ფლომასტერი ან კოსმეტიკური წითელი ფანქარი).


სინქრონული მშვიდი ჩასუნთქვა და შემდეგ ენერგიის ამოზიდვა გაიმეორეთ 12-ჯერ, პირველი გამასწორებელი ცალკე სუნთქვა - მშვიდი რიტმის ასარჩევად და მიჰყვება 11 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა: 1 + 11 = ა + ია = აია = იბ, რაც ქართული კაბადონითებით იკითხება - აია სამყარო, იბ კი - მოიბა, გამოგივათ: სამყარო, როგორც ერთი სრული თქვენს გარეშე და თქვენ, პირველი სუნთქვის “საქციელით” სამყაროში. პაროლო კი ასეთია: თორმეტი ნიშნავს ჯავშნით მეტს, თორა იცით ჯავშანია, მეტიც იცით, დაცვის სუნთქვის ანია და ბანია ერთად. შესუნთქვის დროს ჰაერის მიმართულება შარდის ბუშტისაკენ და პატარა მუცლისაკენ არის ზღა და მერმე ამოსუნთქვისას ისევ იმ ძირზე ვამახვილებთ, პატარა მუცლის ენერგეტიკულ სახებარზე - ტენ-ტიან-ზე ან ტან-ტან-ზე.


ენერგია კუდუსუნიდან ატლანტის ცენტრის გავლით შუმდე უწყვეტად ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის მიუხედავად ერთი მიმართულებით მიედინება, ოღონდ თქვენ ირჩევთ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის ამპლიტუდასაც და რითმულ სინარნარეს.


ორი ენერგია - პრანა ყნოსვითი, პატარა მუცლამდე, ზღა-მდე, და მეორე საწინააღმდეგო მხარეს ანუ ზურგიდან საწინააღმდეგო მიმართულებით, აღორძინებით ერთი და იგივე რითმით წესისამებრ მიედინ-მოედინება. ასე 1 + 11 = 12 x  აია - იბ ანუ 1 + 11 = ა + ია = 12 = იბ, ჯავშნის გაძლიერება კაბადონური თორული თორ + მეტებით სუნთქვა. ამ “პოზას” აიეტის პოზა ჰქვია და ითვალისწინებს სულის გვამზე გამეფებას, სახელი პროცესისა კი ასეა: მეფე სამყაროს წინაშე ანუ ცენტრში სამ-ყაროისა, ცათა შინა თანამოაზრე მამისა, რომელმან შექმნა ცა - სუნთქვის არე და ფორმა, სუნთქვის სატევნელი ქუეყანა. და მერე დააბა ცა და ქუეყანა, ხოლო მოგვი იტყოდეს, რათა გამოჩნდეს ორი ენერგია - ჰაერისა და მიწისა, საჭურჭლისა და ჭურჭლისა.


მერმე აღიღეთ ოდეს ნათქუამი: დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანა, ხოლო როდესაც პირველი არჩევანით აირჩევთ სუნთქვის ტალღას ანუ ტალღურ საქციელს, ერთით გაიმეორეთ თორმეტივე ანუ ისუნთქეთ საქციელით - 1 + 11 = 12, ა + ია = აიას - სამყაროს ბმაში და საქციელში.


ბნელი ზედა უფსკრულსა - იტყვის ძე-მხილველი ანუ მონაცემი და არე-მარებელი ფიქრი და სუნთქვა ერთმანეთს ემთხვევა წესით მიკრო-აღქმიდან, კუდიდან მიკრო-აღქმამდე, თავამდე და გონებითამდე, ხოლო სული, რომელ გაანათებს ხერხემლის ტვინისა და თავის ქალის ტვინის ინფორმაციებს ატლანტის გზაჯვარედინზე, გონების ჩამრთველ სულად იმოცეთ, კი არ გაოცდეთ. შემდეგ ამ ატლანტის გზაჯვარედინის ნათელი შიგნიდან მიაფინეთ (მესამე თვალს) ანუ შუ-ს, სანამ არ მოვა შუ-ქის აღქმა.


უფსკრული გადმოითარგმნება როგორც ატლანტიკოსი და არა ატლანტიდა ანუ შემქმნელი ატლანტიდისა და არა შენაქმნი ატლანტიდა.


ბნელია აღუქმელი და გაუნათებელი სამყარო - გარშემო ყოველგნით უფსკრულია, საღმრთო შემოქმედების სამყარო ჯერ უხილავია გონებისათვის კაცისა და იწყება ღვაწლი შემოქმედებისა სუნთქვით.


უნდა დააკვირდეთ - ტენ-ტიანი ანუ ტან-ტანი, ეთერული ტანი და მინერალური ტანია; ეთერულია ტალღა, რკალი და წრე, ხოლო მინერალურია სხივი, კუთხე და კუბი. საერთო აქვთ ერთი რამ - წერტილი, რომლიდანაც აღმოცენდნენ ორთავე. ამ წერტილს ტან-ტანი ჰქვია და შარდის ბუშტის ღერძადაც ითვლება. ეს ღერძი ყოველი ადამიანისათვის ჭიპიდან სამი თითის დადების მანძილია ქვემოთ. საჩვენებელი, შუა და არა-თითების განივი ზომა ჭიპიდან ქვემოთ მიგვიყვანს ტენ-ტიანამდე ანუ აღმოსავლეთურალ ტან-ტანამდე, ღერძის წინა წერტილი და კუდუსუნის ბოლო ღერძის მეორე წერტილი.


ტან-ტანი - წარმოსახვითი ღერძია კუდუსუნის წვერამდე, ეთერული და მინერალური სამყაროს ღერძი, რომელსაც ლევიტაციისათვის იყენებდნენ. ავღნიშნოთ ტენტიანი ასო - ტ-თი, ხოლო კუდუსუნის წვერი ასო კ-თი. როდესაც სუნთქვა ჩაიღწევა ტენტიანამდე, იწყება ელექტრო-ბიო-ინდუქციური საქციელი, ოღონდ მართვადი გულიდან და დანახული “ღერძით” ატლანტის ცენტრი, მესამე თვალი. ეს ღერძი სამყაროში კოორდინაციის აღსაქმელი ღერძებია და კონტროლი ყველა საქციელზე, ასე ითქმის მხედველისგან ჭეშმარიტებისა ბიბლიური თანაშენაწონება კაცისა და ღმერთისა. ხატისა მხატლისასთან საქციელით აიზომები!


დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანა (ჰაერი და მიწა).


ბნელი ზედა უფსკრულსა (ატლანტის ცენტრი ღერძით აინთოს მესამე თვალთან - შუსთან).


ხოლო სული ღმრთისა (სული ღმრთისა - ყოვლის მჭამელი ცეცხლი) იქცეოდა წყალთა ზედა, ოღონდ უზენაესურად განზომილი.


“ღმრთაება - ითქმის ყოველთა მხედველი წინაგამგებელობისათვის, ვითარ ყოველსავე მოიხილავს და შემოკრებით აღავსებს თვისითა მოწყალებითა და იპყრობს”.

/სულხან-საბა/


ხოლო სული ღმრთისა იქცეოდა წყალთა ზედა (ცეცხლი და წყალი). სული ღმრთისა ყოვლის მჭამელი ცეცხლია, თვალივითა ჭამს და სვამს.


ატლანტის ცენტრი აღინიშნა ან - ასოთი, ან - ა, სტიქია მიწა, “მესამე თვალი” - გონთვალი - ასო თ (თანი), სტიქია ცეცხლი, ტენ-ტიანი (ტან-ტან) აღინიშნა ასო ტ (ტანით), სტიქია წყალი, კუდუსუნი (კუნდალინის წვერი, ნატირის ძირი) ასო კ (კანით), სტიქია ჰაერი.


სტიქიების მიხედვით, ეს სუნთქვა წესისამებრ უკავშირდება ჩვენს ეკლიპტიკას და ზოდიაქოს, ამასთანავე ვარსკულავთა არეს მთვარის გზაზე. უნიკალურია რომ ოთხ სტიქიას ქართულად ოთხი წესი ჰქვია: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, ანუ წესი მიწისა არს ფორმის მიმცემი, განსაკუთრებული კარკასების შემქმნელი, ფანტასტიკური დანაბადი ღმრთისა. დანარჩენი სამი წესი - წყალი, ჰაერი და ცეცხლი აღმავსებელნი არიან ფიქრისა.


დედა-კაცად და მამა-კაცად ქმნილნი ადამის რანგში ადიან მიწის წესთა შესწავლით. მიწაზე გამოვლენილი ფლორა და ფაუნა ულამაზესი ქმნილებანი ღმრთისა - მიწის წესს ემორჩილება აქ, ამ განზომილებაში.


თბოენერგომბადობაში დედა მიწაზე (ამიტომაც ქართულად მიწას დედა-მიწა ჰქვია), მისი ბუნება მდედრია (აღმოსავლეთურად - ინ).


“ადამ-კაცი, გინა ქვეყნიერი, გინა მეწამული - არღავნის ფერი, სისხლის ფერი.


კაცი - გინა ქვეყნიერი, გინა მეწამული, გინა მიწა განკაცებული, გინა ქვეყანა ქალწული, გინა ქვეყანა განორციელებული”.

/სულხან-საბა/


და აი გასაღებიც - ქვეყანა ქალწული. გაიხსენეთ ჩემი წერილები, კამარას, ანუ ავზს, ზღს კარიბჭესთან იერუსალმისა - ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი აქვს დაბეჭდილი.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE