კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ცერალის მბრძანებელი - ჰარიჰორამენი

 

განვეფრთე ერსა ჩემსა, მიგნებანი აგნებით ვუცვალე, თბილი მზერა მოვავლე ნუგეშინიანი ზე-ხეთა ქოჩრიან მთებს.

 

კლდეთა მოვწმინდე ცრემლი, ცუარი საუკუნეთა და ნატანჯი სხეული სამცუარით განვბანე და მზის სხივს მივანდე შუბლი ნიშნული ალაკებითა.

 

რისთვის განამზადნა წყარონი უფალმა დიდებულმა, არა მწყურვალთათვის?! არა მსმენელთათვის?! - წკრიალა ხმით მორაკრაკე წყაროისა.

 

და თქუენ მწყემსნო, რასა უზიხართ ჭაობსა და განგიმტკიცებიათ სიტყვა თქვენი, ტკბილ არს დუღილი სიმყრალისა და ყოველთა რომელ ეგების სიხარული მიუძღვნით გოდებასა.

 

მიმოიხედეთ, შემოსილხართა თქუენ, მიმტაცებელნი ძღუენთა, ერი ჩემი ძონძებითა და ძონძნაკერებით აღავსეთ და მაღალსა ზრახავთ ჩემი სახელით, არა მცნობელნი - არცა გზისა ჩემისა და არცა სახლეულისა ჩემისა.

 

და იქმნა სიტყუა უფლისა ჩემდამო მეტყუელი: აღმოიკითხე ძუელი ცოდვანი მათნი და განზრახვანი გონებისა მათისანი, ისევ იმასა ჩურჩულებთ, ერთი იყო აბრაჰამი და დაიპყრა ქუეყანა და ჩუენ მრავალნი ვართ; ჩუენდა მოცემულ არს დაპყრობად

ქუეყანა.

 

ამისთვის თქუ მათდამი: ამათ იტყს ადონაი უფალი: ვინათგან სისხლსა სჭამთ და თუალნი თქუენნი აღგიხუმან კერპთა მიმართ თქუენთა, სისხლსა დასთხევთ და ქუეყანა  დაგიმკდრებიეს.

 

და სდგათ მახლსა ზედა თქუენსა, ჰქმნენით საძაგელნი და კაცადი ცოლსა მოყუსისა თსისა შეაგინებთ და ქუეყანა

 დაიმკდრეთ.

 

ესრეთ სთქუა მათდამი: ამათ იტყს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოორებულთა შინა მახლითა დაეცნენ და, რომელნი არიან პირსა ზედა ველისასა, მეცთა ველისათა მიეცნენ შესაჭმელად და მოზღუდვილთშინათა და ქუაბთშინათა სიკუდილით მოვსწყვედ.

 

და მივსცე ქუეყანა რად და წარწყმედად და დასცხრეს გონება ძალისა მისისა, მოორდნენ მთანი მაღალნი არყოფისაგან მოარულისა;

 

და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი და ვყო ქუეყანა მათი ოერ და მოორდეს ყოველთათს საძაგელებათა მათთა, რომელნი ქმნნეს.

 

და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი მომზრახობენ შენთს კედელთა თანა და ბჭეთა წინა სახლთასა, და ეზრახებიან. კაცადი მოყუასსა თსსა და კაცადი ძმასა თსსა მეტყუელნი: შევკრბეთ და ვისმინოთ, რა არს სიტყუა გამომავალი უფლისაგან.

 

და მოვლენ შენდა, ვითარცა შემოკრბების ერი, და დასხდენ წინაშე შენსა ერი ჩემი და ისმენენ სიტყუათა შენთა და არა ჰყოფენ მათ, რამეთუ სიცრუე პირთა შინა მათთა.

 

და კვალსა მას უსჯულოებისა და ბილწობისასა შეუდგენ გულნი მათნი.

 

და შენ ექმენ მათ, ვითარცა მა იგი სახიობისა და მა ნესტსა მის, და ესმოდეს სიტყუა შენი და არა ყონ. და ოდესცა მოვიდენ, იტყან: აჰა, მოიწია. და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი იყო შორის მათსა.

 

გარნა სტუმრად ყოფნისას ყურები სხვაგან დატოვეთ, ანდა თვალნი გზაში დაჰკარგეთ?! მხოლოდ პირნი შეგრჩათ საყბედოდ და სამოსელი, რომლის ტარებაც გიმძიმთ, მხოლოდ სხვათა საჩვენებლად აღიკაზმებით. ინდოეთში მავალ ჯორებსაც კი შეშურდებათ თქვენი ჭრელაჭრულებისა. განა გაიღვიძა ლევიათანმა და ყველა ხილვა და სიზმარი შთანთქა?! ერთი თქვენღა დარჩით ჭეშმარიტების ამოსაცნობი მეუნჯენი. მინდა გახაროთ - ერთი ხილვა გადავარჩინე ჩემთვის. და აი ასეთია ეს ხილვა: ვხედავ ხილვასა შინა ჩემსა - ხილვას: მივედი იქ, სადაც ვიხილე პირველი იგი ხილვა, რადგან ვიყავ ხილვასა შინა იქ, საიდანაც მოვედი ხილვით.

 

და იყო სათავე ყოველთა ხილვათა მდინარებისა და მდინარე იყო ცოცხალ და წყალი იყო ანკარა, წკრიალა და სუფთა, მიმოვიხედე და არავინ იყო ჩემს გარდა. მხოლოი იგი წიაღი მიუწდონელი და სავსე განშორებებითა და მონატრებებით. ვინ აღავსის და ვინ დასცლის მიუწვდენელ საწყაულს ღმრთისას, თუ არა ის, ვინც იყო მიზეზთა ხილვა და ხილვათა საწყისის მიზეზი. ასეთი იყო ხილვა. ხოლო წყარო მდინარებდა მრავალთათთს და მრავალთაგან ერთად წყაროს ერქვა სახელი მარადიული და ერთი - სიცოცხლე იყო სახელი მისი.

 

ვხედავ ხილვასა ერთსა, რომელი იყო ერთერთი მანამდელთაგან და აჰა! ჯობია უჰუ! ვთქვა, ვხედავ მოლსა ეზოისასა და აი დედალი ჭრელი მოვიდა ეზოსა შინა, რომელსა სახელი ზედნაცვეთი ერქუა: მამალი მიდრეკილ-მოდრეკილი, ანუ მიღმეჭილ-მოღმეჭილი და ბერიკათა ენაზე - დაღრეჯილ-დაღმეჯილი. დიდბერიკთა ენაზე თარგმანებით - მიჯღვანკულ-მოღვანჭული. აქეთ და იქით ორი ჯორი თანმხლები, ერთი მარჯმნივ და მეორე მარცხჯმნივ, სახელსა ერთი ატარებდა უცხოსა, სპარსთა ენითა ყიყიბატი, ხოლო მეორეს იგივე ერქუა თურქთა ენითა - ხაპაბელტი.

 

ეზოისა შუასა გულსა ხე დიდი და ყირამალა იდგა და ხარობდა კენწეროზე ცქმეტია ყაპუზუნა, დაჭყეტილი თვალებით იძახდა: ვინ არიან ესენი?

 

 და თარგმანება მართალთა ენაზე, ბარტყა-ბურტყისა ყაპუზუნასი ესე არს: ცისკარი კლდეკარით აიზომება, იყვირა თუ იყივლა პეტრეს მამალმა, პერტემ ზომოს, ცის კარი განათდა! ვისაც ეს ხილვა ეკუთვნის - ბერიკულად განათლდა. პავლემ ათანასეს რომ უამბო, ამ ზაფხულთან გამართლდა. ზაფხული არს თთვე სამი: მარიალისა, თიბისა და ქველთობისა.

 

ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანასა. გეწინასწარმეტყუელებათ დავით მეფე - სრულიად ცერალის მბრძანებელი - ჰარიჰორამენი: შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუა, შენ შეჰმუსრე თავები

ვეშაპთა წყალთა ზედა; გიმეორებთ კვლავ ყე თქვენ! შენ შემუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა. შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ

განამენ მდინარენი ითამისანი. შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე. ესე მოისენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი. ნუ მისცემ მეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა იბერიონელთასა მონდობილსა შენდა, ნუ დაივიწყებ სრულიად.

 

ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხლეული; საძმო იბერიონელთა გლახაკნი და დავრდომილნი აქებდენ და ადიდებდენ სახელსა შენსა.

 

აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი, მოისენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.

 

ამინ, ვიტყვი მე და მთელმა საძმომ თქუას - ამენ!

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE