წინაწარმეტყველი მალაქია
„და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:
უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუქენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვაქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა. აჰა, ესერა, მე მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე თქუენ მისდამი. და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი“.
შიშმა მომიცვა, როს გავღეჭე მალაქიას წიგნი შესაჭმელად და ვარქუ ზეცით - უფალო, მიჭირს სიმწარისაგან სიმართლისა, საზარელ ყოფა დღეინდელი!
ნუ გაგვწირავ უფალო მღდელთა გამო, თვითმარქვიები არიან, უფალო ყოვლისა მპყრობელო, უწყი შენ.
შენით ხედვიდა დანიელ წინასწარმეტყუელი, რომელმან შორით იხილა ცოდვანი ჩუენნი და განწერა წიგნსა შინა:
„და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.“
ნუ დამიმძიმებ, უფალო, უღელსა, მარტო ხარი ვარ წარმდგარი წინაშე შენსა, იქ, სადაც დამიბარე, მოლოდინში დადნა ჴორცი ძუალთა ჩემთა ზედა და ლანდსა სიფრიფინესა ვემსგავსე, შვიდ წელ კლდესა და ტყეთა შევეფარე.
თავსა თმანი ჩემნი ვითარცა თმანი ლომთანი, ხოლო სახე ჩემი სიჭაბუკისა ჴაჴალაკებით დამიღარე და ათასწლეულების სიბერეს გამოანათებინე თვალებიდან.
ნაკადულებიდან ვსვი წყალი და შენი მარჯუენით ჴოლო წყარო ვიხილე და ვიგემე. ველურ საკვებით ვიკვებებოდი და ფრჩხილნი თითთანი ფესუთა მოპოებისას ვითარცა კლანჭნი არწივისანი აღმელესნეს.
ტანს შემომადნა ძაძაჲ ჩემი და ტყეში ცხოვრებამ კატასავით სიფრთხილე და სიფხიზლე მასწავლა, - ნებით შენით და ბეჭდის დასმით შენით - უფალო ძალთაო.
შვიდი წელი ვიჯექი ბერთა-კლდის გამოქვაბულში, დიდმა მთა-დედამ, დედა-ბერამ, შვიდი წლის თავზე მიმშობიარა შენი ბრძანებით, უფალო ღმერთო ჩემო.
შორს დარჩნენ მეგობრები ჩემგან, შენ კი ყუავილთა და ვარსკულავთა ენა მასწავლე, ცხოველები დაახლოეჲ ჩემთან, მგლებმა ისე მიმიღეს, ბილიკები დამითმეს ტყისა და ლეკჳ ხოლო შობილი ავდარიანობის სამ დღე მომაბარეს მე.
განკჳრჳბაჲ შემომსითდა მე და მკჳრცჴლ მზერაჲ ჩემი აღენთო. ვიდოდი გულსა სამშობლოჲსა ჩემისასა, ვუგალობდი ღმერთსა და ვაკურთხევდი უფალსა.
ამეტყუელდა გული ჩემი და აღივსო სიყვარულითა შენითა, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო - მამათა ჩუენთაო, მოწყალეო და მწყალობელო, მპატიებელო და აღმზრდელო - უზენაესო უფალო.
ერთობით ერთ მიზნისაკენ შეაბრუნე ერი ჩემი, ჴრწნილებისაგან განაშორე და განწმინდე, გააგონე ერსა მართალი მეფის სიტყუაჲ, სავსე სიმხნევითა და რწმენითა.
აპატიე ქართველ ერს ცოდვანი, რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდეთ ყოველთაგან, და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ-იგი მამცენ, ჩუენ რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა. და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.
და მიგცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მთავართა ამპარტავანთა, ქუჩიდან სახელმწიფოს წარმტაცებელთა ცრუთა და უსჯულოესსთა უფროს ყოვლისა ქუეყანისა. და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა. არა უწყის კაცმან მომავალი, არცა თჳსი და არცა ერისა, არცა სრულიად დედამიწისა.
მხოლოდ შენ, უფალო ღმერთო, წყაროო სიცოცხლისა,
შენა ხარ მეფეცა და წინაწარმეტყველი სამყაროჲსა.
მე უბრალო კაცი ვარ, ქუეყანის-მოქმედი, ბრმა ვიყავ და შენით თვალჴილულ ვიქმენ, სმენაჲ დამილაგდა და ნიშთსასწაულ ჭვრეტა შემეძინა. ამინ! ალილუიაჲ…
გიორგი იონთა ჰიპერიონი