არის ნული, არის ფორმა, ყოველი ნული ფორმით განისაზღვრება, ფორმა ბადებს ენერგიას - სისავსესა და სიცარიელეს ურთიერთ-ლტოლვის ნიადაგზე.
ყოველი ერთი ნულიდან გამონთავისუფლებული - ბუდიდან ამოსული ერთია, რომელიც პირველი ერთია მოცემული ფორმის, ბუდიდან ამოსული მეორე ერთი პირველთან ჯამში ბადებს ორს, ორ სრულს - თანატოლსა და მსგავსს, ოღონდ დაბადებულს უკვე ნაბუდარში. ხოლო ბუდიდან პირველად დაბადებული, თვით არის ბუდის ფორმის მიმცემი და ზღვართა თმენის მიმნიჭებელი. ამიტომ ყოველი ასეთი ერთი - ეტალონური ერთია, რომლის ზომა-წონითი ერთეული ყალიბურ ბუდეშია შთაწვენილი და ყოველი ამ ბუდიდან ვლინებული საშოდან დაბადებული - ცალკე წინარე ერთის მსგავსი და თანატოლი, ოღონდ მეორე, მესამე, მეოთხე და ასე უსასრულომდე უსასრულოდ.
მხოლოდ რიგითობის სათვალავს მოაქვს ჯამური აღქმა: მეორე პირველიდან - ორი; მესამე, მეორე და პირველი - სამი; მეოთხე, მეორე და პირველი - ოთხი. ეს არის რიგობრივი და ცალობრივი მწკრივი.
არსებობს ორ-ერთიანი ბუდე, როდესაც ორი ცალი ერთად ქმნის სიცარიელესა და ფორმას, მერე დაბადებული ამ ბუდიდან არის ოთხი ერთიანი და ორი ორიანი. პირველი დაბადებული ორი ერთიანის მტევი ბუდიდან და მეორე დაბადებული ორი ერთიანის მტევი ბუდიდან.
საერთოდ პირველი ორი და მეორე ორი - ოთხი ერთიანის ჯამის მაშუალებელი ანუ ორ-ორად გამყოფია. ეს არის ამოკავიერებული მათემატიკა!