კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა წინამძღვარისა - ნების მოქმედისა მიმართ, სახლეულისაგან ღმრთისა.


ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღეთ ყოველთა

დამკდრებულთა ქუეყანისათა:


უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა?


მათ ძლით შვილთა თქუენთა უთრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.


ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან, განიფრთხვეთ დამთრვალთა და ტიროდეთ, გოდებდით ყოველნი მსუმელნი ღნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქვენისა შუება და მხიარულება, რამეთუ ნათესავი აღვიდა ქუეყანასა ზედა ჩემსა ძლიერი და აღურაცხელი.


კბილნი მისნი - კბილნი ლომისანი და შუანი ლეკსა მისისანი.


დადვა  ვენაი ჩემი უჩინოსაქმნელად და ღელოანი ჩემი შესამუსრველად. გამომეძიებელმან გამოიძია იგი და განაგდო, განასპეტაკებდა რტოთა მისთა. გოდებად ჩემდამო სძლისათს, გარემორტყმულისა ძაძითა ქმარსა ზედა მისსა  ქალწულებითგანსა.


აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი, რამეთუ საარებულ იქმნეს ველნი. გოდებდინ ქუეყანა, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განმა ღნო აღრეული, შემცირდა ზეთი.


განმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან.


ვენაი განმა და ღელოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.


გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი მსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.


წმინდა-ყავთ მარხვა, ქადაგეთ კურნება, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა.


ღაღად-ყავთ ყფლისა მიმართ შევრდომით. ვა მე, ვა მე, ვა მე დღისათს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისა და ვითარცა საარება საარებისაგან მოიწიოს.


წინაშე თვალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა შუება და სიხარული, ჰკრთებოდეს დიაკეულნი  ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარნეს საწნეხელნი, რამეთუ განმა იფქლი.


რა დაუმარხოთ თავთა თსთა?


ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს.


შენდამი უფალო, მა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი, რამეთუ განმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსა.


 

დონით ზომილი



ქართველნო,  დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა! ქადაგეთ მთასა შორის წმიდასა ჩემსა და შეიძინეთ ყოველნი დამკვიდრებულნი ქუეყანასა, რამეთუ წარმოდგა დღე უფლისა, რამეთუ ახლოს არს დღე ბნელისა და ალმურისა.


დღე ღრუბლისა და ნისლისა, ვითარცა ცისკარი, მოეფინოს მთათა ზედა, ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იქმნა საუკუნითგან და შემდგომად მისსა არა შეიძინოს, ვიდრე წელიწადთამდე ნათესავთა მიმართ ნათესავთასა, წინაშე მისთა ცეცხლი განმლეველი და უკანათა მისთა აღმაგზებელი ალი, ვითარცა სამოთხე საშვებელისა ქუეყანა პირისაგან მისისა და უკანანი მისნი ველი უჩინოქმნისა, და განრომილი არა იყოს მისსა, ვითარცა ხილვა ცხენთა, ხილვა მათი. და ვითარცა მედარნი ეგრეთ სდევდენ, ვითარცა მა ეტლებისა თხემებსა ზედა მთათასა ვლდებოდიან და ვითარცა მა ალისა ცეცხლისა, რომელი შესჭამნ ლერწამსა, და ვითარცა ერი მრავალი, ძლიერნი განწყობილნი მბრძოლობად.


პირისაგნ მისისა შეიმუსრნენ ერნი ყოველნი; პირი, ვითარცა უჭო ქოთნისა, ვითარ მბრძოლნი ჰრბოდიან და ვითარცა მამაკაცნი მებრძოლნი აღდგენ ზღუდეთა ზედა, და თითოეული გზასა თსსა ვიდოდენ და არა მისდრკენ ალაგთაგან მათთა.


და თითოეული მოყუსისაგან თსისა არ განეყენოს. დამძიმებულნი საჭურველთა მიერ მათთა ვიდოდიან, და ისართა მიერ მათთა დაეცნენ და არა მოესრულნენ.


ქალაქი გამოიღონ და ზღუდეთა ზედა რბიოდიან. სახლებსა ზედა აღვიდენ და სარკუმელთა მიერ შევიდენ, ვითარცა მპარავნი.


პირისაგან მათისა შეირყიოს ქუეყანა და შეირყიოს ცა: მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა არა მოსცენ ნათელი მათი.


და უფალმან მოსცეს მასი წინაშე პირსა მისსა, რამეთუ მრავალ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ საქმენი სიტყუათა მისთანი მით, რამეთუ დიდ არს დღე უფლისა, დიდ არს და მჩენ ფრიად და ვინ იყოს კმა მისსა?


და აწ იტყს უფალი ღმერთი ჩუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა.


და დაიბენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს, სულგრძელ და მრავალწყალობა, და შემნანებელ ბოროტებათა ზედა.


ვინ უწყის, მო-თუ-იქცეს და შეინანოს და მოიღოს შემდგომად მისსა კურთხევა, მსხუერპლი და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.


სრულიად საქართველოვ, ფხიზელი გონითა და სრული გულით წარსდექით და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმინდა-ყავთ მარხვა, ქადაგეთ მსახურება, შეკრიბეთ ერი, წმინდა ყავთ

ეკლესია, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენი ჩჩლნი, მწოარნი ძუძუთანი.


გამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თსისა. საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდე მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რათა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?


და შეიშურვა უფალმან ქუეყანა ერისა თსისა და ჰრიდა მას.


და მიუგო უფალმან და ჰრქუა ერსა თსსა: აჰა, მე გამოვავლენ თქუენდა იფქლსა, და ღვინოსა, და ზეთსა და განსძღეთ მათგან და არა მიგცნე თქუენ არღარა მერმე საყუედრელად წარმართთა შორის.


და ჩრდილოთ გამო წარვდევნო თქუენგან, და განვჰადო იგი ქუეყანად ურწყულად, და უჩინო-ვყო პირი მისი ზღუად მიმართ პირველად და უკანანი მისნი ზღუად მიმართ უკანასკნელად და აღვიდეს სიხენეშე მისი და აღვიდეს მყრალობა მისი, რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.


მინდობილ-იყავ, საქართველო, მართალთა სამკვიდრებელო ქუეყანაო, იხარებდ და იშუებდ, ხარებითა ხართ ხარ-ხარებითით კისკასურით უფალთან, და მახარობელია თავადი უფალი სახარებით თქუენთან, რამეთუ განგადიდა უფალმან ყოფად.


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE