კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

"უბრალოება და ბავშვობა ჩვენი სულისა მიიღე უფალო."

 
გაღვიძების დროს თუ დაფიქრებულხართ, დაუფიქრებელი სიტყვები რატომ მოდის თქვენთან? მერე თუ წაგიკითხიათ იმ ფიქრების შინაარსი?

 
ერთ რამეს დააკვირდით: ყველაფერი რაც თქვენს გარშემო ხდება, ჩემო საყვარელო, ტკბილო და გენიოსო ერო, ხვთის ნებით ხდება.

 
გუშინ დღე მართალში და გუშინწინ ყველა ფარდა დაიკეცა ჩვენი პატრიარქის წინაშე და მეფენი ქრისტიანობისა, მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი დაეცა და მტვრად იქცა. აღარ არიან ისინი, ვისზეც ფიქრობდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ.

 
ერთ რამეს კიდევ დავამატებ ამას: განა აღარ მოდის დრო ბებერ მუხას პატარა ყლორტი ჰყავდეს? ამომორჩდეს მწვანე ხე და თუნდაც იქვე, მუხა დაბადოს. ეგრევეა მჟავე ვაშლმა მჟავე ვაშლი ბადოს, ლამაზმა ატამმა ლამაზი ატამი, კბილების მომჭრელმა ტყემალმა ტყემალი.

 
რას გეუბნებით ყველანი ხვდებით! მიხარია, რომ ქართველნი ხდებით და გარემომცველები ვერა.

 
ესე პატრიარქის გვერდზე მჟავე იმერელი დავარდა, მუხლებზე დაემხო და ზეცას ახედა. პატრიარქმა უთხრა: შვილო, წადილთა შორის ყველაზე ლამაზი ის არის, რომ შენს გვერდით იოანეა, რუსთავის ეპისკოპოსი. ნუ დაგავიწყდება, რომ შოთა რუსთაველი იყო. იოანე იმ ქალაქის ეპისკოპოსია, რომლიდანაც შოთა იყო, წარმოსახვით, თორე პირდაპირ ეს რუსთავი იყო თუ მართლა რუსთაველი იყო ეს - არავინ იცის, რუ კიდევ ის არის, წყაროსგან გაკვალული კვალი რომაა.


აი ამ პატარა კაცს, თეოდორეს, პატრიარქმა დიდნიჭება მიანიჭა და გზა დაუბოძა. ოქროს ჯვრის ორდენოსან რაინდად აკურთხა და იოანეს უთხრა:

არ ეგების გიორგისთან მავალ კაცს, უბრალო კაცი ერქვას, ამიტომ მიკურთხებია იგი მზის ჯვრით ანუ ოქროს ჯვრით აწ და მარადის და ქრისტეს სახელითო.


განცვიფრდნენ თურმე. იქვე პატრიარქის ფანჯრის წინ, სარკმელზე, ოცდაათი მერცხალი იჯდა. ისე გაჟივჟივდნენ და აწკრიალდნენ, რომ გაუკვირდათ: პატრიარქმა სოფელში ნაცხოვრები კაცი, როგორ აკურთხა ოქროს ჯვრის სახელითო და მერე კიდევ ეს საქმე იოანეს დაავალა. იოანემ გაბრწყინებულმა პირჯვარი განა მარტო აღმოსავლეთით და დასავლეთით გადასახა, გაიხედ გამოიხედა, ხომ არავინ მიყურებსო და თითონაც გადაისახა. ეს რა საოცარი დღე დადგაო. უცებ არ მცოდნეებმა, მე თვითონაც რომ ესე ვიყავიო, მიიღეს დიდი კურთხეული მამა, რომელსაც სახელად თეოდორე ჰქვია. შეცბა პატივცემული ეპისკოპოსი, მე როგორღა ვაკურთხოო? პატრიარქს გადახედა.


პატრიარქმა უთხრა: შენ იმაზე დაფიქრდი - ეგ ბიჭი ვინ გამოგვიგზავნაო, რომ ნახავ შენც დაწყნარდები და დაწყნარებული სახით რომ ჩამოხვალ, მიხვდები რომ გინახიაო.


ოოო... დაბნეული თეოდორე კიდევ ეკლესიიდან რომ წამოვიდა, ფიქრობდა: ნეტა მე როგორღა უნდა მივხვდე, ესეთი მაგარი ბიჭი რომ ვარო?! მართლა ეგრე სამზეოზე ღმერთს გავყევიო, მაშინ რითი უნდა შემემჩნესო? ან თუ ჩემი მრევლი დაინახავსო? ან ჩემი შვილები და ცოლიო? ამას რომ ფიქრობდა და სახლში დაბრუნდა, უცებ გაოცებულმა ერთი რამე იკითხა: ეგეთი შეცდომა როგორ მომივიდა? კაცი, ვინც გამაგზავნა, ისევ სახლში დამხვდაო. თან რომ შემოვედი, ერთი გამიღიმა და გადამკოცნა, მაშ როგორ არის შენი საქმენიო? ვეღარც კი ვუთხარი, რომ საქმენი ჩემი კარგად კი არა უკეთესად არისო. დამშვიდებულმა თეოდორემ გაიღიმა და ასე თქვა:
გიორგი დიდხანს ცოცხალი იყავი რა-აო.


ამით დამთავრდა ეგ ამბავი. თეოდორე გახდა დასავლეთ საქართველოს მამამთავარი მკურნალობისა.

 

 


გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE