კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


I

 

ყველასთვის ცნობილი, რთული ეპიდემიების დროს, აუცილებელია სახლის მოწესრიგება, ჰაერის გასუფთავება და ანტივირუსული გარემოს შექმნა. ჩამოვთვალოთ ის მცენარეები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ:

 

 1. იატაკის მოვლა

 

აიღეთ წიწვოვანი მცენარეები: 1) ნაძვი, 2) ფიჭვი და 3) ტუია ან კიპარისი, მოხარშეთ ქავბში ან სუფთა ვედროში ადუღებიდან 10-15 წუთი, მერე გადაიტანეთ ტაშტში და სუფთა ტილოთი მოწმინდეთ იატაკი დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.

 

 2. ჰაერის სივრცის მოვლა ოთახებში

 

პირველი, იხმარეთ დაფნა, ყველა ოთახში ერთი ტოტი, ორი მტკაველის სიგრძის (მინიმუმი), დაკიდეთ თავის სიმაღლეზე თითო-თითო ტოტი ოთახებში, ასევე აბაზანაში და სამზარეულოში, თუ შემოსასვლელი კარების თავზე დაკიდებთ, ესეც კარგია.

 

 3. სივრცეების, ოთახების და სათავსოების გაწმენდა ნადუღის ორთქლით (ინჰალაცია)

 

ემალის ქვაბში მოათავსეთ ლიმონის და ფორთოხლის ქერქები, 7 ცალი დაფნის ფოთოლი და 2-3 ცალი პიტნის ტოტი ფოთლებითურთ ან ერთი პატარა კონა, დაასხით წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე; დაკეტეთ შემოსასვლელი კარები და ორთქლით გააჯერეთ საცხოვრისი სივრცე (დრო ფართობის მიხედვით: 1-2 ოთახიანისთვის 1 საათია საკმარისი დუღილისას ორთქლით გაჯერების, 2-3 ოთახიანისთვის საათნახევარი, ხოლო 3-4 ოთახიანს დასჭირდება 2 სთ., ე. ი. ყოველი ოთახის დამატებისას ვამატებთ დუღილის ნახევარ საათს ანუ 4-5 ოთახიანს დასჭირდება ორსაათნახევარი და ა. შ.). დარჩენილი ნახარში არ გადაასხათ, ავეჯის გასაწმენდად მოიხმარეთ: სუფთა ტილო დაასველეთ ამ ნახარშში და გაწმინდეთ ნივთები და ავეჯი.

 

ასწავლეთ ყველას, ამ ნაყენით სადარბაზოების გაწმენდაც არის შესაძლებელი, შეთანხმდით მეზობლები და დაალაგეთ თქვენი გარემო. ღმერთი იყოს თქვენი შემწე კეთილ საქმეებში.

 

პირბადეებით ჰიგიენის დაცვა უფრო საიმედო გახდება, თუ მათ ამოვავლებთ ნახარშში - პიტნა+დაფნა+ლიმონი. რეცეპტი: ერთი პატარა კონა პიტნა, 10 დაფნის ფოთოლი და 1 ლიმონი მოათავსეთ ემალის ქვაბში და წამოადუღეთ 7-10 წუთი, შემდეგ გაწურეთ და ამოავლეთ პირბადეები ამ სითხეში, ოთახშივე გააშრეთ და იხმარეთ პირბადეებად.

 

თუ ფანჯარაზე, რომლითაც სახლს ანიავებთ გადაჭიმავთ ამ სითხეში დასველებულ დოლბანდს ან მსგავს ნაჭერს, მეტად დაცული იქნებით.

 

 4. ტანის დაბანა

 

ვისაც აბაზანა გაქვთ, შეავსეთ ჩასაწოლად თქვენთვის მისაღებ ტემპერატურაზე, ჩაყარეთ ნახევარი შეფუთვა იოდიზირებული მარილი, დაუმატეთ ნახევარი შეფუთვა (კოლოფი) საჭმლის სოდა და მოურიეთ გასახსნელად. შემდეგ შიგ ჩაწექით მინიმუმ 15 წთ. - მაქსიმუმ ნახევარი საათი (თუ იოდიზირებული მარილი არ გაქვთ, მაშინ მარილსა და სოდას დაუმატეთ 30 წვეთი იოდი).

 

 5. ფეხსაცმელი და ფეხსაწმენდი

 

შემოსასვლელი ფეხსაწმენდი ტილო და ფეხსაცმელი აუცილებლად დაამუშავეთ ამ სითხეში (პირბადეს რომ ვავლებთ) ამოვლებული ტილოთი - შიგნიდან და გარედან, როგორც კი სახლში შემოხვალთ.

 

 6. ახალი ვირუსი

 

ახლა ორი სახის ვირუსია გაერთიანებული და მას ჰადესის, ქვესკნელის, ქვეწარმავლის, მეთანურ სივრცეებში გამოვლილი დრაკონული ნაჯვარის ვირუსია, რომელიც აქტიური და მძაფრი ბუნებისაა, შეუძლია იცხოვროს ნახშირბადურ გარემოში. მისი აპოკალიფსური სახება-სიმბოლო ასეთია: დრაკონი, ერთთავიანი გველის, ღამურის ფრთებით.

 

ამიტომ საჭიროა დავიცვათ მარხვა და ვისაც უჭირს, იმის გამო რომ ორგანიზმი ვერ უძლებს მძიმე მარხვებს, მიდით მღვდელმთავრებთან და აიღეთ კურთხევა მარხვის შემსუბუქებაზე. ვისაც არ გწყენთ, მარხვის დროს იხმარეთ ოჯახში დამზადებული აჯიკა გახსნილი კახურ ზეთში (ნახევარ ლიტრ აჯიკაში - ნახევარი ლიტრი ზეთი გადაურიეთ, ერთი დღე დადგით სიბნელეში და შემდეგ კარგად მოურიეთ და გამოიყენეთ საკვებად. პურზე რომ გადაუსვათ და შეჭამოთ - ორგანიზმში ბაქტერიულ ფონს შეგიმსუბუქებთ. დაიმახსოვრეთ, რომ საჭმელში ზომიერება აუცილებელია, უმჯობესია ცოტა მიირთვათ და რამდენჯერმე. საკვებს მიაყოლეთ მინერალურ-ეთერული წვენები, „ლიკანს“ დაუმატეთ 1 ქართული ლიმონის წვენი, მიიღეთ გაზგასული. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი გამყოფოთ, შეგარგოთ მარხვაში მიღებული.

 

 7. ლოცვები

 

ყველა მოქმედებას წინ უძღვის ლოცვა: 1) მამაო ჩვენო, 2) 90-ე ფსალმუნი. ფილტვების ინჰალაციის დროს, შესუნთქვისას ფიქრით წარმოთქვით - უფალი იესო ქრისტე, მერე ამოსუნთქვისას ფიქრით წარმოთქვით - შემიწყალე და მაცხოვნე მე ცოდვილი; მშვიდად, განწმენდილ ოთახში - ათჯერ შესუნთქვა და ამოსუნთქვა.

 

ბიბლიურად, ბოლო სამი წელი არაწმინდათ არის გამოცხადებული: მაწანწალა ძაღლის, ღორის და ვირთხის წლები, ორი გავიდა და დარჩა ერთი. მოცემულობაში დევს პაროლი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ, მაგ. ვირთხის წელიწადი, პაროლი: ვირთხა ქვესკნელების და ჯურღმულების კანალიზაციაში მძრომიალე ცხოველია, რომელიც იმ ადგილებში გამოდის, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ანუ მძაფრი გადამტანია ვირუსების და ბაქტერიების, სოკოებთან ერთად, ამიტომაა ეს ვირთხის წელი ამ აპოკალიფსურ პერიოდში გამოცხადებული არაწმინდა წელიწადად.

 

ბოროტების ჩამდენი ადამიანები სიმყრალეს გამოასხივებენ, რომელიც მათკენ მიიზიდავს აგრესიულ ვირუსებს. შეგონება უფლისაგან: „ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებსო“, ასე იკითხება: ადამიანები, რომლებიც ფულმა გ ა ა ღ ო რ ა, მათ ნუ მისცემ მარგალიტებს, ანუ რაც თვალნათლივ ხდება და ხდება - ღორის წელიწადს დაიბადა ეს ვირუსი. დააკვირდით შემდეგ შეგონებას: ორი ქვესკნელის ვირუსი, ორი დემონი მიდიან და ეუბნებიან უფალს, ნუ მოგვკლავ, ღორების კოლტში შეგვსხიო, ასეც აუსრულებს უფალი და შესხავს მათ ღორების კოლტში. შემდგომ ეს ღორები კბოდედან გადაიჩეხებიან და განადგურდებიან, ასე გასაგებად გვიყვება წერილი: ორი დემონური სული მრავალ ღორში შესახლდა, მარტივი მისახვედრია, რომ აქ ლაპარაკია მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ღორული ბუნების მატარებელში შედიან.

 

ლოცვა და განწმენდა, მარხვა და სინანული არ მოგაკლოს ღმერთმა, ჩემო საყვარელო დედამიწის მკვიდრნო, სრულიად!

 

 8. აბზინდა

 

შემდეგი მცენარე, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ მისაღებად არის აბზინდა, რუსულად - полынь, უკრაინულად - „ჩერნობოლკა“. ეს მცენარე იოანეს გამოცხადებაშია მითითებული, ჰადესის წიაღში შემღწევი ვარსკვლავია (გაიხსენეთ ჩერნობილის ატომური რეაქტორის აფეთქება, მას შემდეგ დედამიწაზე ქვესკნელის ბაქტერიები ამოჰყვნენ აფეთქების რადიაციულ ტალღებს).

 

დედამიწაზე დაიწყო ყინულების საფარების დნობა და ყინულოვანი „მთებიდან“ - აისბერგებიდან გამონთავისუფლდნენ ათასწლეულების წინ გაყინული ვირუსები და ბაქტერიები. ღერძების წარღუნვის დროა, დიდი მიწისძვრების და ვულკანური ამოფრქვევების დრო.

 

განწმენდა და იმუნიტეტის ამაღლება აუცილებელია დედამიწის ყველა მკვიდრთათვის, ამ სამედიცინო პრეპარატების მოხმარების წესი და მალამოები ავალია ქალაქ ქუთაისს (კუტაიას).

 

იქ, დიდი სიყვარულით მოღვაწეობს ილია თეზბიტელის სახ. ტაძრის მამამთავარი - მღვდელი თეოდორე (გიორგი ესებუა). დასავლეთ საქართველოს კოლხური მედიცინის უფროსი, მამა თეოდორე მზადაა განწმენდა ჩაგიტაროთ ყველა ზოდიაქოს წარმომადგენლებს (Facebook-ზე მითითებულია მისი კონტაქტები).

 

ქუთაისის წარმომადგენელნი და ეპარქიის მღვდელმთავარი და სამღვდელოება თანხმობით გაცნობილნი არიან პრობლემებს, მამა თეოდორეს გვერდში ამოუდგნენ ქუთაისის გულით ქრისტეში წარჩინებული მოქალაქენი, განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩევიან ზაზა და მამუკა, რომლებიც მამა თეოდორეს ბავშვობის მეგობრები არიან. იხილეთ, და თავად დარწმუნდებით მათ ერთგულებასა და პატიოსნებაში.

 

მამა თეოდორე ამზადებს ბნ. ზაზას, რათა ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებ ენებს, ერებსა და ტომებს მიაწოდონ საქველმოქმედო წესით სამკურნალო პრეპარატები, რათა ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეიქმნას მედეას სახელობის, მისი მამიდის - ცირცეას რეცეპტებით შედგენილი, ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული პრეპარატების ცენტრი ანუ აფთიაქები მთის მონასტრებში, სადაც უფალი იესო ქრისტეს სახელს ადიდებენ.

 

დედა ღვთისმშობელის სახელობის ტაძრებში და მონასტრებში შეიქმნება განწმენდითი მედიცინის ცენტრები.

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE