კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

“თეთრი წყარო“

  უძველეს წარსულში როს ტევანი მწიფდებოდა და ქართველები შემოდგომის დღესასწაულს  რთველს ზეიმობდნენ.     სამი სახის ენერგიის ნაწნავი და ოთხი მხარის ადგილის დედა აძლევდა ვენახს უდიადეს სრულყოფილ ენერგიას ცისქვეშეთში. ციური ძალისა და მიწიერი ოთხ ელემენტით შეთხზული ეთერული ბუნების ნაყოფი, ყურძენი: ივსებოდა, მწიფდებოდა და ხარობდა სისრულით.  ციური და ქვეყნიერი ენერგიათა დაბმა ვენახის ბუნებით აღსრულდებოდა, რომლის სახელია ვაზი.  ვაზი ყველა ქართველისათვის ცისა და ქვეყნის შვილია, ნაკურთხები და ნაზიარები დაბადებაში ღმერთით გაჩენილი.    " დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ ". ვაზის ფესვი განწვენილია ოთხ წესთა შორის, რომელთაც ოთხთა კავშირი ჰქვია. ვაზის ჯიშის მრავალსახეობა სრული ბუნებიდან სხვადასხვა რიტმული და ჰარმონიული ზეწყობილ კვეთილ წყობათა უსასრულო რიცხვით ვლინებაა. მარადიულია სამყარო, ღმერთის შემოქმედება! მარადიულია სიტყვა სამყაროს შემქმნელი!    მარადიულია ვაზი ბუნებაში დასაბამს ნაზიარები, ნაზი არეა მასთან კავშირი ცასა და ქუეყანაში ვნებულად ვლენილი, ჭირნახულად წოდებული. გაჩენიდან ღმრთისაგან ხელდასხმული, გრძნობადი და ისე მსუნთქავი, თეთრი ვარსკვლავიერი წყაროსაგან დაპკურებული, გალაქტიკური ვარსკვლავთ სხივების წყაროდ მაჩინებელი, რომელსაც ქართველი კაცი ვაზის ცრემლს უწოდებს, ერთ ბირთვულ მრწამსში სიცოცხლის წყაროდ წოდებული, რომელსაც ჩვენმა უხსოვარი დროის წინაპარმა ქალაქი ენერგეტიკული და ტრასცენდენტალური ბუნების აღუშენა, სახელით ბირთვისი!  ვარსკვლავთ კრებულნი გარემოის პლანეტარული მზისა და მთვარის, პლანეტებთან ერთად სივრცეს, ღვთაებრივი ბირთვი ჰქვია, იგივე ვარსკვლავიერი სფერო, მჭვირვალე და მკრები, თეთრი "სხივური ციცინათელებისა", სამყაროს ვარსკვლავიერ–სიმშვენიერე რომ ჰკრიფავს ერთ წკენტელად და  მატერიაში სამყაროულ ბირთვულ წნეხში აძლევს თეთრად ვლინების უმცირეს ნაწილაკს, დიადი სიმკვრივით, რომელსაც ქართველი მოგვი მეფენი კირს უწოდებენ. კი + ირი – კირიკ – ზეციური კავის ჩინებაა, კავებით ბაგით. ირი – ღმერთი მცველი. (ბიბლიური ლექსიკონი)შეადარეთ სიტყვა პირი პირი– გახსნილი ბაგე სიტყვის საბადებელი კირი–დაკუმული ბაგე, დუმილისა და საიდუმლოს შემნახველი. როგორც ვხვდებით "თეთრ გზას" რომელსაც ვარსკვლავიერი გზა ჰქვია და დღეს მეცნიერები ამ ასტრონომიულ გამოვლინებას "ირმის ნახტომს" უწოდებენ, სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ქვეყნის მოგვები მას სხვადასხვა სახელით აღწერდნენ.  ირმის ნახტომს რძის გზა ჰქვია, ამ რძის გზას ქართველები "თეთრ წყაროდ" მოიხსენიებენ.   

საუბარი პირველი

გიორგი იონთა ჰიპერიონი

გაგრძელება იქნება!...

ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა კრებაჲ და განყრაჲ, სვე და ბედი ვიცი...

            დავით აღმაშენებელი          "გალობანი სინანულისანი".

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE