კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

"რაჭა წარმოადგენს სულიერ ნაკრძალს"

 

ნაწილი III 

 

მხოლოდ ეს მცირე საუბარი იქნება მცირე თემა, იმ სიდიადის შესამეცნებლად, რომლითაც დავიწყებ შემდგომში თხრობას, იმიტომ რომ ამოუწურავია.

 

ერთი მეცნიერი ვერ შესძლებს  ამოკითხვას, იმდენად დიდია დროისა და სივრცის ნამოქმედარი რაჭაში.

 

მისახვედრად რომ ადვილი იყოს, ტიბეტელებმა იციან, რომ მათ დედა ჰყავთ; არის ცის შემმეცნებელთა, მოგვთა ადგილი,  როგორც ტიბეტია, სადღაც დასავლეთში კი - მათი დედა იმყოფება ანუ ადგილი, საიდანაც იშვა ტიბეტის კულტურა და გასაკვირი არ გახდეს ქართველობო თქვენთვის, რომ ტიბეტელები ჩვენზე კარგად ცნობდნენ მედეას, ჩვენზე კარგად ცნობენ ცირცეას და ეს ცოდნები შენახულია მათ  ხელნაწერებში, თუმცა  თვითონაც აღარ შეუძლიათ ძველ ტიბეტურ ხელნაწერებს ჩასწვდნენ და  წაიკითხონ, რადგანაც სანსკრიტი დაიკეტა ანუ დიდი არქივი შემეცნებისა.

 

დღესაც შენახულია მედეას და ცირცეას რეცეპტები იმ ულამაზეს კუთხეში, ანუ  ქარაგმით, გადატანით, რომ  ვთქვათ მსოფლიოს ტიბეტი საქართველოში - რაჭაა.

 

ეს ეხლა თავიდან უხეშად მოგეჩვენებათ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვინც ეზიარება ამ კუთხეს - მიხვდება, არა ბაღისა და ბუნების მაძიებელი, თუმცა მასშიც გამოიხატება ის სიდიადე, რომელიც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა და ღმერთის ნებით დამკვიდრდა ამ კუთხეში, ანუ ის საკრალური მნიშვნელობის ძარღვი, რომელიც ანათებს არამარტო საქართველოს - არამედ მთელ მსოფლიოს.

 

აქ ხდება ტრანსფორმირება იმ აზრისა, რომელიც მომავლიდან მოდის და შემდგომში განევრცობა მთელ დედამიწაზე.

 

სამწუხაროდ ტრანსფორმატორი ამ ენერგიისა, ავტომატურ რეჟიმზე მუშაობს და აკლია მას მხოლოდ კაცი - ხელმძღვანელი ღვთაებრივ შემოქმედებაში, გარკვეული ადამიანი ან ადამიანები, ან მანდილოსანნი, ან ვაჟნი, რომ ამ ენერგიას გაუკეთონ დამუშავება ისევე, როგორც ხორბალი უნდა დაიფქვას და წყალი დაესხას, მოიზილოს და თონეში გამოცხვეს. აქაც  იდეა ამ დონემდეა მისაყვანი პირდაპირ, როგორც ციური მანანა - ისე მოევლინება დედამიწას აქედან იდეა მომავლის სამყაროისა.

 

ეს ყველაფერი ციდან უკვე გადმოცემულია. ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალებით არის შემკული ჯერ, მაგრამ სული მისი, დიდი სული რაჭისა, იგი ნათელში მოექცა, უხარია, იგრძნო და ამ გრძნობამ რაჭაში ცისკენ მტოლვარე სული აღძრა.

 

მოდით შეუერთდეთ ქართველებო - ცისკენ მტოლვარე სულს, რათა სიმშვიდეში მოხდეს ჩვენი სრულყოფა და ბატებივით მოაზროვნე ვითომდა იოგებმა, რომლებიც ტანსა და კუნთს წელავენ და ტვინი ცარიელი აქვთ და გული მითუმეტეს დაკეტილი, არ გახადონ თქვენი ცხოვრება ხაფანგებში საცხოვრებელი.

 

გავინთავისუფლოთ თავი და მივხვდეთ, რომ არის ჟამი ამ უდიადესი საიდუმლოების გახსნისა. მოლოდინი და ლოდინი კი არ არის საჭირო, რომ თქვენ მარტო ჩემსას ელოდოთ, ამოდით, სანამ ყამირია ეს საქმე, შეუდექით მხარით და გულით, შეუდექით გონებით. მოძებნეთ ყველა დეტალი რაჭაში არსებული სიკეთეებისა და ერთად გავკეროთ ეს სიკეთეები, შევკრათ რუქად და დავიწყოთ მისი მოხმარება.

 

წინ მავალი უკანას ხიდიაო. ეს ცნობილია, მაგრამ წინ მავალნი ჩვენი წინაპრები არიან და ამიტომ ვიძახით ასე: ღმერთი მამა-პაპათა ჩვენთა.

 

ჩვენმა მამა-პაპამ რაჭაში დატოვა მაქსიმალური ამოსაცნობი. ის საჭირო ნიშნულები თუ სიკეთეები, რომელიც მოგვეხმარება შემდგომში გავაცოცხლოთ სრულიად ეს "დაძინებული ტიბეტი". როდესაც მოვა დრო და მიხვდებით, ეს სიტყვა რატომ ითქვა და ჩაწვდებით იმ სიღრმეებს, რაც ტიბეტშია და შემდგომ დაუკავშირდებით ამ რაჭის აღმდგარ სიბრძნეების საუნჯეს, მიხვდებით, რომ რაჭა - დედა ტიბეტია და ტიბეტი - პატარა შვილი ტიბეტია.

 

თუ ტიბეტმა არ მიიღო საზრდო - ტიბეტელებიც გაიყინებიან. ერთადერთი სიკეთე, რაც მათ შემოყვათ ამ ათას წლეულებში, ეს არის რომ სწამდათ მათ მტკიცედ, რომ არ უნდა მოხვედრილიყო ეს ცოდნები არავითარ შემთხვევაში ისეთ ადამიანებში, რომლებსაც შეეძლოთ დაეშალათ და გაეფუჭებინათ.

 

მადლობა მიუძღვნათ მათ, იმიტომ რომ ბევრი რამე ტიბეტშიც მოგვიწევს აღმოვაჩინოთ პატარა რაჭისათვის და ნუ გაგიკვირდებათ, რომ რაჭაზე მიიღოთ იმფორმაცია - ისეთი სრული ტიბეტში, რომელიც თითქმის რაჭველრბმა არ იციან.

 

ჩვეულებრივად შემტევი გონი და სრულყოფილების დამბადებელი მიხვდება, რომ ტიბეტური ყველა ცოდნა ფუძით ქართულია. ამაზე შემდგომ ლაპარაკი გვექნება სხვა მიმართულების თემებში, მაგრამ ეხლა მოგილოცავთ, პატარა ტიბეტი, ასე უყვართ ქართველებს წარმოთქმა სიდიადისა თავისი დავიწყებიათ, ამიტომ სხვისით შევიმკოთ.  რაჭა -ნათლის ჭა ამბროლაური, კარგად დააკვირდით, უკვე სიცოცხლის ძარღვი გაღვიძებულია. თითქოს ქარიშხალმა წრე დაარტყა აქაურ მთებს ჭექა-ქუხილით და თითოეულმა საკრალურმა ადგილმა უმეტეს ადგილზე - ჩემი თვალით, შესამჩნევლად ზეციდან ციური თესლი ჩამოაწოდა.

 

მომილოცია გაღვიძება, მომილოცია სინათლეში გადასვლა, ჰერი ჰერი და რაჭისაკენ დავიძრათ ცნობიერებით და შემდგომ შემოქმედებით.


რაჭაში აკრძალულია ყოველი სხვა ტომის წარმომადგენელის შემოსვლა ნებართვის გარეშე და თუ ნებართვა აიღო, მხოლოდ დროებითი საცხოვრისი შეიძლება მიიღოს თავის განვითარებისთვის. არავითარ შემთხვევაში ვაჭრებისა და ქაჯების ადგილი არ არის რაჭა. აბსოლუტურად, ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ თითოეულის ამოსვლას რაჭაში, რომ არ მოხვდნენ ცხვართა შორის მგლები და არ დაიწყონ გამოხრწნა იმ სიდიადისა - რომელმაც მიიძინა.

 

დიდებით აღდგომას გისურვებ ჩემო რაჭავ, გამთლიანდი, გასხივოსნდი და ისევ შენი შვილები ჩაისვი შენს კალთაში. ამინ!

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE