კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ არცა ერთ რას თავით თჳსით, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმჱ, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძჱ ეგრევე მსგავსად იქმს.


რამეთუ მამასა უყუარს ძჱ და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსცა-იგი იქმს, და უფროჲსიღა ამისა უჩუენოს მას საქმჱ, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.


რამეთუ ვითარ-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.


წარღვნის შემდეგ, როგორც გადმოგვცემს ბიბლია, ნოემ დარგო ვენახიო, ღვინოც დაწურაო და დათვრაო!


მაღლა მოყვანილი იესოს სიტყვები: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ არცა ერთ რას თავით თჳსით, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმჱ!!! გასაღებია დასაბამისეული ერის და მათი მამის ვინაობის გასაგებად! (წინაპართა ღმერთი)


ცოდნა, რომელიც ხალხში არსებობს, საიდანღაც, შორეულ წარსულში იწყებს დასაბამს, თან ღმერთის ბაგიდან, რადგან პირველიდან იყო სიტყვა, და თუ სიტყვა დაიბადა - ყავდა გამგონებელიც.


დაბადების პირველ თავში მოკლე წინადადებაში ჩაქსოვილი მამა-შვილის ურთიერთობა "იქმენ ნათელი"(მამა) "და იქმნა ნათელი"(შვილი) გვიჩვენებს, რომ მამა ასწავლის - თან დარიგებით: "იქმენ ნათელიო," რაც იაფეტური ლაზარეს ენით ასე იკითხება: "იყავ დამკვირვებელ ყოველი შენი აზრისა და საქმისა, ყოველივე აზრიდან და საქმიდან აირჩიე კეთილი".


"და იქმნა ნათელი": ყველა მშობლისგან, დამრიგებლური სწავლების დროს, იგრძნობა დარიგების და სწავლების მიზეზი, სიყვარული და თუ ეს სიყვარული ორმხრივია, თუ ერთში აღძრავს აღმზრდელობას, მეორეში მორჩილებას და პატივისცემას.


"იქმენ ნათელი და იქმნა ნათელი და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ..."


მამის ვინაობა ტაბუირებულია და უყურადღებო, ამაო ფიქრებით დაკავებული გონებისთვის, კითხვისას და კვლევისას უყურადღებო და უგულისხმო რჩება დღეს (წარსულში ვიცოდით ვინც იყო).


მაგალითისთვის მოვიყვან ერთერთ ტაბუირებულ ინფორმაციას, რომელიც დღემდე არ გატაბუირებულა!!!


შოთა რუსთაველი - ერთის მხრივ ამ ტექსტის წაკითხვა, ავტორის სახელსა და სადაურობას გვაწვდისო, ვიტყვით, მაგრამ თუ ქრისტეს სიტყვებს მოვარგებთ ინფორმაციის გასაღებად, სულ სხვა ინფორმაციას ამოვიკითხავთ!!!


გასაღები ის სიტყვებია, როდესაც ამბობს: "მე ვარ პური არსობისა" და მეორე, როდესაც სამარიტელ ქალს რომ ეუბნება: "წყაროდან, რომლიდანაც მე გასმევ - არასდროს მოგწყურდებაო"!


"შოთი" - ყველამ ვიცით რომ პურია, პური სიცოცხლისა და არსობისა (პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ), "რუ" წყაროს სათავეა, "ელია" - ღმერთი ჩვენი (სულხან საბას ლექსიკონი), ლაზარეს ენით ასე იკითხება მაღლა მოყვანილი ტექსტი: "მე ვარო პური არსობისაო, რუს თავი ვარო, ელია ვარო"!


ადვილი მისახვედრია ანალოგიის პოვნისას ახალ და ძველ აღთქმაში, იოანე ნათლისმცემლის იესოსთან ურთიერთობის შედარებისას, ელიას ელისეს ურთიერთობასთან, ჭყონდიდელის და დავით აღმაშენებელის ურთიერთობაც (ჭყონი ლაზურად მუხაა, ერთადერთი ხეა, რომლის ნაყოფს არ ჰქვია ხის სახელი! მაგალითად: ვაშლის ხე ვაშლს ისხამს და ასე შემდეგ! მაგრამ საყურადღებოა: რკოდან მუხა იზრდება)!!!


დავაკვირდეთ იმ ლოცვას, რომელი ლოცვითაც იესო ლოცულობდა და მოწაფეებსაც ასწავლა!: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა"!


ცა, დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან რომ ავიხედოთ, დედამიწას ყოველმხრივ გარემოიცავს!!!


"იყავ ნება შენიო, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა"! არც ცაშია მამა და არც მიწის ქვეშ! აბა სადაა?!


წარღვნის მერე ცოდნას ნოე არიგებს ბიბლიის მიხედვით და ჰყავდა სამი შვილი: სემ, ქამ და იაფეტ, და იაფეტი იყო ხუცესი!!!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE