კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

ზორობაბელის კალენდარით - გაზაფხულის დღეღამტოლობიდან ორიათას ჩვიდმეტი წლისა, დაიწყო აქლემის წელიწადი. აქედან დაიწყო ლემის წელიწადი, აქ-ლემის წელიწადის აქაური ნომერია (ივ), რიგით მეთექვსმეტე - ონ ასოს წელიწადი ( ბიბლიური დეშიფრაციით ონი -  მზის ქალაქს ნიშნავს). ასო ონი ეკლიპტიკალურ გეოცენტრულ ანბანურ კალენდარში, ანბანურ ზოდიაქოში მე-6 სახლს იწყებს და მფარველობს ამ ზოდიაქოს ათ-გრადუსს (10°).  ეს ქალწულის ზოდიაქოა. ამ ზოდიაქალურ სექტორშია ორი უდიადესი დღესასწაული ქრისტიანობისა - დედა ღვთისმშობელის მიძინებისა და დაბადების დღესასწაულებია მოქცეული.


ამასთან ერთად მაიტრეიას ბუდისტური კალენდრის ჲ-ციკლიან (ჲ=60) კალენდარით - ცეცხლოვანი მამლის წელიწადია, ქრისტეს შობიდან მესამე ათასწლეულის ანუ მესამე დღის გამთენიის - ცისკრის წინარე ყივილია მამლისა და რადგანაც მამალი ცეცხლოვანია, აქ განსაკუთრებულად გასახსენებელია უფალი იესოს - იუდეველთა მეფის და სამყაროს მეფეთ-მეფის სიტყვები: „მოვდივარ ცეცხლითა და მახვილით“.


„მახვილი (მახჳლი) - ესე არს მსწრაფლ მკვეთელი რკინა, მახვილად ითქმის მსწრაფლ მხედველი თვალიცა და გონება.


აფთი - ესეც მახვილი არს ბრტყელი ტარ-გრძელი,


კალამიც - მახვილად ითქმის.“ (სულხან-საბა)


აქ, ფიქრთა აფრის აშლის წინ, გავიხსენოთ დავითი - დიდებული მეფე, სრულიად საქართველოს სახელმწიფოს სამეფო ტახტისა და გვირგვინის მფლობელი, მესიის მახვილი, მეფე მეფსალმუნე. გადავაადგილდეთ წარსულის სივრცეებში და კიდევ ერთი გენიალური და ქარიზმატული პიროვნება - დავით მეფსალმუნეც გავიხსენოთ, მეფე წინასწარმეტყველი, მახვილი თვალისა და გონების მპყრობელი (გაიხსენეთ, როგორ დასცემს გოლიათს შურდულით და მერე თავისივე მახვილით თავს მოჰკვეთს), მეფე მელქისედეკის წესს ზიარებული საიდუმლო მსახურებაში ისრაელისა.


საინტერესო ისტორიული ქრონიკა აღისახება: აბრაჰამი და მელქისედეკი ერთმანეთს ხვდებიან ოთხი დღის წინ, ოთხი ათასი წელიწადის სათავეში, მელქისედეკი აკურთხებს აბრაჰამს და მეფეთა გზა იწყებს სვლას ჩვენამდე.


გადის ათასი წელიწადი და აქედან სამი დღის წინ მოდის დავით წინასწარმეტყველი, გვაწვდის ახალ ათვლას: “ათასი წელი ვითარცა ერთი დღე უფლისათვის“.


გადის კიდევ ათასი წელიწადი და იბადება მაცხოვარი, კაცობრიობის სინათლე, სიტყვა განკაცებული, ძე-ღმრთისა და ძე კაცისა.


აქედან ორი დღის წინ, ანუ დღეს მესამე დღე დაიწყო და ეს დღე მერვე ნოეს ათვლის წერტილია. სახარებისეული წინასწარმეტყველებით ითქვა, რომ ამ დროს დედა-იერუსალჱმი გაიშლის ფრთებს მთელს დედამიწაზეო.


შემდეგ მეფეთა გზაზე კიდევ ერთი მეფსალმუნე, მესიის მახვილი, სრულიად საქართველოს სახელმწიფოს მეფე - დავით აღმაშენებელი გადაიბარებს მელქისედეკის ჩინს დაფარულში სამოღვაწეოდ. აქედან მზადდება ნიადაგი, რომ დიდმა შოთამ, რუსთაველმა დაბეჭდოს ახალი ეპოქის წინასწარმეტყველება უზუსტეს სამყაროულ და პლანეტარულ პიეტიკურ მოდელში. მე მას ბერიკების, ნიღბოსანი რაინდების ბიბლიას ვარქმევ და მივყვები კვალს.


ეს იმიტომ ხდება ასე მართლითი, რომ ნათქვამი აქვს შოთას „მიბრძანეს მათდა საქებრად თქმა ლექსებისა ტკიბილისაო“! კარგი, ამაზე ჩავფიქრდეთ, ესე იგი შოთა რუსთაველი გამოგონილ გმირებს არ აქებს, ეს შეუძლებელია, რადგანაც მანვე თქვა: „რომელმან შექმნა სამყაროო...“! ამ შემთხვევის გააზრებისათვის პირდაპირ ვხვდებით, რომ ღვაწლში დამსახურებულ გმირებზე გვითხრობს შოთა. თხრობაცაა და თხრობაც, დეშიფრაციამ, ანუ ნიშთსასწაულების აღმოკითხვამ მიმიყვანა დიად დასკვნამდე: შოთამ უწყოდა, რაც უნდა გამეკეთებინა ბოლო ჟამისათვის საქართველოში.


ვეფხის ტყაოსანი მეფეთა ცხოვრების წინასწარმეტყველებაა წარსული ცხოვრების დამსახურებული გმირებით აღსავსე, რომელთაც კვლავ შობით აქვთ ღმრთისაგან მინიჭებული სასწაულთა აღსრულება.


 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE