კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

დიადი თავმდაბლობით ერისა და ღმერთის წინაშე, მე, გიორგი იონთა ჰიპერიონი, მელქისედეკის ბეჭდის მფლობელი, და ჩინისთვალით წესის აღმსრულებელი, უფლებამიმნიჭებელი არიელ იბერიონისა, დაფარულში პირველწოდებული მოწაფისა, მამუკა ბაგრატიონისა -  სამეფო კარის დიდებულისა და დავითის შტოს უაღრესად პატიოსანი გვირგვინის მემკვიდრის - ნუგზარ ბაგრატიონის აღზრდილისა და აწ, ქრისტეს ჯარისკაცი; მხედრად მოწოდებულს, არიელს დაემოწმონ ცანი და მიეცეს უფლებამოსილება - მოიწვიოს დედუფალ ანნას ლაშქრის წევრებად ქართველი რაინდები. დალოცოს, აკურთხოს და გზა მისცეს მათ.


 

ცისკარის წინ წარდგომილთათვის


 

ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, არა ჩურჩულითა - არამედ ქუხილითა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანასათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

 

ქართველნო იღვიძეთ უფლისათვის! ისმინე ერო, შემოჰკარ სიმართლის ზარი, არა არს მღდელი ცალკე ერისა. ქართველ ერში დაბადა ღმერთმა თჳთეული ჩვენთაგანი.


სიცრუით შემოსილი ვერ გასწევს მღდლობას, განუწმენდელი ნუ იჩემებს განმწმენდის ძალას, შეთხვრილი სიბილწეებში და მონა კერპთა არა არს მღდელი უფლისა. რომელნიც მართლად შეუდგებით მსახურებასა, აღსარებაჲ სამღდელოჲ სიმართლით გეთქუათ.

 

დაავადდა ერი, წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ. და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.

 

მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინასწარმეტყუელნი, მოუძლურდენ მღდელნი და მოუძლურდენ მეფენი, ერი მოუძლურდა და მაცდუნებელთა ხაფანგებში გაება.

 

მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყოს მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო. სძინავს გელათსა და იყალთოს. კარიბჭეში მეცნიერი მღდელი აღარ გამოჩენილა, აღარც გრემში განტეხილა პური არსობისა.

 

ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა საქართველოჲსა: ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი. სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარდავსცვალო. შეგინარჩუნეთ ციური მადლით აღსავსე ყვავილი, ვითარცა ვარდი სურნელი, სულით ფაქიზი, კეთილი სუნის მაფრქვეველი. (არაიცანთ!)

 

შროშანივით წარმტაცი სინატიფის ასული ჩემი და რჩეული დედისა ჩემისა - ამბობს უფალი უფლებათა და იტყჳს სახელსა – ანნა! (არაიგენით!)

 

დაიყრუეთ თავნი და დაიბრმავეთ სული მღდელთა.


ცოდვებსა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი. ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ–ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.

 

სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრენ, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა. სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკემან გულნი მიუღნეს. ანკანაკება არა ვუწყით და ცოდვაჲ რაჲთა ჩუენდა! ამითა მოიგუდეს სიტყუანი მღდელთა.

 

უგუნურნო! ზედიზედ ნადიმი და სიმთრვალე ანკანაკებაა თქუენი, ზვაობა თქვენი, ზედიზედ ნადიმი სამთვრალოდ მამრ–მდედრობითი, რომელ არს ჩუკენი თქუენი. მატეთ მას ბანგთან ტრფიალი თქუენი და დავიწყებული პასუხისმგებლობა საღმრთო საწმყსოს მიმართ.

 

ტანჯვითა და ტკივილით გაცემულ პატიებას, უზენაეს მოწყალებას, რითადმო გასცემთ უმოწყალოდ და დაუმოძღვრავად, თუ არადა დღენი კი განჰქრნენ და დაუძლურდნენ, ერი კი ჭაობს ვერ გამოსცდა. დაივიწყეთ უფალი, დაივიწყეთ უფლის სიტყჳს ძალა, სხვათა გასაგონად ახსენებთ სახელსა ჩემსა, ნუთუ არა გსმენიათ ან არ ამოგიკითხავთ: ვისაც უნდა დიდი იყოს, ყველას მსახური იყოს ის – იტყჳს უფალი.

 

თქვენგან მიტოვებული ერი ჩემი, შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ.

 

აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა. თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ, და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდნენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა.

 

და იყო სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: შვილო და მონაო ჩემო, ჰიპერიონით მავალო, იონთა მზევ, ქუეყანასა ზედა მტვირთველო სიყვარულისა - გიორგი, იყოს თავი მართალთა შენდა და ბოლო ჭეშმარიტებითა ჩემითა, ვინცა გნახოს - მამად იყოს შვილი შენდა, ვინცა გსახოს ძმად - ძმად მიიღე, შვილად შემცნობელმა შენმა - მარადიულად მიგაგოს შენ.

 

აჰა, მოგეც ყოველნი სიტყვანი და სძალნი სიტყვისანი, ჩენილნი კაცთათვის ქუეყანასა ზედა, მწყსე მეცნიერებითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა. და შენ იყავ ზღუდე განმყოფელი მართალთა და ბოროტთა შორის, სიმართლით სჯიდე და სიმართლით შეგეწევი მე შენ, უფალი შენი! აუწყე ერსა შენსა სიტყუანი ჩემი. რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს, მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს, მშობელთა მათთა ქუეყანასა ამას შინა.

 

სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ, სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

 

ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. სადა მიმაგნო თვალმან შენმან, წყლისა პირსა მტირალი, გევედრები არ თანა–მედჳა, არცა მეთანამდებებოდა არავინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.

 

იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ. მერმე მიბრძანა უფალმან: უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი? და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატღდა გულისწყრომისა ჩემისაგან თქუენ ზედა და აეგზნას.

 

უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო–მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენი ძალით ყუედრებაჲ. უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის–საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო, ყოვლისა მპყრობელო.

 

არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა.


მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე, ტირილმა დაისადგურა სულში. რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.

 

ამისათჳს ამათ იტყჳს უფალი: სახნიერად განგაცხადე ამ ერში, გიორგი, მიწაზე ცის საჴნისით მოქმედი, მამა იონთა ჰიპერიონით მოსაყდრე.

 

და შენ, გიორგი! უკუეთუ მოაქციო, და კუალად–გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო–თუ–იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?


მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, – თქუა უფალმან, და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა. –იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა. ამეკრძალა გოდება და მებრძანა მშვიდობით სვლა მომავალისაკენ, ლოცვითა და განწმენდით აღვძარ ქმედების სული, მე ვარ ის, ვინაცა ვარ მამით, ამაღორძინებელი ძით, ხელგაშლილი სული წმიდით.

 

მომემყუდროს ერი ჩემი ქართველური, სრულყოფით აგვავსებს მამა და ისრაელთან ერთად დავამშვენოთ გზა უფლისა, დაუბრუნოთ საქართველოს ბაღნარის სახე.


ყოველი ბილიკი იკურთხოს, ლოცვით დავიაროთ ყველა კუთხე, ზეციური პურის მიღების დროა, და ღჳნო მამით მოძღვნილი ახარებდეს ჩუენს სულს.

 

საქართველო დედა–ღმრთის–მშობლის კუთვნილებაა და ამ ანდერძის ჩამბარებელი მამისაგან - ქართველი ერია. სრული ჰარმონია და ფანტაზია აღვიჯაროთ, სულით წინ წარვიმძღვაროთ დავითის ტახტის მახარობელი, სპეტაკი სულის დედუფალი ანნა.

 

მტკიცედ ვდგევარ წინაშე უფლისა და ვიბრძოლებ თითოეული სულის გადასარჩენად, უფალ იესო ქრისტეს მადლითა და ვედრებით მის წინა.

 

სრულიად ქართველნო, ნათლის მიმღებო ერო, ლაზარეს ენით გაფურჩქნულიყავით ვარდით დიადითა და სურნელოვანით. გამარჯვებებით ავდიდგორდეთ და დავდიდგორიანდეთ. წინ, უკანმოუხედავად, ცოდვათა მიტოვებით, ეს ჩუენი ვალია საღმრთო - მისი საღმრთოდ სადიდებელის წინაშე.

 

მე ვიცი, და ვიცი ცით, მამითა და ძით,

და უსაყვარლესი სულიწმიდით.

ამინ! ამინთია!

 

ანნა დედუფლის გზა - სიმწარე განვძარცვოთ და სიყვარულით შევმოსოთ დედუფალი და სრულიად საქართველო.

 

ჭეშმარიტის წინაშე კი ერთი დიდი პირობა ვალად: არცერთი ქვრივი, და არცერთი ობოლი, და არცერთი გლახაკი მიტოვებულ არა იქმნეს.

 

მაშ, ერო გეტყვით - ჰეი! შევგონიანდეთ და გზა ჩვენი სიყვარულითა და აღორძინებით გავიაროთ. სიკუდილი დამარცხებულია! ჯოჯოხეთის კარიბჭე შელეწილი! თენდება, ჩემს ერს ცისკარი განეღო! ყველა სიყვარულის გეზიანი გემი უფალ იესო ქრისტეს ნავსაყუდელში შემობრძანდეს!

 

ჟამია თავი მიაბჯინოს არესის ჭალებში შვიდციერობითმა შუქურამ ანნა დედუფალისამ - ერის მოხმობის ჟამს.


ვეღირსოთ, გვეღირსოს და ღირსეული შვილები დაუბრუნდეთ მამა–ზეციერს. დავენთოთ ლოცვად და ლოცვათა ფრთებით ავაწევინოთ უმძიმესი ტვირთი ქართველთა და ებრაელთა, ჩვენს ზეციდან წარმოგზავნილ დედუფალს ანნას!

 

ღმერთო, სიცოცხლის სხივით შემოსე სული მისი და ყოველი რაინდი ვსწორდეთ გასხივოსნებულ იაფეტიდა ანნას - მართალთა დედუფალს.

 

ლოცვა ანნასი 

შჳდგზის მირონცხების 

დასრულებისათვის 

წარდგომად უფლის წინაშე. 

 

იყო კაცი ვინმე იუდეველი დაფარულში მსახური უფლისა, სიტყვა–მბადით ლოცულობდა დღე და ღამ, ნუგეშის გებად ანნასი, ხოლო იყო წარჩინებული წესსა მას (მელქიზედეკცა) მელქისედეკისასა, მაკურთხებელი მეფეთა, ცოცხალითა სიტყუსათითა, შემდგომ ბრძანებისა უზენაესისა უფლისა.

 

მელქიზედეკცა მსახურობდა ანნასათვის, რათა განემზადებინა გზა და განეწმიდა ანნა დღეთათვის სიხარულისა. ხოლო ანნა ილოცვიდა და ადიდებდა ღმერთსა დაფარულში გულითა და სიტყვათა მათ ლაზარესითა, რთავდა ლოცვასა ხარებით:


განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვრებითა შენითა! რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.

 

ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი. მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.


შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!

 

უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის! უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის!

 

აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას; მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ ყვნის მჴდომნი თჳსნი.

 

უფალი წმიდა არს!


(ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი–იგი იქადოდის უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).

 

უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!

 

დიდებულო მამავ!

დიდებულო ძევ!

დიდებულო სულო წმიდაო!

სამებაო ერთარსებაო!


თაყუანისცემით გევედრებით განმიმწყემსეთ გზანი წმიდა, რაჲცა ინებოთ დედუფლისათვის ქართველი ერისა, ჭეშმარიტებამან მამისამან ინებოს.

 

მომცეთ წყალობაჲ და მწყალობელ ვეყო ისრაჱლსა ყოველსა მისსა შეჭირვებაში, რათა გაიხაროს იაკობმა, მამამან მამაპაპათა ჩემთა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ამინ! მიდიდებია მამა, მესახელოს მამით!

ამინ! მიდიდებია ძე, განმანთავისუფლა ძემ! 

 ამინ!

მიდიდებია სული წმიდა, ნათელი სული, ფაქიზი სული სიყვარულისა.

 

ამინ – ამენით

მარადჟამს სამების მადიდებელი ანნა

 

მადლობა მოწყალების მონიჭებისათვის, უფალო.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE