კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 




   მოგესალმებით, ბატონო გიორგი.


 

გავეცანი თქვენს საიტს, დამაინტერესა თითოეულმა განხილულმა თემამ, თქვენის ნებართვით მსურს მოკლედ მოგიყვეთ ჩემი წარმოშობის შესახებ. ჩემი ოჯახი ეკუთვნის უძილეურთა თემს, წინაპრები მკაცრად იცავდნენ საღვთო კანონებს (ყოველწლიურად ოჯახი მივდიოდით სალოცავში, მიგვყავდა შესაწირი, ვესწრებოდით ხევისბერის მიერ წარმართულ ლოცვებს 6-7 დღე).

 

 
ჩემი სოფლის სახელია - წიფრანი, რომელიც მდებარეობს შავი არაგვის პირას, და არცთუისე მჭიდროდ არის დასახლებული, მისი თითოეული მკვიდრი მიეკუთვნება სხვადასხვა თემს. მოგეხსენებათ ფშავ-ხევსურეთი მდიდარია წარმართული სალოცავებით: გოგოლაურთა, უძილაურთა, ცაბაურთა, იახსარი, კოპალა, ლაშქარის წმინდა გიორგი და ა.შ. ფშავის ბუნება საკმაოდ მკაცრი და მისტიურია, მისი სილამაზე ყოველი სეზონის მიხედვით იცვლება და წარმოგვიჩენს თავის მრავალფეროვნებას. მოცემული ტერიოტორია მდიდარია წყაროებითა და ნაკადულებით, ხეობის მთავარი მდინარე არის შავი არაგვი რომელიც სათავეს იღებს ხევსურეთიდან და ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში, ჩვენთან ასევე განსაკუთრებულადაა დასახელებული მთები; თითოეული მთის სახელი შეიცავს გარკვეული დიადი ტაბუს გასაღებს.

 

 
ჩემს წინაპრებს ჰქონდათ კურთხევა ღვთისაგან, რომ ყოფილიყვნენ ხატის მსახურნი, უფროსი წინაპარი სვიმონ თინიბექის ძე მადურაშვილი გახლდათ უძილაურთას თემის ხევისბერი, ხევისბერული ცხოვრება, წესი და ადათი დამკვიდრებულია ჩვენს ოჯახში, და გადაეცემა ხელდასხმით. ამჟამად ამ გზის აღსასრულებლად ემზადება ბიძაჩემი, გურამი სვიმონის ძე მადურაშვილი. ხევისბერებს ხელნაწერებში შენახული აქვთ უძველესი, უდიადესი - საქართველოს წარმართობის დროინდელი საიდუმლოებანი. უმეტესი საიდუმლოება ჩაწერილი და შემონახული არის ლოცვებში, მათგან ერთ-ერთ ლოცვას გიგზავნით თქვენ, რათა ნათელი მოჰფინოთ მის საიდუმლოებებს, ჩვენი ოჯახი გაძლევთ ნებართვას გამოქვეყნდეს და გაიშიფროს მოცემული საიდუმლოებანი.


 

თქვენის ნებართვით, დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშროლობის. ჩემს მხრივ შეძლებისდაგვარად მოგაწოდებთ სხვადასხვა წერილობით ინფორმაციებს და ასევე ფოტომასალას. შეგიძლიათ ჩემი წერილიც გამოაქეყნოთ, რათა სხვებისთვის იყოს მაგალითი თქვენთან ნაყოფიერი თანამშროლობისა.


 

პატივისცემით თამარ მადურაშვილი

 

 
"მოგზაური ანგელოზის სახელით დაგლოცავთ გიორგი, შავი კლდის მადლიანმა ანგელოზმა, რომელიც დაფარულთა მეუფეა გაგიხსნათ გზა, ბედნიერი ყოფილიყოს ყოველი ქართველისათვის თქვენი ღვაწლი და შრომა."

 


ირემთკალო, ხევისბერი სვიმონ თინიბექის ძე მადურაშვილი,

1981 წელი, ჩაიწერა ტრისტან მახაურმა


 
”გაქებთ,გადიდებთ, ღვთისშვილნო. იდიდოს თქვენმა სახელმა, დიდად სახსენებელო წმინდა გიორგიო, რჯულის გულსთვინა ალმასის თვლებზე დაკრულო, დაკუწულო, ხაშმურაში გადაყრილო, ლეკის მთაში აღმოჩენილო, სამას სამოცდასამ ადგილზედა კოჭმოკიდებულო, რჯულიან-ურჯულოთა სალოცავო.

 
გაქებთ, გადიდებთ ღელეს თამარ დედოფალო, ჩიქილა-ზინზილიანო, წამალ-საწამლევთად მკურნალთად გამამწერელო, წმინა გიორგისთანა ფიცვერცხლნაჭამო.
დედაო წმინდა მარიამო, ხთისა და ანგელოზთა მშობელო, რომენიცა შენ შეჰქმენ, წმინდაო ანგელოზო, იუდა ჯოჯოხეთი შენ დაანგრიე, იხსენ ხორციელნი იუდათაგან დატანჯულნი, შენ გაგემარჯოს ძალო ხთისაო, დაე მადლო კვირეისაო.
გწყალობდეთ დიდს თუ პატარას, ქუდოსანს თუ მადილოსანს”

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE