კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მეტად საპასუხისმგებლოა საუბარი ადამიანზე, რომელიც მოძღვარიცაა და ამავე დროს მრავალი წლის მეგობარიც. წერილის ფორმა წინასწარ განსაზღვრული არ მაქვს, უბრალოდ მინდა ის ობიექტური რეალობა გადმოგცეთ რაც საკუთარი თვალით მინახავს და რისი შემსწრეც წლების განმავლობაში გახლდით. მომიტევეთ თუ ჩემდა უნებურად მეოცე საუკუნის, ლიბანელი ქრისტეანების ოჯახში დაბადებული მწერლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის თხრობის სტილს მივმართავ, მაგრამ პიროვნება, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ იმდენად მრავალფეროვანია, რომ მის შესახებ მხოლოდ ჩემს მიერ აღქმული შემიძლია გადმოგცეთ და არა მისი საქმიანობის შეფასება. თხრობის ეს ფორმა კი მრავლის მიმანიშნებელია და მავანთა მიერ ხშირად მოხერხებულად გამოყენებული.


უკიდეგანო კოსმოსში არსებობს ულამაზესი პლანეტა დედამიწა, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, რომელზეც ხვთის ხატად შექმნილი ადამიანები ვცხოვრობთ. ვინ იცის რამდენ ათობით ათას წელს ითვლის კაცობრიობა, რამდენი ქარტეხილისა თუ ევოლუციური გზაჯვარედინის გადავლა მოუწია მას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

 

ეპოქებს პიროვნებები ქმნიან, ისტორიას ხშირ შემთხვევაში მათი ნამოღვაწარი განსაზღვრავს. მრავალთათვის ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მხოლოდ თავშესაფარია, ხოლო რჩეულთათვის კი ცხოვრებისეული კრედო და სულიერი გარდაუვალობა!

 

ძალაუფლების უდიდესი გამოვლინება მსახურებაა, გიორგი იონთა ჰიპერიონს ღმერთისაგან სწორედ ეს ძალაუფლება აქვს მინიჭებული. მისი თავდაუზოგავი შრომა ენათმეცნიერებაში, თეოლოგიაში, რელიგიაში, ფილოსოფიაში, მედიცინაში და ა.შ. შეფასების ყველანაირ ზღვარს სცილდება. ამასთან ერთად იგი იმდენად სათნო, თბილი, და თავმდაბალი ადამიანია, რომ მისი ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანისთვის, დღევანდელი საზოგადოებრივი ურთიერთობის ფონზე, შეუსაბამოდაც კი გამოიყურება. რაოდენ დაკავებული და დაღლილიც არ უნდა იყოს, მოყვასის მოსავლელად, დასაკვალიანებლად, დასამშვიდებლად, დასალოცად ყოველთვის გამონახავს დროსა და ენერგიას.

 

მის მიერ დამზადებულ მალამოებს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. თქვენი მონამორჩილი ხშირად ყოფილა მათი მეშვეობით უსწრაფესი განკურნების მოწმე. 

 

მალამოებისა და მცენარეული ნაყენების მეშვეობით გიორგის ხშირად ისეთი სნეულებაც კი დაუმარცხებია, რომლის წინაშეც ტრადიციული მედიცინა უძლური აღმოჩენილა. საკმარისია გაეცნოთ საიტზე დადებულ სტატიებს და იოლად მიხვდებით რამდენად უნიკალური და ყოვლისმომცველია მისი განსწავლულობა.

 

ძვირფასო მკითხველო, მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც ხვდათ წილად ბედნიერება გაეცნოთ ეს ბუმბერაზი ადამიანი, ესაუბრათ მასთან, რჩევა-დარიგება მიეღოთ და ესწავლათ მისგან ცოდნათაგან უმნიშვნელოვანესი - ის, რასაც უფლის სიყვარული ჰქვია!


 

გილოცავთ მარიამობას!

 

გფარავდეთ ღმერთი!


 

გიორგი პეტრიაშვილი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE