კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

კავკა-სიონის შვილნო, მცხოვრებნო ქართა აკვანისანო, იქ, სადაც ყოველი სიოს შემობრძანება აღძრავს იდეას ძუელიდან ახალადმდე და ახალ-უხებით სავალისაკენ.


ერო ჩემო, შენ ქრისტემ ჩაგიბარა და ჩაგიკრა გულში, იუდეველთა მეფემ იუდეიად აქცია საქართველო და მოახლოვდა ჟამი აღდგეს ყოველი წინასწარმეტყუელებული სიტყუა და ღმერთი - რომელი იყო სიტყუა.


დაფარული ქალაქი იერუსალმი და მთა სიონი, რომელიც საცხოვრის საწილეა ქართველთა, ბოლო ჟამს განიცდის ცხოვრებით საღმრთო წინასწარმეტყუელებას, თქმულს ესაიას მიერ.


“აჰა, მეუფ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა, გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა და ერგასისთავსა და საკრველსა თანამზრახვრალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა’’. /ესაია 3/


დაეცა წითელი ბაბილონი, კეცისა და რკინის ნამსხვრევებად, საბჭოთა კავშირის სახელობით ქმნილი ბაბილონი, შერყვნა ერების, ენების და ტომებისა.


ზოგი ქართველი ციმბირს გადაასახლეს და იქ გაუსწორდნენ, ზოგიც შორაპანში დახვრიტეს პირდაპირ ვაგონებში დატყვევებულნი.


უმეტესნი ხევებსა და ნაპრალებში დახოცეს. საქართველოდან მხოლოდ მცირედნი დარჩნენ, ზოგი სად და ზოგი სად. ისინი, ვინც ღმერთს გულით ატარებდა დიდმა შიშმა მოიცვა, - ამას წინასწარმეტყუელებს ესაია.


მრავალი განათლებული ადამიანი, დედამიწაზე მცხოვრები, გამოთქვამს აზრს - თითქოსდა წინასწარმეტყველი თავისი ნიჭიერების ნიადაგზე ქმნის წინასწარმეტყუელებას, ამით თავად შესული უმისამართობაში სამყაროს მიმართ, სხვასაც აბრკოლებს ეზიაროს ჭეშმარიტებას. უბადლო მაგალითად აღმდგარია დანიელის წინასწარმეტყუელება ამ თემის შესახებ.


მოგმართავთ უპირველესად ქართველებს, რადგანაც მთავარი საიდუმლო წინასწარმეტყველებაში მოქცეული გეხებათ თქვენ და რა თქმა უნდა მეც, თქვენთან ერთად.


დავიწყოთ! ყველასათვის ცნობილი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ხედავს სიზმარს, რომელსაც ძუელას ძილისშორისი ერქვა. ამ სიზმარმა ისე აღაშფოთა და შეაწუხა ნაბუქოდონოსორის გონება და გული, რომ ძილი დაეკარგა. მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ნახა სიზმარში.


“1. წელსა შინა მეორესა, მეფობისა ნაბუქოდონოსორისსა, იძილისშორისა ნაბუქოდონოსორმან ძილისშორისი და განჰკრთა სული მისი და ძილი მისი განიქმნა მისგან’’. / დანიელი; თავი 2/


უძილობაში შევარდნილი მეფე ცდილობს ახსნა უპოვოს ხილვას, რომელიც მან ძილისშორისში იხილა და მოუწოდებს ყველას, ვისაც კი ამის უნარი გააჩნია ბაბილონში, ანუ მის სამეფოში.


“2. და თქუა მეფემან მოწოდება მსახრვალთა და მოგუთა და მეწამლეთა და ქალდეველთა მითხრობად მეფისა ძილისშორისი მისი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე მეფისა’’. / დანიელი; თავი 2/


მეფე ნაბუქოდონოსორი ბევრი რამით იყო განთქმული, ერთ-ერთი მისი “ჰობი’’ - განათლებული პირების შეგროვება იყო მთელ ბაბილონსა და მის შემოგარენში. ეს ძალიან დიდი შეკრება იყო, რაც მეფემ მოითხოვა და დაახლოებით იმდენი ქალი და კაცი შეიკრიბა, რამდენი “ბრძენიც’’ მუშაობს დღევანდელ დღემდე ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტებში და ყველა ისინი იგივე დღეში არიან, როგორც მაშინ - ნაბუქოდონოსორის წინ შეკრებილნი და არას-უწყიან.


ვინ არიან ესენი პირველნი: მსახრვალნი - თოიჩი და მსახრვალი იგი არს, რომელი მოგობითა და გრძნებითა მძვინვარებანი 

ეცთანი მოამშვიდიან, სიზმართამხსნელსაც მსახრვალად უწოდენ, გვამცნობს სულხან-საბას ლექსიკონი.


თოიჩი - სომხურია, ქართულად მსახრვალი ჰქვია.


ქალდეველი - ქალდეველნი შუამდინარელნი, ბაბილონის თემი.


თემი - ქვეყანის ერთი ნაწილია, თემანი კი - სამხრეთი.


მოკლედ: მიპატიჟებულნი სამხრეთის მოგვები, სიზმრის ამხსნელები და მისტიკოსები. ესენი დგანან მეფე ნაბუქოდონოსორის წინაშე:


“3. და ჰრქუა მათ მეფემან: ძილისშორისი ვიძილისშორისე და განჰრკთა სული ჩემი ცნობად ძილისშორისსა’’. /დანიელი; თავი 2/


მეფე ზის დარბაზში ბაბილონის სამეფო ტახტზე, დარბაზში შეკრებილნი არიან მოგვები და მსახრვალნი, მოკლედ, ვისაც შეუძლია ჩაწვდეს სიზმრისეულ მისტიკას.


“4. და ჰრქვეს ქალდეველთა მეფესა ასურებრ: მეფე, საუკუნეთადმი ცოცხლებდ. შენ უთხარ ძილისშორისი ყრმათა შენთა და თანაშეტყუება მისი მიგითხრათ’’. /დანიელი/


ამ დიალოგიდან გავარკვევთ, რამხელა დონეზეა საღმრთო საიდუმლოება განდობილთათვის. ერთ მხარეს ნაბუქოდონოსორი, სრულიად ბაბილონის მბრძანებელი და მეორე მხარეს კაცებრივი სიბრძნის მატარებელი მოგვნი, რომლებიც ითხოვენ მეფესაგან ნანახის გადმოცემას; მაგრამ მეფე მათგან ითხოვს, რომ ჯერ მათ ამოიცნონ, თუ რა ნახა მეფემ სიზმარში და მერე ახსნან.


“5. მიუგო მეფემან და ჰრქუა ქალდეველთა: სიტყუა განმეყენა ჩემგან. უკუეთუ უკუე არა მაუწყოთ მე ძილისშორისი და თანშეტყუება მისი, წარსაწყმედელად იყუნეთ და სახლი თქუენნი იავარ-იქნენ.


“6. ხოლო უკუეთუ ძილისშორისი და შეტყუება მისი მაუწყოთ მე, საცემელნი და ნიჭნი და მრავალი პატივი მიიღოთ ჩემგან გარნა ძილისშორისი და თანაშეტყუება მისი მომითხართ-მე.


“7. მიუგეს მეორედ და თქუეს: მეფემან უთხარნ ძილისშორისი ყრმათა მისთა და თანაშეტყუება მისი მიუთრათ’’. / დანიელი; თავი 2/


ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მოთხოვნა სიზმართა ამხსნელთა მიმართ ასეთია: თქვენ თვითონ მითხარით, რა ვნახე სიზმარში და მერე მომახსენეთ - რას ნიშნავსო. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ სიზმართ-ამხსნელთა ადგილას.


თქვენი ვალია, ჯერ მიიღოთ ნაბუქოდონოსორის სიზმარი, ანუ თქვენც ზუსტად იგივე უნდა გასიზმროთ ღმერთმა, მერე უნდა შეძლოთ ახსნათ ეს სიზმარი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი უბრალო მეფე არ არის, მას ღმერთმა უფლება მისცა ჩარეულიყო იუდეველების, ქალდეველებისა და ისრაელის ბედისწერაში. მას არანაკლები ზეგავლენა ჰქონდა კავკასიაზე. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მას ერთერთი ყველაზე ძველი ბიბლიოთეკა ებარა და მწიგნობარი მეფე ნაბუქოდონოსორი უაღრესად განათლებული ბრძანდებოდა.


“8. და მიუგო მეფემან და ჰრქუა: ჭეშმარიტებისა თანა უწყი მე, ვითარმედ ჟამი თქვენი მოწევნულ არს, ვითარცა უწყით, რამეთუ განმეყენა ჩემგან სიტყუა’’.


დღევანდელ დღეს ეს ტექსტი ხელმეორედ გამოსაყენებელია თვითმარქვია მოგვების წინააღმდეგ, უფრო ზუსტად მათი უძლურების გამოსამჟღავნებლად მთელ მსოფლიოში, რათა იდიდოს ძემ მამით და მამამ იხაროს ძით, ვინაიდან რომელმაც განადიდა სახელი მამის, მან მიიღო დიდება მამით და არა კაცობრივით.


ამიტომაც, ვითარცა ფუტკარნი ყვავილთაგან დაიკრიფავენ სიტკბოებას, ჩვენც წმინდა წერილებიდან ტაატით ამოვიტკბობთ საღმრთო სიბრძნესა.


 

გაგრძელება იქმნება...

 

 

 

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE