კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ელია თეზბიტელის სახელობის მონასტერში მზადდება ძველი კოლხური მედიცინის ცოდნის საფუძველზე შექმნილი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც უკვე არაერთხელ იქნა წარმატებით აპრობირებული (პეტერბურგის, მოსკოვის და თბილისის ლაბორატორიებში) მრავალი დაავადებების განსაკურნავად. 

 

პრეპარატები შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული მცენარეებით და მინერალებით და არ გააჩნიათ არანაირი უკუჩვენება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ პირობებში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქიმიური სამკურნალო პრეპარატები, საკვები პროდუქტები თუ კოსმეტიკა - გაჯერებულია ტოქსიკური ნივთიერებებით და კარცეროგენებით, რაც სავალალო შედეგებს იწვევს.


პრეპარატები შედგება სამკურნალო მალამოებისგან, ელექსირებისგან და ბალახეული ნაკრების ჩაისაგან, რომელთაც არა მხოლოდ სამკურნალო თვისებები გააჩნია, არამედ დადებითად მოქმედებენ მენტალურ და ემოციურ დონეზე.


ექიმმა-ბერმა, გიორგი იონთა ჰიპერიონმა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად დაამზადა უნიკალური სახის მალამოები და ნიღბები, რომლებიც არა მარტო მკვეთრად აუმჯობესებენ და აახალგაზრდავებენ კანს, არამედ მასში შემავალი წითელი თიხის მეშვეობით ხდება ჩირქოვანი გამონაყარის ამოქაჩვა და ჩაქრობა, ალერგიული გამონაყარის გაქრობა, კრავს გაფართოვებულ ფორებს, ატენიანებს კანს და აჯერებს ჟანგბადით.


მთელი მსოფლიოს დიდი აქიმები და ალქიმიკოსები ეძებდნენ კოლხურ მისტიურ მალამოს  - ცირცეას (კირკეია) მიერ დამზადებულ მისტიურ კოლხურ მალამოს. დოკუმენტური მასალა ამის შესახებ ინახება ტიბეტში, დაშიფრული ტექსტებით ეგვიპტეში და ძველ შუმერებთან.

 

კოლხეთში ცნობილი იყო სახეზე ზემომქმედი სხვადასხვა ფაქტორი, ითვალისწინებოდა პირველ რიგში ადგილის დედა, ბუნებრივი გარემო და ზენიტში მყოფი ვარსკვლავი, ქარების მიმართულება, მისგან გამოწვეული ქარების ბუნება და ზემოქმედებითი ბუნება, რომელიც იწვევს სიმშრალეს, სიხმელეს ან ტენიანობას. მიწისქვეშა გრუნტის წყლები და მათი ზემოქმედება - მათი დალევის დროს ადამიანის ორგანიზმზე;  რაციონი საკვების მიღებისას, ამასთან ერთად ტემპერამენტი, ემოციები და აბორიგენული, უნიკალური მოხმარების წესები. თუ მალამოს ბუნებაში რომელიმე მიმართულებით აკლდა ძალა გამოვლინებისა, მაშინ ხდებოდა მისი დამუხტვა კრისტალებით, მინერალებით, ტანტრებთან (რიტმული შეძახილი)  და ლოცვებთან ერთად მეტალებით: ხშირად იხმარებოდა სპილენძის ზარები, გონგები და კამერტონები. მეტალური სამყარო ბოლომდე ჰქონდათ ათვისებული ქართველ მოგვებს. მეშვიდე ცის მეტალი - ილეკრო სხეულის ვიბრაციებს მიახლოებული ჟღერადობის გამომცემი იყო. ბროლის თასს შემოკრავდნენ მსუბუქად კამერტონს და შემოატარებდნენ თავზე ადამიანს და ყველა ზომბირებული ენერგია დაიფერთხებოდა.


საქართველოში ჯერ კიდევ უძველეს დროში, ეგრეთწოდებული თხევადი მინერალები - კრისტალები გამოჰყავდათ დაძმარვის მეთოდით. ასეთი დღევანდელობაში ცნობილია- ვაშლის ძმარი, ყურძნის ძმარი. ძველი ტექსტებიდან ჩვენმა  მოძღვარმა ამოიღო ფორმულა, რომელსაც განკურკების ძმარი ჰქვია, ეს არის ეთერული ძმარი. მაგ.: ტელეეკრანებიდან შემოსული უარყოფითი ინფორმაციული ენერგია ხერხემალში მარილებად ილექება და აგროვებს ორგანიზმში მძიმე მეტალებს. განკურკების ეთერულ ძმარს შეუძლია გამოზიდოს და გამოიტანოს ხერხემლიდან მძიმე მეტალები, ნაგავი (შლაკები, ნარჩენები), არეგულირებს წნევას და გზას აძლევს კუნდალინის ენერგიას. მოკლედ, შეგნებულთა მედიცინის აღზევების დროა საქართველოში.


როგორც ბრძანა მოძღვარმა, დაუბრუნოთ წარსულის ეშხი

და სილამაზე კავკასიელ ქალებს!


ცხოველური ენერგიის მიმართულება გადმოიცემოდა დაირებით, დოლებით და დაფდაფებით. სამება მაშინაც განსაკუთრებულ რიცხობრივ მნიშვნელობას იძენდა კოლხურ მისტერიებში. მაგ.: სპილენძის ქვაბში შენამზად მალამოს რომ დაასრულებდა  მოგვი, დედა ბუნების ძალას გადასცემდა სამი ქურუმი ქალი. ატრიბუტიკა იყო ასეთი - დაირები ზანზალაკებით, მაგრამ მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ დაირაზე რომელი ცხოველის ტყავი იყო გადაჭიმული, რადგან განსხვავებულ ვიბრაციას გამოსცემდა. პარადოქსალურია ის, რომ საქართველოში კეთდებოდა გედის ფეხის ძვლის სალამური და გედის ტყავის თრიმლში დამუშავებული დაირა. არ გეცნობათ გედის თანავარსკვლევდთან კავშირი, ჩემო ლამაზებო?! თუ შეატყობდნენ მოგვები, რომ მამრული ენერგია წახდომისაკენ წარიზიდა - თახვის ტყავის დიპლიპიტო შემოდიოდა მისტერიაში. გაიხსენეთ, სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში, იხმარებოდა პრეპარატი, რომელსაც „ბაბროვკა“ ერქვა - თახვის მამრი ჰორმონი. თახვი სექსუალურ ორგანოს მხოლოდ განაყოფიერებისთვის ხმარობს, ამიტომ მასში მამრული ენერგია მაქსიმალურია და მისი ტყავის დიპლიპიტოები მაქსიმალურად მუხტავენ მალამოს მამრული ენერგიით. თუ მანდილოსნებს უნდოდათ, რომ დამყაყებული ენერგია გაეცილებინათ არასრულფასოვანი დედათა წესის გამო, მაშინ ჭურის ფორმის პატარა დოლუკებზე ეკვრებოდა გამოყვანილი ბაყაყის ტყავი და ვერცხლის მრგვალთავიანი ჩაქუჩებით იკვრებოდა; გამოეცემოდა ხმა, რომელიც მალამოს დამუხტავდა განწმენდის ენერგიით.


მეცხრე ცის მომსახურე ქურუმი ქალებისათვის მზადდებოდა სრული ტანის სურნელოვანი მალამო , რომელსაც ექსტაზში შეყავდა ისინი და ისეთ ენერგიას ასხივებდნენ, რომ სპილენძისფერი (ალისფერი) ხდებოდნენ. მალამოს ამზადებდა პირადად მოგვთა მეფე აიეტი. ცნობილია, რომ აიეტი ტიტანთა მოდგმის შთამომავალია და შემთხვევით არ არის ეს სახელი მოხსენიებული მოძღვრის მიერ: მთის ტიტა და მისი“ხახვი“ ერთერთი კომპონენტია ამ უნიკალური პლაზმოიდური მალამოსი. იგი მზადდებოდა კოსმიური საათის ვარსკვლავთა განსაკუთრებული დგომის დროს და იხარშებოდა წინასწარ მოგროვილი „ვაზის ცრემლებით“, იის ეთერზეთით და მხოლოდ ოქროს ჭურჭელში.


მეფე აიაეტმა, როგორც ოსტატმა, თავისი ცოდნა შეგირდს - თავის დას, ცირცეას გადასცა, მან კი მსოფლიოსათვის აღზარდა მედეა - მედიცინის პირველი პრინცესა, აიეტის ქალიშვილი. დღესაც ეს მისტერიალური და ქურუმული გააზრება, შემოქმედება და შესაქმე მედიცინაში - ანნა დედოფლის სახელს ატარებს მოძღვრის კურთხევით და ხელდასხმით.


უნიკალურია კოლხური მალამოს გასაწმენდი ფილტრები, რომელთაც მოკრეფილი ხორბლის ბზისაგან ამზადებდნენ 37-კვანძიან ბადეებს და მდუღარე მალამოს მასში ატარებდნენ. გარდა გაფილტვრისა, ფიზიკურ პლანში ის მალამოს მიწის სუნთქვას აძლევდა ანუ ცოცხალ მალამოს ქმნიდნენ. მიწის ერთერთი სახელია ქვეყანა, ყანა კიდევ ხორბლის ზვარაკს ჰქვია, დანარჩენი კი თავად იფიქრეთ, ჩემო ტკბილებო!


ცირცეა ამზადებდა ეშმაკთა კვალის დაკარგვის მალამოს, რომელიც მზადდებოდა ბზის თესლისაგან, ეს  იყო მისი უპირველესი მალამოს კომპონენტი. მეორე მალამოს კომპონენტი იყო კომშის კურკის ზეთი, რომელიც გამოიხდებოდა ცისკრის ცვარნამის წყალში და სიმტკიცეს იძენდა ზღმარტლის კურკის ზეთით. მეოთხე და მეხუთე კომპონენტი გასაიდუმლოებულია. მალამო არ ეკარებოდა ცეცხლს, მხოლოდ გეიზერული მდუღარე წყლები იყო მათი წამომადუღებელი.


ამ ზეთით გაპოხილი ფეხსაცმელი ეცვათ „დრუიდებს“, ვერავითარი უჟმური, ავი სული, ბოროტ-მოგვი ვერ პოულობდნენ, ვერ აცდუნებდნენ ტყეში ბალახების მომგროვებელ ქურუმ ქალებს. უნიკალური კანის სამკურნალო საშუალებებით არის ცნობილი ქართული მედიცინა. აქ დღეს მოგიყვებით უნიკალურ კანის გამწმენდ მალამოზე, რომელიც სოკოსაგან მზადდებოდა - ზეთოვანა (მასლიატა). მეორე უნიკალური გამწმენდი მალამო, ისიც სოკოს პროდუქტი, მზადდებოდა მანჭკვალასაგან. სოკოს ახმობდნენ, მერე წმინდა ცეცხლით წვავდნენ, ფერფლად აქცევდნენ, შეშა - მუხა, წიფელი. გამხმარი სოკო ჩაიყრებოდა ერთი წყრთის დიამეტრის სპილენძის თასში, დაეფარებოდა თიხის თავსახური, დგავდნენ მუხის ან წიფლის ნაკვერჩხალზე დანაცრებამდე და გაურევდნენ ნუშისა და ალუბლის კურკის ზეთის მალამოში. ერთი ხმარებაც კი საკმარისი იყო, რომ ორგანიზმიდან ფსორიაზმული სოკოც კი გამოიდევნებოდა.


განცვიფრებული იყო მთელი საბერძნეთი მედეას თმებით, უნიკალური თმის შესაპოხი მკვებავი მალამო მზადდებოდა კოლხეთში. გადარჩენილია ეს ცოდნა ინდოეთში. როგორც ისტორიული მითები და ზღაპრები გვიყვებიან, იმ დროინდელ რაჯას 9 ბატის კვერცხისხელა ამეთვისტოს ქვა უჩუქებია მედეასთვის.


მედეა თავიდან არ ატანდა რეცეპტს, მაგრამ რაჯამ წვეულებაზე ასეთი რამ უთხრა: ჩემი საფასური უბრალო არ გეგონოს, შვიდმა ინდოელმა ბრძენმა გამოთალა ამეთვისტოსაგან ეს ქვები, პლეადების თანავარსკვლავედის ზენიტის დროს და გაბზინვარება მისი შექმნილია მბრუნავი მორევის დაზგაზე. წარმოიდგინეთ ქვიშის საათი რომელშიც ჩაყრილია ალმასის ქვიშა; ეს ქვიშის საათი ტევადობით 1 კუბია, ერთი სათავსოდან მეორეში ქვიშა რომ იყრება - გასვლის ადგილას კვერცხისოდენა მუცელი აქვს გაკეთებული, დიდ ღერძებზეა დამაგრებული; კუბის ტევადობის ეს ორი სათავსო, ძირი და თავი, გაცლის დრო -  დროის სექტორში 1 გრადუსი. ეს ნიშნავს 360 : 24 სთ-ზე, მივიღებთ გრადუსის წუთურ დატვირთვას. ამ დაზგაზე უნიკალური პროცესი მოქმედებს. ალმასის ქვიშის და წყლის ნაზავი, ერთი კუბის მოცულობით, მოთავსებულია დაზგის ზედა სათავსოში. მას მიანიჭებდნენ ბრუნს სპეციალური ქარის ბორბალის მეშვეობით, გახსნიდნენ ჩასავალ კარიბჭეს, სადაც ყელის ბუდეში ჩადებული იყო ამეთვისტოს კვერცხის ხელით დამუშავებული მასალა. მბრუნავი ალმასიანი წყალი იწყებდა კვერცხის დამუშავებას. 144 ბრუნის შემდეგ ანუ 144-ჯერ ამ პროცესის შესრულებისას პროცესი სრულდებოდა, მიიღებოდა სარკისებური ზედაპირი - ნულს მიახლოებული სიხენეშე. ამ ტექნოლოგიით იყო დამზადებული ის 9 კვერცხი, რომელიც რაჯამ მედეას გადასცა. მედეას გაუცინია და ასე უპასუხია: ღისრსეული სასყიდელია, ოღონდ მარილი აკლიაო. რაჯა დაფიქრებულა და ასე უპასუხა: ჩემი ქვეყნის ღირსეული სტუმარი ბრძანდებით, დედოფალო. მე მგონი თქვენთვის სასურველი იქნება, დამშვენებული ინდოელი ქალები იხილოთ, როდესაც ჩვენთან ინებებთ მოსვლას. მედეამ უთხრა: ჭეშმარიტად მარილიანი კაცი ყოფილხარ, ღმერთმა დაგლოცოს, რეცეპტი შენია. მას შემდეგ, თმის გასალამაზებელ მალამოს სიტყვით გამოსყიდულ მალამოს ეძახიან. ნუ ნერვიულობთ, ნუ იძაბებით, ბატის კვერცხების ხელა ამეთვისტოები აიეტის მიწისქვეშა საკულტო ტაძარში ინახება. ისინი იდუმლად ასხივებენ მედეასა და რაჯას გარიგების ბრწყინვალე საიდუმლოს.


ძველ კოლხეთში, ნამეტანი მორცხვებისათვის ამზადებდნენ სიყვარულის ჟინის, დღევანდელობაში პომადას ანუ ტუჩების საცხსს. წარმართ ნათლიასთან ადიოდა შეყვარებული ლამაზმანი: მიშველე რამე ნათლიმამა, რა არ ვიღონე ჩემს შეყვარებულთან, გავეპრანჭე, გავეპუწკე, ვნებიანად თვალები აუხამხამე, კაბა შეუფრიალე, სიმღერით დავბანე, აფროდიტას სუნთქვა ჩავასმენინე, მაგარამ არაფერმა არ გაჭრა. ჟირაფივით მორცხვია ჩემი შეყვარებული, ადგილიდან ვერ დავძარი, გულში ვერ შემოვიფრინე, მიშველე, გადამარჩინე.


ჩაფიქრებულ მოგვს გაეღიმა, იქვე კელიაში კლდის ხაროდან ქოთანი გამოიღო, პრუწა ჭინჭილაში გადაუღო. ტუჩებზე იცხე, ერთხელ აკოცნინე და მერე... გაეცინა მოგვს:  დაიწყება ის პროცესი, რომელსაც დაიღუპა ვაჟი ჰქვია. კუდივით გამოგებმება, ოღონდ არასოდეს არა თქვა - კუდი  მომაჭერითო. ბალახების და ყვავილების ჩასუნთქულმა მზის სხივმა დაგლოცოთ, ბაჯ-ბაჯი არ მოგისპოთ ღმერთმა. გულის გასაგრილებლად კი - წითელი ღვინო წყაროს წყალში განზავებული ერთი სურა გაატანა. ფიქრი არსად გაგეპაროთ, ლამაზებო და მორცხვებო, ეს მაგია არ არის, ეს პირველი მერცხალია პირველი ნაბიჯის გადასადგმელად, უმანკოებისა და სიწმინდის შესათრთოლებლად, რათა ბუნების ძალამ გზა გაიკვლიოს. ტკბილად მომღერალი შთამომავლობა წინაპართა ზარებს რეკდნენ!


ბოლოს ჩემმა მოძღვარმა ჩაიცინა და ეს საქმე ასე დალოცა:

 

ჰაუ-რა, ჰიაო-ნანა. დილაო ოდელაში მზე,

მამათა ქამარზე შვილთა სახელი,

დედის კალთაში - ბა.



ორიგი-ნალუს

 

 

 


 

გთავაზობთ უნიკალურ მალამოებს:


მალამო „დიფ-და“


ასტრალური ქმნილების მალამო აახალგაზრდავებს სახის უჯრედებს. მომხმარებლის სოციუმში მოხვედრისას - ხსნის პრობლემებს კომუნიკაციის დროს და გამორჩეულად ყოფს მომხმარებელს თანამოაზრეთაგან. იხმარება 24 საათის განმავლობაში. იგი ერთგვარი პრესტიჟის  წინამორბედია და ფორტუნის მიმზიდველი. დევნის კაპილარულ შლაკებს სახიდან 4 საათის განმავლობაში. ხმარების წესს მიიღებთ გადმომცემისგან. ფასი - 10 ლ.


 

მალამო „ბადება“


დილის მალამო გახლავთ სახის აღმადგინებელ უჯრედთა სასიცოცხლო ძალისა, ეკრანული თვისებების მქონე, რომელიც იცავს კომპიუტერული გამოსხივებისგან. ასევე იხმარება ტელევიზორის ეკრანის გამოსხივების დროს. კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის დაწყების წინ, შეიზილება სახეზე დანამული ხელებით მცირე რაოდენობით. მუშაობის პერიოდში შეინარჩუნეთ მალამო სახეზე, შემდგომ კი ჩამოიბანეთ.


მალამოს აქვს მაქსიმალური რეგენერაციის უნარი, შეუძლია აღადგინოს სახის ნორმალური ნიღბური ემოცია ანუ აღარ გექნებათ ჩამობერებული სახე. იხმარება ორივე სქესის წარმომადგენელთათვის. დამზადებულია ოთხთა კავშირის წონასწორობის ენერგიაზე, ქართულად მას - ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის წესი ჰქვია, ხოლო მსოფლიო ენაზე ოთხი სტიქია. მცენარეები მოგროვილია სოფელ  წესის ქედებზე, რაჭაში. მალამო არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, იგი ნადუღია უმაღლესი პროცესით ტყის შეშაზე და შოვის წყაროს წყალზე. ფასი - 10 ლ.


 

მალამო „ანტიბაქტერიული“


იხმარება მცირე მუწუკების, დასიცხული სახის კანისთვის. ასევე იხმარება ტამპონებით საშოსთვის - მიკრო ბზარებისთვის და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. ვხმარობთ მცირე რაოდენობით სახეზეც და ტამპონზეც ანუ 1 ფლაკონი ყოფნის 10 – 15 პროცედურას. ფასი - 10 ლ.

 

 

მალამო "ედემის-სიო"



ეპოქათა გზაჯვარედინზე ვიმყოფებით მთელი მსოფლიო, განსაკუთრებული ინფორმაციის ნაკადში იმყოფება სრულიად კავკასიონი, ადგილი სადაც ახალი დასაბამი იძერწება, მშვიდობით მსოფლიო "წყლებში" სამოგზაუროდ.



მალამო შექმნილია ბუნებრივ ნედლეულზე, ეკოლოგიურად წკრიალა გარემოში, არავითარი ქიმიური დანამატები არ გააჩნია, სახიდან ხსნის ტვირთმძიმე ინფორმაციებს, მაქსიმალურად ამშვიდებს კანის თვითეულ უჯრედს. იხმარება ძილის წინ, ძალიან მცირე რაოდენებით, ტენიანი ხელებით წავისვავთ მთელ სახეზე, წასმა მსუბუქი მასაჟით, განშლითი მოძრაობით, რათა მოხდეს სახის კანის ძალიან ცოტა ფენით გადაფარვა.



ძილის დროს სახის კანის ყველა უჯრედი ისვენებს და აღინთება მალამოსაგან სასიცოცხლო ენერგიით. დილით, შედეგის დაუყოვნებლად - იგრძნობთ ცვალებადობას უკეთესობისკენ.



თუ ჩამობანვისას იგრძნობთ კანის სიმშრალეს, შეგიძლიათ ისევ შეიცხოთ სახეზე და კისრის ნაოჭებზე, იგივე დაგრილებული ტენიანი ხელებით, თხლად, ძალიან მცირე დოზებით. იქნებით მომხიბვლელები მშვენიერნი და სიცოცხლით სავსე მზერიანი.



მე კი, დიდის გრძნობით გაკურთხებთ და გლოცავთ, უფალი იესო ქრისტეს სახელით და ვიტყვი სადიდებელს: სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ.



მალამოებს ქმნის და უძღვნის - გ ი ო რ გ ი იოანთა ჰიპერიონი:



ბაგრატოვანთა დინასტიის გვირგვინს - ანნა დედუფალს, მშვენიერ პატრონს საქართველოსი. მისი უმაღლესობა, დედუფალი ანნა მოიხსენიოს ერმა, ერში კეთილ საქმეთა დამწყებად, ამინ!




დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: ტელ. 599348986; 579270066

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE