კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი I


 

ვჰსძლე და ვიმარხე აღსასრულამდე საქმენი უფლისანი, სამცხრეული წლიდამ დღეინდელად - მათენებელ-დღედმდე, ახალი დაბადებებით, ზეგონზიარით. ჴელმწიფება წარმართთა ზედა მომენიჭა უფლისაგან, რამეთუ ჴელმა მწიფემან წერა, რასაც იტყოდჲა მაჴვილი ორპირლესული. ისმინა გულმა ჩემმა გულის სიტყჳანი უფლისანი და ისმინა გონებამან გული ჩემი.


წინამიძღოდეს ანდერძი იგი ვარსკულავისა განთიადისა.


უფალმა წინამძღუარ ჰყო ანგელოზი, რომლისა სახელი პირიმზე, და ღრუბელმოსილ იყო, ხოლო თავსა ზედა მისსა ცისარტყელა, მზე-მეფეთა საიდუმლოების სახარებლად, აღძრული გამოცხადებისათვის დასასრულისა და ამზევებისათვის დასაწყისისა.


ცის მშჳლდი - ასე ჰქვია ცისარტყელას და ნიშანია კეთილი ღმრთისაგან გამოჩინებული. მრავალი მატიანე შემიჭამია ღმერთის ბრძანებით, გეტყვით, ყველაზე გემრიელი ლომის ეპოქისადმო გზა იყო, ერზა მკალის მჭამელთათვის.


როდესაც წერილის შეჭმის დრო აღდგება, დასასრულიდან დასაწყისისაკენ - ბეწვის ხიდი იჭიმება და ფაქიზი გარდასვლის დრო დგება ცივილიზაციის ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე.


უმეტეს შემთხვევაში ამ „საკვების მონელება“ ნიშთსასწაულთმჭვრეტელთა მოვალეობაა, ეს განსაკუთრებული ნიჭია სიტყვაში ჩაფენილი ძალის ჭვრეტისა. ლომი ლომთან ლომია და ლომია ლომთან ლომი, თუკი ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდაც ხვადია, მეფობა ლომმა შეჭამოს, მეფე ლომია ცხადია. თუკი მეფემ ჭამა ლომი, ლომია მეფე ცხადია.


არ შეიძლება ტურებმა მეფედ ლომი აირჩიონ, ლომი ლომად იბადება და მეფედ დაბადებულია - მეფე ლომი. ლომი თავად მეფობს სალომეთში და ემორჩილებიან მას გამგე-ბელები და პრეფექ-ტურები მსახურებენ მას.


ლომის გამჭენებელი მხედარი, მელიის კვალს არ ატოვებს გზას.


არის კაცი-ლომი, ლომკენტავრონი ჰქვია მას, მრავალგზის დამჭიდებია, თუმცა მე ვუთმობდი ჩემგან ნაჩუქარ გზას, თუ მეფის გული ღრიალებს, ფაფრად იჩეჩავდეს თმას.


ჯერ შეჭამეთ ეს წერილი, თუ შეგერგოთ! მერე გამოყევით იმ დიდებულ სამეფო და სამეუფო გზას.


რატომ ვღიღინებ!? გეტყვით ყე, ბოკუერთა მოფერება მიყვარს, ბუნებას ვერ გაურბიან თჳსას და მითადმო. მრავალჯერ მითქვამს ბოლოჯერ დავაყენებ სამეფო გზას, მაგრამ ვნახავ თუ არა უპატრონო ლომის ლეკვებს, თვალებდაჭყეტილებსა და გაოცებული მზერით მაცქერალთ, გული ისე მომითბება, ახალ სახელმწიფოს ვაშენებ მათთჳს - ძუ-ელ-საფუძველზე, რომელ-არს ერი ჩემი (არა არ მოგესმათ, ერი ჩემი!)


სახლო დავითისაო!


სახლმან მეფისა იუდაჲსმან, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებლით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მომხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისსა სიმარჯუეთა თქუენთასა.


აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ჰეჲ რა გიყოთ თქუენ!?


აღდგა კაცი ჭამადისაგან წიგნისა, ჰიპერიონით სახელად გიორგი, რომელსაც ვმწყემსავ მე, - თქვენ კი ამას ძახილობთ, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა?


და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან ქართულად, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.


 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE