კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

მომავალს არ აღნიშნავენ არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით, არც სამხრეთით, არც ჩრდილოეთით, არც სიმაღლე აქვს, არც ძირი, მისი ნახტომი ძველის ჩანაცვლებით არ ხდება.

 

 

მომავლის დაბადება მყისიერობის სისავსით დროში ვლინდება. მას - მომავალს(!) გააჩნია აღქმის დამორჩილების სურვილი, მისი აღქმელი და ეს აღქმა გზა არის მომავალში მომავლისა, ქმედითობის ჰიპერბორიული სივრცის ამომკითხავი მშვენება შენებისა აზრით აზრთა სამყაროში, ლოგოსით ჩენილი და გაბრწყინებული.

 

 

მომავალი აღმოსავალით პასუხობს ბორიულ ფიქრებს და ხდება გამჟღავნება დაბადების ბადეში, ბორიული ზრახვანი თავს ექცევა და იბადება ჰიპერბორიული სივრცე. ყოველი გადასვლის გზაჯვარედინზე ცეცხლოვანი სტიქიის სული იწყებს მჟღავნებას.

 

 

აქ ძველი ცივილიზაციის ფიქრები მაქსიმუმს აღწევს და მისი მაქსიმუმი სიმწიფეა ქრისტეში, კაცობრიობა ღვთაებრივის აღქმას იწყებს და ყველაფერი ემორჩილება სიცოცხლის მსახურებას წესით, ჰარმონიული საქციელითა და ლოგოსის გამეფებით, სიყვარულით.

 

 

ზე-ვლინების ცივილიზაცია ერთ მყისიერობაში, დროის უმცირესობაში კი არა, თვით წამის დამბადებელი - წამით განისაზღვრება სრულ სივრცეში, არავინ იცის ღმერთის გარდა რა სიდიდისაა საწყისი. მისი ვლინება მის განმცდელს განცვიფრებულ შემეცნებას უნთებს, აქედან იწყება ნათელში დანახული სინათლის წვდომა და კაცობრიობა ადამის რანგში შეიზიდება შემეცნებით.

 

 

ახალი ბადება არაა ცივი, იგი ცეცხლოვანებაა თბოენერგობადობითობით გამოვლენილი, თბილი, სითბოსაგან ნაშობი, ღვთაებრივი განპიროვნება ადამის ღმერთით.

 

 

 

ვუძღვნი ჩემს დედოფალს - მშვენიერ ანნას,

სამების კაზმულობის სითბოთი და მშვენებით.

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE