კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

კატაბანელმა ლომმა - დედუფლისათვის ოქროს კალამი შეუკვეთა, მალემწერი, მაჴვილივით მკუეთჲ სივრცისა და მსწრაფლ განმფენჲ სიტყუათა.

 

ზედა ეწერა: ანნა გვირგვინი შენი, შენს ჴელშია, გჳრგჳნოსან ჰყვჱ ერი შენი - შენით! ღმერთმა იხილოს! იზიდოს გულმა შენმა გულნი კაცთანი, ერ–მისად წოდებული ერი შენი!

 

ასე დალოცა ჴჳადმა ლომმა - ძუ ლომი! კარი (ჲ) იოტისა განეღოს დედუფალს!

 

მათე – ნებელით დაჲწერა, მათე – ნებდა წერით, იგურდივსა ძმასა იოტისა ჴსენით.

 

„ამინ, გეტყჳ თქვენ, ვიდრემდე წარჴდეს ცა და ქუეყანა იოტა ერთი, გინა რქა ერთი, არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.“ (მათ. 5; 18)

 

სულხან–საბა ორბელიანს შენაჴჳნა იოტა წიგნსა შინა, წინ – გნებით.

 

„იოტა – მართლ ჩამოზიდულსა მას ასოსა წერილთასა იოტა ეწოდების; ხოლო ზედა წარზიდულსა მას მგურდლ და გურდივ რქა.“

 

მსოფლიო მოგჳნი ვერძის ზოდიაქოს, ზედა წარზიდული, გურდივ რქით აღნიშნავენ.

 

„ვერძი – პირველი ზოდია ცისა“, (ნახე – ზოდიაქო)“ (საბა)

 

„ვერძი – მამალი ცხოვარი.“ (დაბად: 22, 13)

 

ზედაწარზიდული რქით არის კიდობანი დანიშნული კარით. ამ რქას გვრდივ რქად სახელ – ედების, იგივე იგურდივ რქა, ნოეს კიდობანის კარის სიმბოლო სახელი.

 

წინაწარმეტყველი იტყჳს:

 

„შეკრებულ – ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კ ა რ ი კიდობნისა იგურდივ (რქა წარზიდულად, ოღონდ ქვევითკენ მიშვერილი, „ქვენად“ საყოფელად ანუ ამოტრიალებულ, ანუ ქვენად დახრილი რქები იოტას წარმოსახავენ „დამნიშვნელი, გინა რქა, იოტა“).

 

დაკეტილი იოტაა და გახსნილი კარი იგურდივ ქვენად საყოფელი: „ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი“ (დაბადება 6, 16). ქვეყანიდან ქუეყანაში ჩასასვლელ კარზეა საუბარი, რომლის გასაღებია იოტა, სიმბოლოა ვერძი, ნიშანია რქა.

 

„ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა. (დაბად. 8; 6.)

 

განაღო პირი ქუეყანამ, დაფარული კარი განიხსნა, ცაჲ და ცა, ანუ ზეაღსახედი და ქუეყანით ცაჲს ჩასაჭვრეტი, დასაბამითგან წინარისა, გარდასასვლელი ახალ დასაბამში, ბმათა ახალ სივრცეში აღიძარცვა:

 

„და აღსძარცვა ნოე სართული* კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.“ (დაბად. 8, 13)

 

„*სართული – სახლთ ზედა კერძო“ (საბა)

 

ჭერის ახდა ჰქვია დღესაც ჭირისუფლების განლევას, ჭერის ახდას ვუწოდებთ.

 

ნოე აღმოვიდა ქუეყანასა ზედა. შენი ჩაფიქრებული გული მიხვდება რასა გწერ, ღირსეულო დედუფალო ანნა.

 

თქვენ კი, ქართველებო, დამიფიქრდით და გაიხედეთ მომავლისაკენ!

 

დაბადა ღმერთმა დედუფალი ანნა, რომელმაც ჩვენი ტვირთების შემსუბუქება უნდა სთხოვოს უფალს, ანუ ერის ეროვნული სამშვიდობო წინ სვლის მისიის აღსასრულებლად. ღირსეულ დედუფალს ანნას შევეხიდოთ მომავალისაკენ სავალ გზებში.

 

არსებობს ღირსებას მიუწვდომელი თავმდაბლობა, მარადიულობაში შეღწევის საბუთად გააჩნიათ გულში, ასეთები იმკვიდრებენ ნოეს საკურთხეველს – ზედა წარმოთქმულ მშვიდობის აღქმას ღმერთთან და აზნაურნი არიან იერუსალჱმისა ასეთა:

 

ყველანი იერუსალჱმის კარიბჭესთან, ქრისტეს სადიდებლად,  

ძმური სიყვარულით შეიძინებით ერთად!

 

დღე ნათლდა!

მოისმინეს ლომებმა!

გაიძურწნენ ვირთხები. 

 

კენჭაბერი

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE