კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

და იყო ასე… თქვენი მონა-მორჩილი, უფლის გულისმიერ ძიებას - რთული და ხიფათის, ფათერაკების და განსაცდელების გზით შეუდგა. გახლავართ სოხუმიდან. კარგად მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს იარა ძნელად  მოსაშუშებელია და დღესაც ჭრილობად ადევს მრავალჭირნახულ, ბედკრულ, უამრავის ვარამის, ჯვრის ძალით გამარჯვებებით გადამლახავ ქართველ ერს. ამაყად ვამბობ, სოხუმელი მეგრელი ვარ და მაშასადამე ქართველი.

 

სასულიერო პირები თავს იკავებდნენ ჩემთან გასაუბრებისგან. სულიერ შვილად აყვანას გაურბოდნენ და მორიდებულად მიმითითებდნენ შავ სამღვდელოებასთან თანამშრომლობისკენ. ზოგი ლამის საგიჟეთში მამწესებდა და ფსიქოტროპული წამლების დალევისკენ მომიწოდებდა. თეთრი ხალათის  ჩაცმის მომავლის პერსპექტივით დაშინებულს, კვეთებულს კვეთებულზე მიკითხავდნენ. კეთროვანივით გამირბოდნენ ადამიანები და პანიკური შიშით და ალაგ-ალაგ ცნობისმოყვარეობით სახეშეთეთრებული განმერიდებოდნენ.

 

საათობით ვიდექი ეკლესიაში გულისწასვლამდე და ეპილეფსიის მსგავსი მოვლითი შემოტევებისგან, მთელი სხეული მტკიოდა. გაბოროტებულს, ლამის მთელ სამყაროზე მწყდებოდა გული. საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი აშკარად. არც მოძღვარი მყავდა ამასობაში, არც პატრონი.

 

ასე და ამგვარად, მეოთხედი საქართველო მოვიარე „მკურნალი“ ბერების, მონაზვნებისა თუ სასწაულმოქმედი ადგილების და წყაროების ძიებით. არა ოჯახი, არა სამეგობრო. თითქმის ყველა კარი დაკეტილი იყო ჩემთვის. ჯანმრთელობა ხშირი დეპრესიებისა და სასოწარკვეთის ფონზე საგრძნობლად შემერყა, სულის და სხეულის ჰარმონია დაირღვა...  გმირულად გადამქონდა ბრძოლები უძილობისა და მუდმივად ჩაუმქვრალი შუქის ფონზე - ოთხ კედელში. თუმცა მადლიანი ადამიანები არაერთგზის გამომიჩინა უფალმა უიმედობისას სამხელად, ბერი საბას ჩათვლით, რომელმაც რამოდენიმე თვის განმავლობაში, მამობრივი მოთმინებით აღმზარდა და სიყვარულით მაზიარა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების წესს და საწყისებს. 

 

დავუბრუნდეთ წინარეთქმულს. უფალს გულისმიერად, გონებით პირველივე განსაცდელი ჟამს მოვუხმე. უამრავი დაცემის და მადლიანი აღზევების მერე, ათასი მწვალებლის თუ ერეტიკოსის და სხვადასხვა რანგის სასულიერო პირების შეგონებების ფონზე, სრულიად „შემთხვევით“, თუმცა მე მჯერა რომ შემთხვევით თმის ღერიც არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან, მივადექი ჭიშკარს, სადაც კოლხური მედიცინის მარგალიტები მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი (გამოფენილი) - მალამოებისა და ელექსირების სახით.

 

თამამად შევაბიჯე ეზოში და მოვხვდი გიორგი იონთა ჰიპერიონთან აუდიენციაზე. არასოდეს დამავიწყდება ის პირველი ემოცია, როდესაც ის გავიცანი. ცნობისმოყვარეობით აღვსილს უამრავი შეკითხვა დამებადა.

 

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სწორი ანალიზი უდიდესი ნუგეშია. გიორგიმ გულდასმით მომისმინა და რამოდენიმე რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლა, რამაც შემდგომში ჩემი მდგომარეობა კოლოსალურად,  360 გრადუსით შემოაბრუნა უკეთესობისკენ. სახის კანიდან, ხერხემლით, კუჭნაწლავით და ფსიქიკით დამთავრებული, რამოდენიმე რაკურსით დაიწყო ორგანიზმმა გაჯანსაღება. თამამია ჩემი განაცხადი, მაგრამ ამის არ აღნიშვნა დანაშაულია: გინდა ჯანმრთელი მომავალი? მიდი გიორგისთან!

 

წერეთლის 6 ნომერში, უფლის შემწეობით გავხდი მამა თეოდორე ესებუას სულიერი შვილი. ეს გონიერი და მადლიანი ადამიანი - დიდი ნუგეშია წმინდა ელია თეზბიტელის ტაძრის მრევლისთვის და უბრალოდ კარგი, უკიდეგანოდ სულიერებაში გაწაფული (მოღვაწე) და განათლებული ადამიანია.

 

ცალკე სხეულის მკურნალობა, ლოცვის, სრული ენერგეტიკული თუ სხვა მთლიანობის აღდგენის გარეშე, სისულელეა და უგუნურება. ქიმიური პრეპარატების სრული გამორიცხვით, აბსოლუტურად ბუნებრივი , ნატურალური მინერალებისა თუ ექსტრაქტების მიღება, ორგანიზმს წარმოუდგენელ პროგრესს განაცდევინებს (აზიარებს).

 

გიორგი ჩემთვის მამაა, მეგობარი და გზამკვლევი ქრისტესთან ერთობის მაძიებლობის ეკლიან გზაზე. მადლობა უფალს!

 

საქართველოს აღმშენებლობა - სულიერ საწყისთან დაბრუნებასთან მჭიდროდააა კავშირში. სულის საავადმყოფო - დედა ეკლესიაა და წირვა, ლოცვის აღსრულებით და ევქარისტიული წესების ღიად დაცვით, ხოლო სხეულის განკურნება ბოლო ინსტანციაა (ეტაპია), ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი. ასე იყო, არის და იქნება და ვინც ამ საქმეს ემსახურება (ეზიარება),  ვეღარაფერი წააქცევს სამარადისოდ. 

 

წმინდა სამებამ და დედა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და გისურვებთ მოიკვეთოთ შიში და ეჭვი. შედეგი სახეზეა. უამრავი განკურნებული  ადამიანი, თქვენი მონა-მორჩილის სახით - ამის დამადასტურებელია.

 

მაშასადამე განვმეორდები: ჯანსაღი მომავლის გზამკვლევი და გასაღები სწორედ აქ არის: ქუთაისი, წერეთლის №6

 

 

 

ელისაბედ პატარაია

22.03.2020

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE