კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი II 

 

აიეტი ოქროს მომპოვებელი მეფეა. ეს უგანათლებულესი პიროვნება ოქროს ეტლით მოგზაურობს, მისი ვაჟი კი მისი მეეტლეა.


აფსირტეს ქარივით სწრაფი ცხენები ჰყავს შებმული ეტლში, მამამისს - აიეტს ოქროს ჩაფხუტი მოსავს. გასაოცარი რამ ხდება, არა მხოლოდ იმ დროისთვის, არამედ დღესაც რომ გაგიკვირდება კაცს: “ოქროს ჩაფხუტის ციმციმით გადის ხოდაბუნებზე, თესავს დრაკონის კბილებს, სპილენძის-ჩლიქებიანი ხარებით ხნავს ერთ დღეში შვიდი დღის სახნავს და ხოცავს მიწისშობილ ბუმბერაზებს.


ამასავე ავალებს ოქროს საწმისისათვის ჩამოსულ იაზონს, რომელიც მისივე ასულის - მედეას შემწეობით ასრულებს ამ უმძიმეს ამოცანას’’.


ტექსტს თუ თანამედროვე განვითარების თვალით შევხედავთ, ამოიკითხება ტექნოკრატიის განვითარების უბადლო მაგალითი. კაცი ლაზერული ოქროს მუზარადით, დისტანციურად, სხივის მეშვეობით მართავს რკინისა და სპილენძის ჩლიქებიან ხარებს (დისტანციურად მართული ტრაქტორი), ამავე დროს ამ მართული სხივით აღვიძებს მიწაში თესლებს აღმოცენებისათვის. ამ სხივით შეუძლია დახოცოს მიწის შობილი ბუმბერაზები, ანუ ფლობს განსაკუთრებულ ლაზერული მართვის იარაღს, დისტანციურს.


ცოტა ღრმად თუ შევისწავლით, უფრო გასაოცარ ინფორმაციას შევეხებით, აღმოჩნდება, რომ აიეტს საფრენი აპარატიც გააჩნდა.


ვიღვიძებთ ქართველები ყოველმხრივ, აღდგომას ჭეშმარიტს ვეზიარებით მაცხოვრისას და გვწამს სრულიად საქართველოს აღდგომისა.


 

აია


 

აია ერქვა სამყაროს ძველ საქართველოში, მხედველობაში მაქვს სრულიად საქართველოს ედემური დრო.


სამოთხიდან განძევებული ანუ ძედ ქცეული ადამი სამყაროს აღიქვამს თავის სამშობლოდან (მისთვის თავისი სამშობლოც აიაა და სამყაროც აიაა). ჩვენ დედა სამშობლოს ვეძახით და დედა სამყაროს, ბუნების ამ გამოვლინებას მდედრად აღვიქვავთ.


აია (Aia) 1. მონადირე ქალი, რომელიც მდინარის ღმერთს ფაზისს გაურბოდა და ღმერთებმა თავისი სახელობის კუნძულად აქციეს. (ეს ერთი დიდი მიწა იყო წყლით გარშემორტყმული, ჯერ დედამიწა კონტინენტებად არ იყო დაყოფილი, მას გონდვანად მოიხსენიებენ მეცნიერები, ქართულად კი აია ჰქვია).


ასევე არსებობდა ქალაქი აია. ასეთი მნიშვნელოვანი სახელის ქალაქი ღმერთკაცთა ქალაქია და იგი დღესაც დაფარულია კაცთა თვალთაგან. ამას კვლევების ნიადაგზე მივხვდებით. მალე ეს ქალაქიც გამოვა სამზეოზე, რადგან ყველა სამძებრო სამუშაოები დამთავრებული მაქვს და მალე განცხადდება.


2. ქ. თესალიაში.


თესალია - ჩრდილოეთ საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე გაშლილი ვრცელი მხარე. უწინ მისივე ოლქების მიხედვით ერქვა ელადა (ჰელასი), ეოლიდა, ჰემონია, პელასგია, პირეა.


ესაზღვრებოდა მაკედონია (ჩრდ.), ეპირი (დასავლ.), ეტოლია, დორიდა, ლოკრიდა (სამხ.), ეგეოსის და თრაკიის ზღვები (აღმ.). უაღრესად ნაყოფიერი ქვეყანა იყო, მოსავლითა და ცხენებით განთქმული, აქილევსისა და პატროკლეს საბრძანებელი.


3. კოლხეთის ძველი სახელწოდებაა აია. აქედან გაიტანეს ოქროს საწმისი. ეს საარაკო ქვეყანა, მზიური მხარე, რომლის შუქისა და სიმდიდრის სიმბოლო სხივთამთოველი ოქროს საწმისია, თავიდანვე იყო “ყოველი მხრიდან მრისხანე უნაპირო ზღვით გარემოცული მიწა’’, უძველესი გონდვანა, დედამიწის ცივილიზაციათა ცენტრი.


აღმოსავლეთ აიაში ცხოვრობდა აიეტი, დასავლეთ აიაში მისი და კირკე.


აია - ბერძნულად წმინდას ნიშნავს;


სოფია - სიბრძნეს;


აია სოფია - წმინდა სიბრძნეა.


აია (ეა) უნდა იყოს ძირი მისი მეფის სახელისა: აია - ია - აიე - ტე, იით შემოსე ტე, ტე - სატევნელია, ფორმათა გამოსახატავი სატევარი, სადაც განსაკუთრებული არსი ეტევა.


მზის მეფეს აიეტს, მზის შვილს, როგორც ზემჭვრეტს, ულტრაიისფერი სიხშირის აზრთა ამოკითხვა შეუძლია, ამიტომაც აიე-ტეა აიეტი. განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, რათა განგვესაზღვროს ის გამოკვლევა, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთსა და აღმოსავალსა და დასავალს ეხება. მზე ყოველდღიურად ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის დასავლეთში. ამასთან ერთად მიისწრაფის ზენიტისაკენ, ნადირიდან ზენიტისაკენ სვლას ანდომებს დაახლოებით ერთ გრადუსს დღეში, ერთი გრადუსი, კიბის ერთი საფეხური, ასე სულ 180 გრადუსი. ამ გზას ეწოდება აღმოსავალი და ზენიტიდან უკუსვლას ნადირისაკენ ეწოდება დასავალი.


ჰომეროსის მიხედვით დასავლეთ აიაიე - ჰელიოსის ასულ კირკეს სამყოფელია. ნავარაუდევია ისიც, რომ ჰელიოსი (მზე) აღმოსავლეთ აიადან ამოდის და დასავლეთ აიაში ჩადის.


აიას, სადაც ღვთაებრივი იაზონი მივიდა, სტრაბონიც აღმოსავალში (და არა აღმოსავლეთში) აქცევს. აიეტიცა და კირკეც აღმოსავალში, ე. ი. კოლხეთში, აიაში ცხოვრობდნენ. აღმოსავალის ადგილზე - მცხეთაში, დიდ სვეტიცხოველში დგას მეფედ-მეფის, და მწყემსთა-მწყემსის, და მოგვთა-მოგვის, და წინაწარმეტყუელთა მთავრის ტახტი მელქისედეკისა. აქ არის აღმოსავალი.


ასევე გავიხსენოთ, რომ სვეტიცხოველი მზის ტაძარია, და მზე მეფეს - იესო ქრისტეს ეძღვნება. აქ მცხეთაში ცისკრის ვარსკულავის ტაძარია ჯვარი, დედამიწის სამთავროს ეკლესია, მთვარის ტაძარია სამთავროს ეზოში ნინოს სახელობის, მერკურისა - ანტიოქია და ა. შ.


ეს ადგილია აღმოსავალი.


“ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად და იტყოდეს: სადა არს, რომელი - იგი იშვა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა’’. /მათ. II; 1, 2/


მოკლედ რომ გავიმეოროთ: გზა აიეტიდან იესო ქრისტემდე და უფლის შემდგომ დაბადებამდე ანუ დღეინდელად დღემდე - დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ივერიაში, იგივე აია, იგივე აღმოსავალი, იგივე კოლხეთი, იგივე მზის სახლი და მზისშვილთა საცხოვრისი - მთლიანად საქართველოა აღდგომისა და ამაღლების გზას შეყოლილი, თავისი უცნაური ფიქრებითა და ისტორიული გამოცდილებით.


მწყემსთა ქვეყანა, სადაც ცხვარიცა და მწყემსნიც ერთ უზენაეს მწყემსს ემორჩილებიან - ზეციურ სამებას, საღვთო და ერის კანონებით.


არსებობს კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც ეგვიპტეს ეხება. ეგვიპტე ორია: ერთი ქვემო ეგვიპტე და მეორე ქვედა ეგვიპტე. ქვემო ეგვიპტე ყველასათვის ნაცნობი ეგვიპტეა, ხოლო ქვედა ეგვიპტე დასაბამისეული ეგვიპტეა, რომელიც მიწის წიაღშია დაფარული.


დღეისდღეობით მეცნიერებს მიგნებული აქვთ, რომ ეგვიპტიდან ქვედა ეგვიპტეში შესასვლელ-ამოსასვლელს ანუ ჩასასვლელს პირამიდები იცავენ, და არა მატო იცავენ, არამედ ქვემოთ ვარსკულავებიდან მოსულ ინფორმაციასა და ენერგიას აგზავნიან.


ჰეროდოტე ამტკიცებს: აიაში მოსახლე კოლხთა ტომი ეგვიპტელები არიან, რომლებიც აქ ფარაონმა სესოსტრისმა ჩამიოყვანაო (მართალია, მაგრამ რომელი ეგვიპტის შვილები არიან - დასაბამისეულის თუ ცივილიზაციაში შექმნილი? რა თქმა უნდა დასაბამისეულის, ქვედა ეგვიპტის).


ეს ძლიერი ფარაონი ევროპიდან აზიაში გადავიდა, დაიპყრო სკვითები და თრაკიელები, “აქედან სესოსტრისმა სამხრეთით შეუხვია და როცა მივიდა მდინარე ფაზისამდე, იქ თავისი ჯარის ნაწილი დატოვა’’ (ან დაღლილი ჯარი ფაზისზე თავისი ნებით დარჩა). სესოსტრისმა მოინახულა ეგვიპტური მითოლოგიის კულტურის სათავე - დიდი ნუნი, ანუ კიდობანში არის ნამყოფი.


“კოლხები ხომ, ეტყობა ეგვიპტელები არიან, - განაგრძობს ჰეროდოტე. - ეს ადრევე გავიგე, როცა სხვებმა მითხრეს, მერე დამაინტერესა ამ ამბავმა და გამოვიკითხე როგორც კოლხიდაში, ასევე ეგვიპტეში. კოლხებს უფრო ნათელი მოგონებები დარჩენიათ ეგვიპტელებზე, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხებზე.


ისე კი ეგვიპტელებიც მეუბნებოდნენ, რომ კოლხები სესოსტრისის ჯარების შთამომავლები არიან. /ჰეროდ. 2, 102 – 104/


საბუთად ასახელებს ზეპირ გადმოცემებს, ხუჭუჭ თმებს, შავგვრემანობას, წინადაცვეთას...


ამ ცნობას იმეორებს როდოსელიც “არგონავტიკაში’’: “აია, დღესაც ურღვევი’’ დგას ისევე, როგორც “დიდი მოლაშქრის’’ ჟამსო. /IV, 277/


კოლხეთი - აია ქვეყნიერების კიდეშია. /II, 917/


ქვეყნიერების კიდედ ზედწოდებული კოლხეთი ანუ აია ანუ საქართველო.


საქართველო ქვეყნიერების კიდეა, ზუსტად ამ ადგილზე მიუთითებს უფალი ძე კაცისას გამოჩენას.


“რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე'.


“კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა; და აჰა, ესერა უფროს იონასსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისა აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კ ი დ ი თ ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროს სოლომონისა არს აქა’’. /მათ. 12, 40-42/


უეჭველია, ბოლო ჟამის მისტერიების მისტი აქაური უნდა იყოს და აქედან უნდა აღძრას საღმრთო ქვეყანა სარმრთო საქმეთათვის, რათა მთელ მსოფლიოს ეუწყოს უფლის გამარჯვებით შემოსვლა დედამიწაზე.


უპირველესად გლოცავთ, ქართველებო!

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE