კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი II

 

 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისისვე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი



 

კირჩხიბის თანავარსკულავედის ორი ვარსკულავი - სამხრეთის ვირი და ჩრდილოეთის ვირი საიდუმლო გათვლებისთის გამოიყენებოდა, როდესაც გეოასტროლოგიური მოდელით იმალებოდა, ანუ ტაბუში ექცეოდა რაიმე მნიშვნელოვანი მისტერია და ფაქტი!


ათვლებში გამოიყენებოდა კირჩხიბის ეს ორი ვარსკვლავი; ამ ვარსკულავებს აქვს შემაერთებელი ხაზი (წარმოსახვითი და ნახაზებში), რომელიც აღმოსავალისა და დასავალის მიმართულებას განსაზღვრავს.


აღმოსავალის და დასავალის ქვეყანა საქართველოა.


ამ თემას მრავალჯერ შევეხე და სხვადასხვა კუთხით მაქვს ახსნილი წინა ნაშრომებში. გაგახსენებთ: ქრისტეს შობის ღამეს მოსული ვარსკვლავთმრიცხველები - აღმოსავალიდან იყვნენ და არა აღმოსავლეთიდან.


ბიბლიის ლექსიკონებში ვირი ახსნილია, როგორც ქონების სიმბოლო, მაგრამ თუ დეშიფრაციით და ლაზარეს ენით მოვსინჯავთ, მივხვდებით, რომ ეს ტოტემი საკრალურ ცოდნებს იცავს.


მაგ.: ვ - ირი; ირი - ღმერთი მცველი, ასე გადმოითარგმნება ეს სიტყვა. მისი მეორე სახელია - კიცვი; კი - ცვი - ნიშნავს კი თანხმობით და ცვი - დაიცავი.


პირველი ვ - ირი ნიშნავს ვიცავ ღმერთით, მეორე - კი - ცვი - თანხმობით არის დაცული.


ე. ი. ყველა საკრალური, რომლის ტოტემად ვირია წერილში მოხსენიებული, ღმერთთან შეთანხმებით არის დაცული და საფარველი საცავისა აეხდება ღმერთის ენით.


მაგალითისათვის დავუშვათ ჩვენს წარმოსახვაში ასეთი სცენა, რომელიც ოთხი ათასი წლის წინ ელია წინასწარმეტყველმა თავისი საკრალური ცოდნები წიგნად შეკრა და საკრალურ ნივთებთან ერთად საღმრთო საცავში დამალა.


გავა ოთხი ათასი წელიწადი და თუ ეს საიდუმლოება ამ დროს არის გასახსნელი, ღმერთი ცხოვრებაში, დროსა და სივრცეში აღადგენს ილიას და იგი შემოდის დაბადებაში, განკაცდება და ასაკმწიფეს უკვე ღმერთი ახსენებს თავის მისიას, მიანიშნებს და მიიყვანს თავის სამალავთან, რომელიც დაცულია ღმერთით და ღმერთივე იღებს მას, ვისაც ეკუთვნის.


ასე გამატარა მეც ღმერთმა ჩემი გზა და დღენიადაგ ვემსახურები ჩემს ერს და რჩეულ ისრალს.


მივყვეთ ბიბლიას და განჭვრეტის თვალით დავაკვირდეთ ყველა ტექსტს სადაც კიც, კარაული, ვირი, სახედარი, კიცვი, და ჩოჩორი არის აღწერილი წერილში.


შემთხვევით ნაფიქრი არ გეგონოთ, ორთოდოქსალურ სისტემაში ლოგოსის ტაბუ ძნელად მოსაპოვებელია გახსნისათვის. თანაც უმნიშვნელო ტოტემი რომ იყოს სახედარი, არ მოიხსენიებოდა კანონთა წიგნში ამაღლებული სიტყვით - კაჰრაული.


“და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.


მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით

ეგპტით სახლისაგან კირთებისა.


არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თნიერ ჩემსა.


არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსება, რაოდენი ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენი წყალთა ქუეშეთ ქუეყანისა.


არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.


და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელთა დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.


არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა, ამაოსა ზედა,  რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისა ამაოსა ზედა.


მოისენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.


ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.


ხოლო დღე მეშდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მვალმან შენმან, არმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკდრ არს შენ შორის.


რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანა და ზღუა და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშდესა. ამისთს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.


პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ.


არა კაც-ჰკლა,


არა იმრუშო,


არა იპარო,


არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუთა,


არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მვალსა მისსა, არცა არსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რა არს მოყუსისა შენისა’’. /გამოსვლ. 20; 1-17/


კარაული - სახედარი ორჯერ არის მოხსენიებული, ერთჯერადად ანით გახსნილი - კარი-(ანი)-ული, და შემდგომ მითითებულია და რანგში აყვანილია სახედარის სახელი - კაჰრაული (კა-(ჰანი)-რაული). ჰ-ს ანუ ჰან-ის დამატება სახელში რანგში აყვანას ნიშნავს, ამასთან ერთად ან-ი და ჰან-ი ერთი დიდი დასაწყისისა (ან-ი) და დიდი დასასრულის ნიშანია (ჰან-ი). ანჰან-ი საწყისისა და დასასრულის ნიშანია ანუ კართან მისვლისა, როცა უფალი იტყვის “ახლოა კართან’’, ხოლო შეღწევა დაკეტილში ჰოი-თ აღინიშნება.


დავწეროთ მხედრული ძ, მიუწეროთ ხ, მივიღებთ გადაბმით ძხ

() ასოს, რომელიც არის ჰოე. ამ ასოს გამოხატავდნენ ფალოტიურად; უფალი (უ-ფალი) გონების გამნაყოფიერებელი

ძე-ხთისა, მიწაზე დაბადებული უფლის სახელი, დაფარულად მოქმედის (ხთისა - იკითხება ხვიეთ-ისა), (სადღაც სპირალთან და სპირალურ გალაქტიკასთან არის კავშირი (გადამოწმება უნდა).


ასევე ძე-ხატისა და ძე-ხარებისა, ანბანის ბოლოში ხელის მოწერასავით არის. ძალიან წააგავს ლომის ზოდიაქოს ნიშანს, დავწეროთ ძ და ს გადაბმით ძს  (- მივიღებთ ლომის ნიშანს, ძე სახიერი. ძე სახიერი მართლაც იუდეველთა მეფეა, უფალი მეფეთ-მეფე. (ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა და ამ ვერსიებს უფლება აქვთ იარსებონ და კვლევისა და კრიტიკის ცეცხლში გატარდნენ).


რაც შეეხებ ასო ჰ-ს (ჰანი), დააკვირდით ტექსტს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, უპირველესად ქართველებო და ქართველო ებრაელებო და მერე სრულიად ისრალმა.

 

“ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთმეოცდაათცხრამეტთა. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალო.


და დავდვა აღთქუმა ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.


და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:


და აჰა, აღთქუმა ჩემი შენ თანა და იყო შენ მამა მრავალთა თესლთა. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.


და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად. და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.


და დავადგინო აღთქუმა ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხემობ, ყოველი ქუეყანა ქანანისა.


მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ’’. /დაბად. 17; 1-8/


გაირკვა აბრამ - სახელი მამისა ადის რანგში და ემატება აბრაჰამ (ჰ) ასო, ოღონდ აბრაამს ორ ან-ს შორის. ესე გამოიკვეთა სამი სახელი: აბრამ, აბრაამ და აბრაჰამ - მამა მრავალთა და კურთხეულ მეფეთა მამა. ასეა წერილის დედანში ლაზარეს განქართულებით.


“აბრამ - ზე ამაღლებული,

აბრაამ - მამა მაღალი,

აბრაჰამ - მამა მრავალთა, მამა ნათესავთა, გინა მამაშვილთა, მამა ნათესავისა’’. /სულხან-საბა/


მეშვიდე დღეს დაისვენოსო ყველამ და მათთან ერთად დაისვენოსო კარაულამან შენმან.


და შემდგომ იტყვის არა გული-გითქუმიდეს... და ჩამოთვლილში მოყუსისა შენისასა, არცა კაჰრაულსა მისსა.


კარაული - სახედარი, ვირი /საბა/


როგორც ვხედავთ ამ სახელს ჰ - ასო ემატება და ტაბუ, რომელიც შეფარულია ამ სახელში, პირველ რიგში სამხრეთის ვირს აღინიშნავს, ანუ ვარსკულავს, რომელიც კირჩხიბის თანავარსკულავედის ვარსკულავია. იცით რატომ?! სამხრეთის მხრიდან ლომის თანავარსკულავედის შემდგომს, კირჩხიბის ზოდიაქოს ჩრდილოეთის მცველი ჰქვია.


“ღერძი’’, რომელიც მიანიშნებს სამხრეთის ვირის ვარსკულავიდან ჩრდილოეთის ვირის ვარსკულავამდე დაცულია კი-ცვით ანუ  კიცვით არის დაცული და ა. შ.


ვირი-აბია ვენახზე - დეშიფრაცია:


დაუმატოთ თავში განი, გან-ზომისა და გ-ეას ასო, ანუ მიწათმზომელების (გ - ვირი - აბია, გაივლი და ვენახები).


გ - ვირ - აბი - გასასვლელი სანახებთან.


ასე ვაზროვნებ მე, მერე ვეძებ და ვპოულობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან მე ასე ვაზროვნებ - იმიტომ ვპოულობ. არა, ვინც დამალა - ისიც ასე აზროვნებდა და საერთოდ ქართული ენის, დედა ენისა და წმინდა წერილებთან ღვაწლმოსილებით შრომამ ამაკრეფინა ბილიკთა მისამართები.


მე უხეშად სვლა მიწევს, პირველი თოვლის მკვალავივით, თქვენ ჩემზე მეტს ამოიცნობთ, მეტს დაალაგებთ - ჩემი მისია შესრულებულია.


პირველ საფეხურზე მე თქვენ მოგეცით დავიწყებული ათვლის წერტილები, თუ შეიძლება ასე ითქვას - ცივილიზაციების დასაწყისზე, და თქვენ, უფლის წყალობით, უფალი იესო ქრისტე ნაზარეველის ლოცვით, ბეთლემში დაბადებული მეფე-უფალის კურთხევით “ჩემზე მეტი იხილოთო და სასწაულებს შეესწროთო’’, რომელმან ბრძანა.


ასევე ბეთლემს დაბადებული დავით წინასწარმეტყველისა და მეფე-მესიის ფსალმუნებში ჩაწვდომით, უამრავ საიდუმლოთა თანაზიარი გახდებით.


მე მიხარია, რომ ქართულმა ეკლესიამ შესძლო მოეტანა ესოდენ დიადი საიდუმლოებათა წერილები ბოლო ჟამამდე ანუ დღეინდელ-დღედმდე.


მე მინდა მივულოცო ისრალს დიდი ღვაწლით შესრულებული საქმის დაგვირგვინება, და ქართველ კაცს - ოჯახის მასპინძლობიდან ღვთაებრივი მაპინძლის რანგის დაბრუნება!


და ბოლოს, იერუსალმი - მთაში მოქცეული, ანუ მთათა შინა აღშენებული, თითოეული ჩვენთაგანის დედაა და არ დაგავიწყდეთ, რომ დღევანდელ დღემდე სამშობლოს ცენტრალურ ქალაქს - დედა-ქალაქად მოვიხსენიებთ და არა შემთხვევით.


 

გახსენება:


ფსალმუნი 86 (პარვინ)


ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა.

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.


უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისათა.


დიდებულ ითქუა შენთს, ქალაქო ღმრთისაო. მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე;


და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტროს და ერი ჰინდოთა ესენი იშვნეს მუნ.


დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან რომელნი იყვნეს მას შინა, ვითარ მხიარულთა ყოველთა მკდრობა შენდამი არს’’.

/ ფსალმ. დავითისი 86/


აქ მეც, თანამზრახველ მეფისა დავითისა, სა-დავითა მომართული ცხენი მიუშ ჭენებითა, გასცდა მიწას, ზეცას მისწდა, თან მომყევით შეგნებითა, ზარ-ზეიმის დრო მოსულა, სიხარული ლაზარითა, ლაზ - არითა, ლა - ზარითა.


მიხარია შენს მაგივრად, ჩემო პატარა საქართველო, შენც გაიხარე ჩემს მაგივრად, ღმერთში გამოგეღვიძოს!


 

წერილი:


აიადა მაიადა თენიადა მზე.

ადონეგე განიგე გენეგე მთოვარე.

აიასიო ბაიასიო სიმისიო დღე.


(ლაზარეს ფანების ამოსაცნობად - რაზე მიდის ლაპარაკი ტაბუში?!)

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ... 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE