კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

მკითხველს

 

ამ წერილით მინდა გაგაცნობიერო ცისა და მიწის, ანუ სულიერი და მატერიალური სამყაროს კავშირის მარადიულობა.

იყო და არა იყო რა,  დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

"იყო და არა იყო რა" წინა დადებით, ქართულ ხელნაწერებში, შემონახულია დასაბამის ქმნამდე არსებული მდგომარეობა.

დასაბამამდე არსებობენ სულები, მაგრამ რადგან არ არსებობს არაფერი, რამაც უნდა მოახდინოს ზემოქმედება, რაც ყურადღების მიქცევას მიიპყრობდა, იყო უმოქმედობა.
დასაბამისეულ უმოქმედობის არსის დამტევი სიტყვა "უაზრობაა", ანუ აზრის არ ქონა.

წარმოიდგინე, რამდენადაც შესაძლებლობას მოქცემს გონება, უკიდეგანო სივრცე, სადაც არც მატერიაა და არც მოძრაობა, არსებობ მარა ვერ ვლინდები, რადგან ვერ ვლინდები შეუმჩნეველი ხარ.

აზრის დასაბადებლად შექმნა ღმერთმა მატერიალური სამყარო, ვლინდა სიცოცხლე და მასზე განვლილი ცხოვრების მანძილზე მიღებული შთაბეჭდილებებით, სულიერი სამყარო დააბა მატერიალურს.

დასაბამამდე სულიერ სამყაროში აზრი არ არსებობდა და მოსაგონი არაფერი არ იყო იმიტომ, რომ სულებს არაფერი ეხილათ რაც ფიქრს და წარმოდგენას აღძრავდა! მატერიარულ სამყაროში განვლილმა გზამ, გარდასახვის შემდეგ, სულიერ სამყაროში დაბადა მოგონება და ყველა გარდასული სული მხოლოდ იმას მოიგონებს რაც მატერიალურში ნახა და იმოქმედა, განიცადა: ურთიერთობას ბუნებასთან, ადამიანებთან, ასევე თუ რა დამოკიდებულება ქონდა ერთსა და მეორესთან.

ფიზიკურ სამყაროში, მასზე ჰარმონიულად გავლილი ცხოვრება, რომელიც სულიერ სამყაროში დედამიწასთან დაკავშირებულ მოგონებებს იწვევს, ბადებს მონატრებას, რაც სულის კვლავ დაბადების მიზეზი ხდება. ამ ცხოვრებაში ბევრი ქადაგება მომისმენია მატერიალური სამყაროს სიძულვილზე რაც უზენაესი ღმერთის გმობა და მისი შემოქმედების დაწუნებაა.

თვითონ მატერიალური სამყარო იმდენად დიდი მოცულობის იმფორმაციის მქონე არსია, თან კანონზომიერი და წესის შემცველი, რომ დაუტეველი და მიუწვდომელია, მისი სიღრმე  ღმერთს, იმ ერთადერთ სულს მრავალ სულებს შორის, ქმნის ღმერთად(ღრმა მოაზროვნე ბიბლიურად ტობ-ელიაა, მამა ტობ-იასი).

თუნდაც დაიტიოს ვინმემ, იმდენად ლამაზი და მიმზიდველი შექმნილი აქ მას, მზგავსი დაბადო სურვილი არ ებადებათ. გარკვეულ წილად, ვიც სანამდე შეძლო სამყაროს სიდიადის წვდომა გონებით, ყველა ის სული ორი სამყაროს კანონზომიერების, მშვიდობის მცველებად, დედამიწის და მასზე მაცხოვრებლების მზრუნველებად, ძეებად ვლინდებოდნენ და ვლინდებიან მატერიალურ სამყაროში წესი-ერ-ებით(ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ძედ ღმრთისად იწოდონ).

თავად ღმერთიც ვლინდა თავისივე შექმნილ სამყაროში როგორც შემოქმედი და ვლინდა მამად, რადგან თვით ყოველივეს შექმნის მიზეზად მამობრივი გრძნობა ამოძრავებდა.

სიტყვა "დასაბამად" გადმოგვცემს ფიზიკური სამყაროს არსებობამდე სულების არსებობას: დას აბ ამად(ასევე იკითხება დასაბა-მად, და-საბა-მად, და-საბა-მა-დ(მად-მად დენა, მადანა რას ეძებ, დ-მდგომარეობის მანიშნებელია, ვდგევარ ვიტყვით როცა ფეხქვეშ რამე მყარი გაგვაჩნია, სივრცეში ვდგევარ იმ შემთხვევაში ვიტყვით თუ საკუთარი სხეულის მოძრაობა ვიცით და სხეულის მდგომარეობას ამა თუ იმ დგომში სახელები აქ მიჩნეული))!

დასია: ან-პირველი ჩენა, გე-ფიზიკურ სამყაროში, ლო-მსვლელობით, ზი-სულიერიდან, ამად-კაცად და ხატად, ქმნა ისინი მამა კაცად და დედა კაცად: ასევე უმაღლეს რანგში აიყვანა  ღმერთმა, რადგან მამობაზე და დედობაზე დიდი რანგი არ არსებობს და მოიყვანა ისინი რომელი შექმნა და დააყენა დაცვად, გადმოგვცემს წმინდა წერილი.(დასი-საბა-ს ლექსიკონში ნახე)

მამობა და დედობა დიდი მისტერიაა, რადგან ერთით, მამაკაცის და დედაკაცის ჰარმონიული ურთიერთობაა, მეორედ ამ ჰარმონიული ურთიერთობის ნაყოფად, პირველი გამატერიალებული სულების შემდგომ, მომდევნო სულები, ქალი და კაცის ფიზიკური კავშირით შემოდიან. (ამაზე მომავალში ვისაუბრებ)

სულების პირველივე განხორციელებაში მკვიდრდება ოჯახური წყობა: მამა კაცად და დედა კაცად.
იწყება ფიზიკური მამაშვილური ურთიერთობა ღმერთთან.(ეგვიპტურ მითოლოგიაში ოსირისი, ეგვიპტის პირველმა მეფემ, ასწავლა ხალხს ხვნა-თესვა, ვენახის გაშენება და მოვლა, ღვინის დაწურვა და ლუდის ადუღება, ოქროსა და სპილენძის მოპოვება. ასწავლა მკურნალობა, ქალაქთა მშენებლობა, ღმერთების თაყვანისცემა(მოყვასის სიყვარული) და მსხვერპლშეწირვა, და კიდევ უამრავი რამ, რაც კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო.)

ფიზიკურ სამყაროში სწორი და არასწორი აღზრდის შედეგად განხორციელებული მოქმედებები, ორთავ სამყაროში ნეტარების და ტანჯვის მიზეზია. 

სიტყვა "რელიგია" ქართული სიტყვაა, რე-სვლას ნიშნავს, ლი-გონებით იაზროვნე, გია-გიორგივით, დედამ რო უსაყვედუროს შვილს და თან მაგალითი მოუყვანოს მამა ხატად.(გიორგიანელებად გვიცნობდნენ ადრე ევროპელები)

გიორგი ქვია სამყაროს შემოქმედს, რომელსაც ელია-დ იხსენიებს წმინდა წერილი და რომელსაც ელი-ან, დასაბამში დასის აღმზრდელ სულს, იოანე ნათლის მცემელი, ჩვენ დროში მოვიდა და ვერ იცნეს.
ვერ იცნეს რადგან სახეცვლილი დახვდა კაცობრიობა, ადამ განიდევნა, განიდევნა არა პიროვნება, არამედ თვისება სულისა ადამიანობა(ზნეობა, პატიოსნება, შრომის მოყვარეობა, ურთიერთ ზრუნვა, ბუნების და გარემოს მოვლა) განდევნა კაენმა(კაენი სხვისგან შეძენილს ნიშნავს, ასევე ყოველივე წესიერების საპირისპიროს) და მოკლა კაენმა ძმა მისი აბ-ელი(კავშირი ღმერთთან), საკუთარი ადათ წესი განიდევნეს და უცხო, საპირისპირო  შეიძინეს ("იყო"-მიმიხვდები).

სიტყვა ევროპა წყლის მოქცევას ნიშნავს, ნოეს დროსაც წყლის მოქცევა იყო, ევრო ინტეგრაციაც (საბასთან ნახე წყლის მიქცევას რა ჰქვია. სოხუმსაც ადრე დიოსკურია ერქვა. სო ხუ მი- სად იშვა სხივი-ს ნიშნავს, დიოსქურია- დიოსკურია-იყავი ღვთის შვილი, ხარ ხვთის შვილი, ასევე სქური ქუსლს ნიშნავს და კავშირშია აქილევსთან რაც "აქ ისმება წყარო სიცოცხლისა"-ს ნიშნავს, თან აქილევსის განბანება ნათლისღების მისტერიაა, ჩვენს დროში მითია ანუ მათია, მითითებაა და მითით ბმაა წარსულთან.მითოლოგიაც ქართული სიტყვაა).

ფიზიკურ სამყაროში მოძრაობა წინსვლაა, რადგან დროში ხდება და დროს უკუ სვლა არ გააჩნია. წარსულში ფიზიკურად ვერ ვბრუნდებით, შეუძლებელია, მხოლოდ მოგონება და გახსენება შეგვიძლია სულით, გონების მეხსიერების საშუალებით აწმყოში, მომავალი საქციელით იბადება და იქიდან გამომდინარე, თუ რა განზრახვა გვაიძულებს მოქმედების განხორციელებას, მომავლის ჭვრეტაა შესაძლებელი. აქედანაა ანდაზა "კარგი ქენი წინ დაგხვდება"  აქ დახვედრა შედეგია.

ზემოთ მოყვანილი ზღაპრის წინსართი წინადადება, ტაბუირებულ ინფორმაციას შეიცავს ღმერთზე და სამყაროზე, მატერიალური სამყაროს ფუნდამენტალურ, პირველ დღეს უზენაესის მიერ შექმნილ ოთხ ელემენტზე: ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა.

იყო და არა იყო რა: ამ წინადადებას სხვადასხვა წაკითხვის ფორმა გააჩნია, ერთერთი ხერხი ისაა, რომ მეტყველებისას არ ვიძახით წინადადების გამოთქმის დროს აზრის გასაგებად აქ წერტილიო და აქა მძიმეო, აზრის დასრულების მანიშნებელი, სასვენი, კითხვითი, ძახილის და ასე შემდეგ ნიშნებს, მხოლოდ წერის დროს ვხმარობთ წინადადების კონკრეტული დანიშნულებით ამოსაკითხად.
მეორე ხერხი შოთას მინიშნებაა: საღვთო საღვთოდ გასაგონი, მესამე სხვადასხვა ემოციური განწყობით ამოკითხვაა.(კიდეა რამოდენიმე)

იყო-არსების არსებობას აღნიშნავს
იყო-გაყოფას აღნიშნავს
იყო-რადგან გაიყო ორი ერთმანეთის საპირისპირო არსის ჩენას აღნიშნავ
იყო-წარსულის მოგონება და მომავლის ჭვრეტას აღნიშნავს
იყო-საკუთარი ნამოქმედარის ჭვრეტაა, საკუთარი თავის მომავალში ხედვაა: ვიყავი, ვარ და ვიყო!
იყო-არჩევანს აღნიშნავს
იყო-ცვლილებას აღნიშნავს
იყო-შესაძლებლობას აღნიშნავს
იყო-უნარს აღნიშნავს.
იყო-მომავალს აღნიშნავს
იყო-მარადიულობას აღნიშნავს.

და-კავშირია: კავშირში ყველაფერი ის იგულისხმება რითიც რამეს უკავშირდება.

არა-არაფერია
არა-უარყოფაა
არა-წინააღმდეგობაა
არა-მარტოობაა
არა-სიცარიელეა
არა-შიშია
არა-სურვილის უქონლობაა
არა-პრინციპული გადაწყვეტილებაა
არა-აკრძალვაა
არა-არცოდნაა
არა-უთანხმოებაა
არა-მიუღებლობაა

რა-კითხვაა
რა-კონცენტრირებაა
რა-მიყურადებაა
რა-გაოცებაა
რა-სურვილია
რა-სინათლეა(ეგვიპტ. რა)
რა-სიხარულია
რა-ხედვაა: რა ლამაზია
რა-აღქმაა: რა ლამაზია

იყო და არა იყო:
იყო ღმერთი, სივრცე უკიდეგანო და დრო, რომელსაც უმოქმედობის გამო უდროობა ერქვა.
იყო და არა იყო რა:
ღმერთმა დაიწყო მოქმედება, პირველი მოქმედება ფიქრია, ფიქრმა დაბადა მეცნიერება, მეცნიერებამ შეამეცნებია ღმერთს თავისი თავი.
რა იყო და არა იყო რა:
და პირ-ველიდან იყო სიტყვა "მე ვარ, სიტყვა იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იყო ღმერთი: მე ვარ და ვიყო".
არა იყო და რა იყო:
თავისი თავის არსობაში ხედავს შესაძლებლობას და საფუძველს დასაბამისა სიცოცხლის ჩენის, ფიზიკურ და სულიერ სამყაროში.

ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი 

სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად 

აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.


სით წავიდეთ?
და სიტყვა იყო(გაიყო) ღმრთისა თანა.

იფიქრე!!


რანდაგონ იბერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE