კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

  

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!

 

პირველითგან იყო სიტყუაჲ,

და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა,

და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი...

 

 

ჩემი ურთიერთობა გიორგი მაზიაშვილთან უკვე წლებია გრძელდება...

 

მახსოვს ახალგაზრდობაში, როგორი აღფრთოვანებით ვკითხულობდი დედაღვთისმშობლის კალთა-გადაფარებული ქართველი ერის - საზეპურო ერის განსაკუთრებულ მისიაზე და „ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“, მაგრამ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი იყო.

 

მახსოვს თავდაპირველად, როგორი მოწიწებით და ცოტა ეჭვის თვალით შევცქეროდი, როდესაც გიორგი ჩემს შეკითხვებს პასუხობდა არა პირდაპირი ტექსტით, არამედ „შეპარვით“, რათა უფრო ღრმად გამეაზრა და ცნობიერების არეალი გამეფართოვებინა. ისეთ სირღმეებში შევყავდი, რომ სულ უფრო მეტი შეკითხვები მიჩნდებოდა, რომლებზე მანამდე არც დავფიქრებულვარ და მოთმინებით მპასუხობდა. სულ მალე მივხვდი, რომ გიორგი „არაჩვეულებრივად განათლებული“ ადამიანი კი არა, არამედ ზე-გონის მატარებელი იყო, რადგან შეუძლებელია ჩვეულებრივ მოკვდავს წვდომა ჰქონდეს იმ ინფორმაციასთან, რასაც ის ფლობს.

 

ცოტამ თუ იცის, რა ტიტანური შრომა აქვს გაწეული გიორგი იონთა ჰიპერიონს ერის წინაშე და მწამს, რომ მისი ღვაწლის მკის დრო მოიმწიფა. სოლომონზე ბრძენი მოვაო... და „აჰა, დავით  დამალულ არს ჩუენ შორის“.

 

პროგრამა გააზრებული და დაწერილია. ახლა დროა, მთელმა ერმა გაიაზროს „ედემის ბაღის“ ნაკრძალ სახელმწიფოდ წარდგენა, რომელსაც მეფეა წარ-უძღვება. განსაკუთრებული თხოვნით მივმართავ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და „ძლიერთ ამა ქვეყნისას“, რათა უფლის სადიდებლად და ქვეყნის გადასარჩენად - დავიწყოთ აფირმაციული ქმედება, რადგან „ახლოა ჟამი. უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს. აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა“.

 

ნუთუ ურიცხვი სიმდიდრე ან ყველაზე დიდი „სკამი“ რაიმეს წარმოადგენს უფლის წინაშე... ნუთუ მარადისობაში ამ „მონაგარით“ გსურთ გადასვლა... ნუთუ ადამის მოდგმის „მსახურებაზე“ მეტი შეიძლება გააკეთოს მიწის მტვრისგან სულშთაბერილმა?!

 

ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, მუშტად შევიკრათ ერი და ბერი, როგორც ჩვენს წინაპრებს სჩვევიათ და წინ აღორძინებისკენ! ამინ, ამ-ენით!

 

P. S. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ყოველი დღისთვის, შენთან შეხვედრისთვის, მეგობრობისთვის, ძმობისთვის და ჩემი განათლებისთვის. უფალი გფარავდეს!

 

სიყვარულით,

ლალი ბუხნიკაშვილი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE