კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

მსურს ცოტა რამ მოგიყვეთ ჩემს მოძღვარზე - გიორგი იონთა ჰიპერიონზე. 

 

ბევრს ვერ გიყვებით, რადგან არ ვიცი, ვის შეუძლია თქვას მასზე ვიცნობო... არსებობს ასეთი ადამიანი? უსაზღვროების მჭვრეტელის შემმეცნებელი?! და თუ ვინმე მაინც იტყვის, რომ მე მას ვიცნობო, ცდება.

 

ჯერ დამწყები,  პირველ კლასელი ვარ სულიერების გზაზე, მაგრამ პირველი კლასიდანვე ცდილობს იგი, რომ დაგანახოს, გასწავლოს და შეგამეცნებინოს ნამდვილი მიზანი ადამიანის დაბადებისა, აქვე, მატერიალურ სამყაროში, ამ სიცოცხლეშივე გახილვინოს და შეგაგრძნებინოს მარადიულობის არსი. ნელ-ნელა ისე მოგწყვიტოს ჭაობში ჩაფლულ, გაუბედურებულ ცნობიერებას, რომ ეს მოწყვეტა მსუბუქი და ამავდროულად გაცნობიერებული იყოს, რომ შედარების საშუალება გქონდეს ძველსა და ახალს შორის .  

 

აბსოლუტური ცვალებადობა ხედვისა, სამყაროში არსებულ ყველა ცოცხალი არსების მიმართ. შეგაგრძნებინოს, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ერთი დიდი ოჯახის შვილები ვართ და რომ ამ ერთობის გარეშე აზრი ეკარგება ყველაფერ დანარჩენს. 

 

ეს ერთობა მოიცავს დედამიწას, მასზე მცხოვრებ ყველა არსებას, მზის სისტემას და ყველა ვარსკვლავს. ადამიანი კი - ამ უსასრულო სამყაროს პატარა ნაწილია, მაგრამ მაინც ნაწილი.

 

მასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარული და სიახლეა. ყოველ ჯერზე თითქოს ახალი ადამიანი დაიბადა მისგან და ის გესაუბრებაო. იგი ცვალებადია და მრავალი სახე აქვს. გაძლევს ზუსტად იმდენს, რამდენსაც დაიტევ.

 

ყოველი ახალი ცოდნის გადმოცემისას, გიტოვებს თავისუფალ სივრცეს სააზროვნოდ, რომ იფიქრო და განვითარდე პიროვნულად. მის სწავლებას არასდროს აქვს “სწავლების“ ფორმა. არასდროს გეტყვის რაიმეს პიდაპირ, სანამ თავად არ მიხვალ პასუხამდე. შემდეგ ეს პასუხიც იცვლება შინაგან განვითარებასთან ერთად, მაგრამ ამავდროულად  ყველა ეს პასუხი სწორია და კონკრეტული, იმ დროის მონაკვეთს მორგებულია, როდესაც ის დაიბადა.

 

მისი მხრიდან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია მხოლოდ სიყვარულის ჭრილში მიმდინარეობს.

 

მისი გაბრაზებაც კი საოცარია, თავისი ომახიანი და არაამქვეყნიური ბოხი ხმით  დაბადებული და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვა, საოცარ ჰარმონიულ სინთეზს ქმნის და მაშინ ხვდები სიყვარულით რომ გაგიბრზადა, როდესაც მისგან წასული, არანაირ უარყოფით ემოციას არ გიტოვებს.

 

არ გეტყვის როგორი ცოდვილი ხარ, არც გაგრძნობინებს, მხოლოდ მოგიყვება საკუთარ გამოცდილებაზე, რომელშიც აუცილებლად დაინახავ საკუთარ მანკიერ თვისებებს.

 

სინანული მოდის მყისიერად. აი ამ დროს კი დაგამშვიდებს, დაგაწყნარებს და დაგანახებს მიზანს ცხოვრებისას, რომელი მიზნის გარეშეც აზრი ეკარგება ადამიანის არსებობას და იგი ცხოველს უფრო ემსგავსება ვიდრე ადამიანს. ამ მიზანს კი სულიერ პურს უწოდებს . 

 

სულიერი პურის მისაღებად ადამიანის მომზადებას გვამის განწმენდა სჭირდება. მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ცნობიერად მიიღოს გადაწყვეტილება, აირჩიოს გზა ჭეშმარიტებისაკენ მავალი. მანამდე კი განწმენდა...  გაჯანსაღება სულიერ-ფიზკური სხეულებისა შეფარვით გამატერიალურდა და მიიღო  კ ო ს მ ე ტ ი კ ი ს სახე.

 

მისი სწავლების ფორმა ჩამოგაყალიბებს პიროვნებად და არა მიმდევრად. მიგახვედრებს რა განსხვავებაა გამეორებასა და  საკუთარ გამოცდილებას შორის, რომ მხოლოდ პიროვნულ გამოცდილებას ჰქვია ცოდნა. ამ ცოდნის მისაღებად კი საჭიროა ქართული სიტყვის ნამდვილ არსში წვდომის უნარის გამომუშავება,  რომელიც ამართლებს ჭეშმარიტებას:

  

„პირველითგან იყო სიტყა, და სიტყა იყო იგი ღმერთისა თანა,

და ღმერთი იყო სიტყვა იგი“.


 

ელენე გონაშვილი ზერეკიძე

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE