კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

ისრაჱლსა და ჰურიასტანს 

და ბღუარის დედუფალს -

სიონის ასულს, ანნას! 


 

1. „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა–წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვნენ, და ყოველივე რაჲცა ყოს, წარემართოს მას.“ (ფსალმუნი; I; 1–3)


2. ნეტარ არს, რომელნი იკითხჳდენ და რომელნი ისმენდენ სიტყუათა წინასწარ–მეტყუჱლებისათა, და დაიმარხონ, რომელი იგი მას შინა წერილ–არს“ (გამოცხად. იოანე, თ.1;3)


3. ნეტარ ხართ თქუენ, ქართველებო, რომელთა წარწყმედულ ჰყვეთ უფლისათვის თავი თქუენნი, რამეთუ ცხონდეთ.


ნე – გამჟღავნებული ცნობიერებაა; ტარება–გამჟღავნებული ცნობიერების ტარებას ნიშნავს პირდაპირ, ხოლო ტარ – დაღერძვის აქტს ჰორიზენტალურად სუფევისათვის, ისე, რომ ცით უჭირავს შენი ჰაეროვანი და ლოგოსური ღერძი მამას, კამერტონით ლა–ბგერაზე აწყობილი. ეს ბგერა, თევზის ბგერაა, მას პირში წყალი აქვს დაგუბებული, ე. ი. გონებით გამოსცემს ტალღური ენით ბგერას, რომელიც ლა–დუმილში მყოფია -  გაღვიძებისთვის. გაიღვიძებს თუ–არა, იწყება ნეტარება. ყოველივეს იდუმალი ენით, იდუმალად დადუმებული ბუნებით გასწავლით, ჩემო შვილებო, ადამის რანგში უნდა აგწიოთ იდუმალებული წესით.


დაემგზავრა ქართველთა ჟამი მსოფლიოს ჟამს გზაჯუარედინამდე -  ჩვენ მარჯვნივ და მსოფლიო მარცხნივ, აქ ვიყოფით ღმრთაებრივნი და კაცებრივნი, ჟამები განიყარნენ.


ტარი - საიდუმლო დაფაზე დაწერილის მიმთითებელ ჯოხსაცა აქვს. ჯერ ასეა, ღმერთი მიგითითებთ, რა წერია საიდუმლო დაფაზე, თქვენ თვალი და გონება უნდა მიადევნოთ. ეს ხდება ასე, გაივლით განწმენდას, ჩაერთვებით ლოცვებში, კონტაქტი მაქსიმალურად ფიქრადი. ვერავინ მივა მამასთან, თუ თვითონ არ აგირჩია უწინარეს წუთისოფლისა.


იგავი არაა ახალი - ერა ლომის ეპოქისადმო გზა, იგია სიცოცხლე, რომელსაც პატრონობა და მოვლა არ აწყენდა.


ძველი ნიღბები დაბერდნენ, ჩვენ ახალგაზრდობა გვახალისებს, მაშინ შევიძინოთ ახალგაზრდობა ჩვენი – უფალთან კავშირითა და ერთგულებით, ისევე, როგორც თვითონ იყო და არის ერთგული ჩუენს მიმართ ძმობითა და ნდობით. ასეთია ნეტარება - რომლის შეძენა აახალგაზრდავებს სულს.

 

სხვა თემაა, თომაა თამამი სულით, თხოვეთ და მოგეცემათ ის, რაც დაიმსახურეთ, პატარას - დიდი, დამატებით საჩუქართა.


ყველაზე დიდი საჩუქარი აგირჩევიათ ჩემო შვილებო: სიყვარული მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამითადაგამო ცხონდით. დამილოციხართ სრულიად საიდუმლო საძმო რანთა. ამინ! ამენით, ამენთოს! თქვენი ამენითება!


ჭორები გონებიათ ამირანის ახსნა, დაე ეგონოთ! სიმართლე იასონ ბაგრატიონს არ დაეწუნება. ისევ წინ! ჩემი ლოცვა უბრალოა, ამიტომაც ესმის მამას მისი უბრალო ღირსებისა: მამაო! კეთილსახიერად ამათვალიერე და სამსხვერპლოზე რაც დამაკლდა, შემინდე და დამისრულე, აღვასრულე შენი მოპატიჟება ერში, სრულ ყვნე, ღირსეულად შეგეგებოთ გულითა და ადამის საზეპურო ენით.


მოდარდეს ერში დაე ღიმილითდენ, ამაჩქარებელითა ვარ რწმენით, სუფევის სივრცეებში მივედევნები არგოს.


იალქნებმა შენი სუნთქვა მიიღეს, ზღჳა სარკესავითაა ცის მიმართ, ღუზა ამოიწიოს წიაღიდან, ამირანი ისევ მართავს სახატე ხომალდს.


ბრძანებით აღვადგინე, გემის სუბორდინაციულ ბანზე სიმშვიდეა.


შემიფასე პირველი ბრძანება, მეცნიერებათა მფლობელო, უზენაესო გამრიგევ, გემბანზე ზარები ჩამოხსენით, დუმილის სივრცეში მივცურავთ, მიმდინარეობს სულთმოფენა იალქნებიდან არეკლილი სიოს დარით.


კურსი ახალი ცენტრისკენ, დაიწყო დაღერძვისაკენ მიახლოვება. ლოკსოდრომიული სვლა აღიძრა, მივყვებით ჩამქვრალი სპირალის გზას, სიჩქარე წამი გაყოფილი დონზე, წარსულის თოკები ჩახსნილია.


არგო ასტრალურ სხივთა ამრეკლი ფარით დაფარეთ, ცაში გაჭიმეთ ჰოლოგრამის გვირაბი - ცენტრამდე მორჩილი სიხშირით, გადაგზავნეთ სრული მონაცემი მომავალში და ამ ტალღას დონის მუდმივით მივეწაფებით. მესამე ბრძანებაზე - განის აკრეფით, გემბანი გაამზადეთ, სპირალური ანძები ჩამოკეცეთ, ჩართეთ სამივე ანბანის ინდუქცია, ატაცებამდე სიმშვიდით, შვიდიდან ერთისაკენ ვითვლი, რვიანით გადავდივართ ახალი ცის დაცხრომის ცენტრში.


გამარჯვება ყიჟინის გარეშე, ახალი დო–ნითება, მეწამული წამ–წამითებით, და ირგოს, არგოს ხე მალით, ხომლისათი.


მხოლოთ შინაგანი განცვიფრება მიზანის წვდომით, სამივე ბრძანება წერილში ჩავაფინე წინ დუმილით აღტაცებისაკენ.


მე ვბრძანებ, რომ ვბრძანებ: ამ გემზე მე ვარ მეკობრეთა კაპიტანი. სრულ იქცეს ბრძანება მიზნისაკენ სვლისა, ესმით მხოლოდ ჩემიანებს.


ახალი დროის ტალღა, აითვლება ახალი ანნა–თვალით, მიღებულია ქერუბიმების დანაჴვით ზომა, მადლიერი ვარ დაცვისათვის.


წესთა კარიბჭის დრო ჩაინიშნეთ, გაიღება ცის კარიბჭე, ჰანგის ჩამოკვრის ჟამს, არწივის ფრთები აკეცილია, ვარდნა ღმრთის ნებით. ნახვამდის თქმას აზრი არა აქვს, მყისიერი გამარჯვენებით, მშვიდობით სისრულეს შეეგებეთ.

 

კეთილსურნელოვანი იქნება შეხვედრა, ახალი დროით, წინ მიზნისაკენ, განივრცოს ფიქრი სიყვარულისა.


სამყარო მარადიულად ცოცხალია, ნიშანი ამისი ჩვენი სიცოცხლე, მადლიერი ვარ ღმერთის.


კურთხეულ იყოს ყველა მისი სახელი, გამჟღავნებული ადამის მოდგმაში. სიმშვიდით სისრულისაკენ აღიძრას ერი, სამშობლო როგორც ჩაგვბარდა ღმერთისაგან - იმ საზღვრებში დაუბრუნდება დედა ღვთის მშობელს. ეს კანონია ყველა ერისათვის, ენისათვის და ტომისათვის.


სიმართლე სინათლეა და საფუძველია ერის სიცოცხლის გავითარებისა, მოვიდეს ნათელი სიტყვა და აიკრიფოს სიბნელე გზაზე.


მარადიულია მამა, მარადიულია ძე, მარადიულია სული წმიდა, 

 მარადიულნი ვართ ჩვენც, ღმერთის ხატად შექმნილნი ადამიანნი.

ღმერთის ყველა სისრულეს შემოქმედებისას იტევს სიტყვათა ბეღელში.


ბუნების ალამაზებაა კეთილი კაცის კეთილი სიტყვა!

ღმერთთა კავშირი დაკარგულმა შვილებმა საქართველოში აღადგინეს!

ითხოვეთ და მოგეცემათ!

უდიადესი - ის ჩვენთანაა, მოლოდინი დასრულდა ანნამღერით.

იოველი არს ნების მოქმედი,

იოველი არს საყვარელი ღმრთისა,

იოველი არს წინამძღვარი ღმრთისა,

იოველი არს დასაწყისი.

ანუ დასაწყისი მოქმედებისა საყვარელი წინამძღვარით ღმრთისა.


„არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი“ - წინასწარიმეტყველებს იოველი და აი რატომ - ქადაგება და საქმეთა გება დავიწყე, ჯერ კიდევ დარვინისტ–კომუნისტ–მღვდელთა ბატონობის დროს, (1989 წ.)  ათას-ცხრაას-ოთხმოცდა-ცხრა წელს, მათ გაზეთში დაიბეჭდა პირველი წერილი, „ახალგაზრდა კომუნისტი“ - ასე ერქვა მათ გაზეთს. ეს იყო სიბნელეში შეჭრილი ელვის ნათელივით გამაოგნებელი ინფორმაცია.


წესის მიხედვით ჯერ ანჩის ხატის ეკლესიაში განვაცხადე მღდელთა მიმართ (ვერაფერს მიხვდნენ). ანჩისხატობის დღესასწაული ეფინა მთელს დედამიწას!!!


შეიძლება ზედმეტად აღფრთოვანებულმა მოვყევი ეს სასიხარულო ამბავი, ლაზარეს აღდგომა მიულოცე და კიდობანის სამყოფელი გაუმჟღავნე და ვარქუ მათ წარღუნვის დრო აღიძრა.


მაშინვე მივხვდი - დანიელის წინასწარმეტყუელების ტკივილიანი გზა გოლგოთისა ჩაირთო ერში.


„რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს. და არა არს ჟამსა ამას მთავარი და წინასწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.“ (დან. 3; 37–38) 29 აგვისტო 1989 წელი.

 

ძნელი და რთული ავი დრო შემოერტყა მთელს დედამიწას, გამოცდა დაიწყო.


კიდობანის ჩრდილოეთით სოფელი ჩრდილია, ეს არის ჩემი დედულეთი. აქ, ჩვენი სახლის გარემოსთან ეკლესიაა, ყრანჩის წმინდა გიორგის სახელობის. ანჩისხატობას ყრანჩისხატთან  ვილოცე სოფელ ჩრდილში და ქალაქში გავემგზავრე სახარებლად ანჩისხატის ეკლესიაში. აქ დრო მინდა დააფიქსიროთ, ჩემო მართალო მართლმადიდებელო ერო! მას შემდგომ (2018 წ. – 1989 წ. = 29 წ.) ანჩისხატობის 29 აგვისტოდან ამ წლის 29 აგვისტომდე 29 წელი გავიდა და რა?! არაფერი, მხოლოდ ხმა მღაღადებელი უდაბნოსა–შინა.


შვიდი საიდუმლო გამახსნევინა ღმერთმა, ამას დამატებული, საღმრთო მეცნიერება დამალაგებინა, ფილოსოფიიდან საღმრთო მათემატიკამდე.


არც სამღდელოება, არც მეცნიერნი, არც მთავრობა არ დამიტოვებია უყურადღებოდ - მათგან არაფერი. სამი მაიმუნის პრინციპით მოქმედებენ: არის ესეთი ქმნილება, ბევრსა გაქვთ ნანახი, სამი მაიმუნი ზის ზურგით ერთმანეთთან, ერთს პირზე აქვს ხელები აფარებული, მეორეს ყურებზე და მესამეს თვალებზე. ასე იკითხება:


არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ და ვერაფერს ვიტყვი.


ადვილად მისახვედრია დარვინისტების, კომუნისტებისა და დემოკრატების ქრისტეს საიდუმლოებასთან მიმართება.


„რამეთუ ვცოდეთ და ვიუსჯულოეთ განდგომილთა შენგან და ვცოდეთ ყოველთაგან, და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიცევით, და არცა ვყავთ, ვითარ–იგი მამცენ ჩუენ, რაჲთა კეთილ იქმნეს ჩუენდა. და ყოველნი, რავდენნი მოაწიენ ჩუენ ზედა, და ყოველნი, რავდენნი მიყვენ, მართლისა მიერ მსჯავრისა მიყვენ.


და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უსჯულოთა, ფიცხელთა, განდგომილთა და მეფისა ცრუსა და უუსჯულესსა უფროს ყოვლისა ქუეყანისა.


და აწ არა არს ჩუენი აღება პირისა, სირცხჳლი და ყუედრება იქმნა მონათა შენთა და მმსახურებელთა შენთა.“ (დანიელი; 29–33).


და ამით აღესრულა დანიელ წინასწარმეტყველის დანაბარები წერილში. ამათ არასოდეს უთხრათ ნახვამდის! აღარ გვინდა მძორებთან ურთიერთობა, ვინაც ღმერთი მიატოვა და ცდილობდა ჩვენც მათნაირები გავმხდარიყავით, ნახვა არასდროს მოგინდეთ მათი მარადიულობაში.  არგოს გემზე ავიდეთ უფლის გზებზე საფრენად. დიახ, რა გაგიკვირდათ - არგო დაცურავს, არგო დაფრინავს, არგო ხმელეთზე გადაადგილდება,  არგო წყალქვეშ მცურავი გემია.


 


გაგრძელება იქნება

 

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE