კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა

 გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,

 რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა


 

თავი


 

და თქუა მესამისა თავისათჳს, რამეთუ: ბუნებაჲ კაცისაჲ 

უპატიოსნეს არს ყოველთა შორის, რომელნი გამოჩნდეს 

დაბადებულთაგან

 

 

ჯერ-არს, რაჲთა არა დაუტევოთ ესეცა გამოუძიებელად, რამეთუ დაბადებაჲ ამის ქუეყანისაჲ დიდებულისაჲ იქმნა ოთხთა ამათგან ნივთთა მწრაფლ. და არსებად მოვიდა ძალითა ღმრთისაჲთა და აღემართა ბრძანებითა ღმრთისაჲთა მეყსეულად.

 

 

ხოლო შესაქმესა კაცისასა განზრახვაჲ წინა-უსწრობს, ვითარ გამოისახოს შექმნული და ვითარ იყოს სახითა შემოქმედისაგან და ვითარ ეგების ყოფად და რასა მიამსგავსოს და რაჲ იქმნეს და რაჲ იყოს საქმჱ მისი და ოდეს დაებადოს და რასა ზედა მთავრობდეს. უსწრო სახემან ამას ყოველსა შინა, ვიდრემდის მთავრობაჲ მისი იქმნა უწინარეს დაბადებისა მისისა და ვიდრე ყოფადმდე მისა მოიგო მთავრობაჲ, ვითარცა თქუა წიგნმან: „და თქუა ღმერთმან: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა. და მთავრობდეს თევზთა ზედა ზღჳსათა და მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და ყოველსა ქუეყანასა“.

 

 

ჵ საკჳირველებაჲ, რამეთუ რაჟამს მზჱ დაებადებოდა, არა უსწრო განზრახვამან და არცა ქუეყანისა და ცისამან. და ყოველნი, რომელნი არიან დაბადებულნი სიტყჳთა მისითა, დაებადებოდეს გამოუსახველად ვინაჲთ გინა ვითარ. და ესრჱთვე ყოველნი არსნი, რომელთაგან არს ჰაერი და არმური და ვარსკულავნი, ზღუაჲ და ქუეყანაჲ და ცხოველნი და მცენარენი - ყოველნი ესე შეიქმნნეს სიტყჳთა ღმრთისაჲთა. ხოლო შესაქმჱ კაცისაჲ მარტოდ ოდენ დამტკიცებით შექმნა დამბადებელმან ყოველთამან, ვიდრემდის განუმზადა მას ნივთი დასამტკიცებელად მისა. და მიამსგავსა იგი ძირსა მას შუენიერსა და უსწრო შემოკლებითა, რომელი მისა შეიქმნა, რაჲთა დაჰბადოს ბუნებაჲ, მიმსგავსებული საქმესა თჳსსა, რომლისათჳს აებადა.

 

 

 

„შატბერდის კრებული“

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE