კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 


დავიბადე სიყვარულში, სიყვარულით სრულყოფილი, სიყვარულის ძე. ყველას გაუხარდა მეგონა, როდესაც დამინახეს მზე. სამყაროს მივენდე - დამითბა დღე.

 

II


ყველას ვემსახურე, დაღლა გადავდე, დაღლის ჭურჭელი გამიცვდა, კინაღამ ჩაქრა მზე, ისევ ნაპერწკალიდან აღვენთე, სიკვდილი არ დავიჯერე, ახლა რთულ კითხვას დაგისვავთ, რად მატყუილებთ მე? ხელი შემიშვით ქაჯებო თვარა დაგიბნელებთ მზეს.

 

III


მოვედი, რათა ვაცოცხლო - ჩემი ბავშვობის ყველა დღე, თქვენ გაიძვერა ფიქრებით ნაძირლად შემომზღუდეთ, გვამებში იხითხითეთ და მძორნი იხარეთ, სიცრუის დაფდაფებს შემოჰკართ, თვალს დაიბნელეთ მზე, ჩემთა ძუალთა ნატკენთა, ნუგეში მოპარეთ გზებს, მაინც ვილოცვი პირმართლად, ვერ გამსტეხს ქართა დრონია, გული გონებას ანათებს,რწმენა კი თვითონ მზეს.

 

IV


ტყუილის პირობათა ოსტატნო, ღალატის საძირკველნო გვამებო, გატყავებულო გველებო, კარგად მომისმინეთ! ვერა მცვლის თქვენი ხრიკები, მე კვლავ ვუბრუნდები მზეს.

 

V


ესეც მე მეკუთვნის, ვიბრუნებ ყველაფერს რაც წაიღეთ უმადურებო, ჩემს სითბოს, ნათელ სიტყვებს, ქაჯნო, რაც არ გეკუთვნის თქვენ, თქვენზე დახარჯულ დროს და ჩემს ბრდღვიალა მზეს.

 

 

გიორგი შავი ცხენიდან, გადაჯდა თეთრ ბედაურზე.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE