კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

კრონოსო ესე ვარსკვლავი არს მეშვიდესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ალბასტრო. ხოლო მოიქცევის ცა ესე დასავლიდან აღმოსავალისა მიმართ ოცდაათთა წელიწადთა შინა ერთ გზის. ხოლო ამისა სახეობასა იტყვიან ბერის კაცის მსგავსობასა, მარჯვენასა ელსა აქვს ცეცხლი და მარცხენასა ელსა გველი მობოკლილი. კრონოსი გადმოითარგმნების სისავსედ გონებისად ანუ სიმაღლედ (ასევე სიმაძღრედ, რამეთუ ყოველი სავსე მაძღარ არს). /სულხან-საბა/

 

კრონოსი (Kronos, რომ. Saturnus) - პირველი თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსისა და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი, დედის (დედამიწის) შემაწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზეც ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. “ოქროს ხანის’’ ცივილიზაციას რომ შევსწვდეთ ჯერ ქართველები და მერე სხვა ერები, ენები და ტომები უნდა ეზიარონ ლაზარეს ენას აღდგომით, უფალი იესო ქრისტეს დანატოვარ მოგვურ ცოდნათა აღმართებასა და აღდგომას ერში.

 

კრონოსის დღე შაბათია და შაბათი ებრაული არს, განსვენებად გადმოითარგმნების, ხოლო ქართულად შაბათისა სახელი არს კრონოსისა, კვირიაკისა - მზისა და საუფლო, ორშაბათისა - მთოვარისა, სამშაბათისა - არიასი, ოთხშაბათისა - ერმისა, ხუთშაბათისა - აფროდიტისა, პარასკევისა - დიოსისა. /სულხან-საბა/

 

კრონო-სი, სი იდეის მიმართების და ენერგიის ერთობლიობის, სხივური ფორმაა ინფორმაციის. კრონო - კი სივრცულ ფორმაში მომყვანი არსია პროცესისა, მაგ.: შე-კრან, მია-კრონ, ა-კრონ; ო  - სფეროა ანუ “კრისტალიზაცია’’, ფორმაში მოყვანა, ასე ამოიკითხება კრონ-ო-ში - სი ანუ სხივური ენერგია, როგორც თონეში პური ჩაეკვრება, შედის სფერული წონასწორობის ბუდეში (ენერგეტიკულში), ემორჩილება ფორმათა გამოვლინების კანონებს და კრისტალური მესერის მსგავს ფორმას იძენს. ამ კრისტალიზაციის პროცესს კრონოსი ჰქვია, ხოლო უკუ პროცესს ქრონოსი. უკუ პროცესის გამოვლინებას - დროის დაბადება ჰქვია, ამიტომაც ქრონოსი დროის მეუფეა. სიტყვასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, ქრება ბმა ფორმათა, ქრონ - გააქრონ, იქრონ ანუ იქრენ. გაუჩინარდნენ ვინც ღრმად ჩასწვდება სიტყვაში ჩაფენის საიდუმლოებას, ის იბატონებს დროზე, როგორც ენერგეტიკულ სივრცეზე სხვადასხვა დროში სამოგზაუროდ.

 

მადლობა მინდა შევსწირო ჭეშმარიტებაში მცხოვრებ ებრაელ მამებს, რომლებმაც ღრმა გააზრებით იციან, რომ ღმერთის იქით გზა არ არსებობს და დიდი მოთმინებით ელიან მისგან ბედისწერის საიდუმლოებათა ეროვნულ მიზანს.

 

შაბათის წმინდა სამყოფზე მინდა მოგიძღვნათ “გამოსვლათას’’ მეოცე თავი ორიგინალში ანუ ქართულად, რადგანაც დიადი შაბათი ათასწლეულოვანი დამთავრდა და იწყება ახალი შემოქმედების დრო, დრო ესავისა და იაკობის შერიგებისა - ძმის ძმასთან დაბრუნების დრო.

 

ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი თქვენს ავ-კარგიანობაზეც და დიდ სიკეთეზეც კაცობრიობის მიმართ, მაგრამ არა აქ!

 

“და იტყოდა უფალი ამათ სიტყუათა, მეტყუელი. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგპტით სახლისაგან კირთებისა.

 

არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თნიერ ჩემსა.

 

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველნი მსგავსება, რაოდენი ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა - ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშეთ ქუეყანისა. არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

 

და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელნი დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

 

არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმინდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მამისა ამაოსა ზედა.

 

მოისენე დღე შაბათთა წმინდა-ყოფად მისსა.

 

ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნა ყოველნი საქმენი.

 

ხოლო დღე მეშდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნა მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი

მკდრ არს შენ შორის.

 

რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანა და ზღუა და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშდესა. ამისთს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმინდა-ყო იგი.

 

პატივ-ეც მამა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოქცეს შენ.

 

არა კაც-ჰკლა,

 

არა იმრუშო,

 

არა იპარო,

 

არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუთა,

 

არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მევალსა მისსა, არცა არსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რა არს მოყუსისა შენისა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE