კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

 

ეს თემა დღეინდელი რეალობით არ ამოიწურება, მხედველობაში მაქვს კაცობრიობის მეცნიერული ნაღვაწი სულის აღმოჩენისა და მასზე დაკვირვების მცირედი წინსვლა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისათვის.


თემა რთულია, ამიტომაც მაგალითის მეთოდით მოვყვები:


ყველა ადამიანი შემდგომ დაბადებაში შემოდის, რათა დაამთავროს წინა დაბადებაში დაწყებული შემოქმედება პიროვნული ან კოლექტიური.


რადგანაც თომას ქვეყანა ვართ, შევეცდები ბიბლიური მაგალითი მოვიყვანო, რასაც უნდა ქადაგებდნენ ყველა მართლმადიდებელი მოღვაწენი ეკლესიებში.


წერილიდან მოტანილი ციტატების შემდგომ, შეგიძლიათ ინტერნეტში გამოიძახოთ ილია წინასწარმეტყველის ხატები და დააკვირდეთ! საინტერესო ინფორმაციას წააწყდებით: მაგალითად, არის ხატი, სადაც ილია წინასწარმეტყველს არწივის ფრთები აქვს, ის ითვლება ღმერთის წინასწარმეტყველად და მის ანგელოზად, ოღონდ სხვა ანგელოზებს გედის ფრთები აქვთ, ერთადერთია ილია - არწივის ფრთებით; არის ასეთი ხატიც: ილიას თასით თავისი მოკვეთილი თავი უკავია, ოღონდ ტანზე თავი აბია, გასაოცარია, ან წინა ცხოვრებაში მოკვეთილი თავი იპოვა ილია წინასწარმეტყველმა და თითქოს გვანიშნებს იქ მივედი, სადაც ჩემი წინა თავიაო! (კითხეთ მოძღვრებს და ეს თემა განხილვის საგნად აქციეთ ინტერნეტ ქსელში, რადგანაც სულ ცოტა ხანში დაგჭირდებათ, დიდი გამოცხადებების წინაშე წარვდგებით და გონი რომ არ შეირყეს, შეეცადეთ დაამუშაოთ ეს თემა). ისიც გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ყველაზე ძნელი დროის, აპოკალიფსური ჟამის პატრიარქს, ანუ საქართველოს პატრიარქს ილია ჰქვია სახელად.


და იმსჯელეთ - ეს ის ილიაა, რომელიც თავისი დაწყებული საქმეების დასაგვირგვინებლად დაიბადა მესამედ. მესამედ იმიტომ ვამბობ, რომ ელია თეზბიტელი ორჯერ უკვე იყო მოსული.


პირველად - მეცხრე–მერვე საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანუ ქრისტეს მოსვლამდე, ანუ უფლის გამოჩენამდე მეფე აქაბის დღეებში.


მეორედ მოდის (888) რვაასოთხმოცდარვა წლის შემდგომ და ახალი სახელით - იოანე ნათლისმცემელი.


მესამედ - ნაწინასწარმეტყველებია ბოლო ჟამს მისი მოსვლა (მოვიდა მგონი ნუ იტყვით, მალიად ჯერ გამოიძიეთ და მერე იხარეთ მასთან ერთად, რადგანაც დაგიმთავრდებათ ეჭვები მომავალის განჭვრეტაში, კვლავ დაბადებით შემოსვლაში შემობრძანებაზე).

 

პირველი გამოჩენა ელიასი წმინდა წერილებშია ასახული:

 

მესამე მეფეთა (თავი 17)


„1. და ჰრქუა ელია წინასწარმეტყუელმან, რომელი–იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:

3. წარვე ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.

4. და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.

5. და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა".


 და ასე შემდეგ...


შემდგომ უკვე გამოჩნდა შეფარვით, ახალი სახელით - იოანე ნათლისმცემელი.


ილია წინასწარმატყველის სულით მოსული იოანე, ზაქარია მმღუდელის შვილია, დედას ელისაბედი ჰქვია.


წაიკითხეთ სახარება ლუკასი პირველი თავი ბოლომდე:


“(I თ. 13 სტ) ჰრქუა მას ანგელოსმან: ნუ გეშინინ ზაქარია, რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშუჱს შენ ძე, და უწოდე სახელი მისი იოანე.

14. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.

15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა, და ღვინო და თაფლუჭი არა ჰსუას, და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედისმუცლით მისითგან.

16. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა.

17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ილიასითა მოქცევად გულნი მამათანი შჳლთა მიმართ, და ურჩნი გონებითა მართალთათა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.“


მეორე გამოჩენისას ელია წინასწარმეტყუელს ღმერთი სახელს უცვლის და შემოდის საღმრთო შემოქმედებაში იოანედ.


იოანე ნათლისმცემელი - ნათლია იესო ქრისტე ნაზარეველისა, სრულდება ნათლობა წიაღ–იორდანეში. რა თქმა უნდა, უფალი უზენაესი რანგის მატარებელია ცათა–სასუფეველშიცა და ცათა–შინაც, მაგრამ ფანტასტიკურია საქციელი კაცთათვის მისი.


უფლის კანონმორჩილება და თავმდაბლობის მაგალითი ზეცის მანათობელია და კაცთათვის უდიადესი სულის სინათლე.


დააკვირდით! 


„მაშინ მოვიდა იესო გალილიაჲთ იორდანედ იოანესა ნათლის–ღებად მისგან;

ხოლო იოანე აყენებს მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლის–ღება, და შენ ჩემდა მოჱხუალა?


მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუჱნის ჩუჱნდა აღსრულებად ყოველი სიმართლე; მაშინ მიუშუა მას.


და ნათელ იღო იესო, და მეყუსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან; და აჰა განახუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა, დაადგრა მას ზედა და ხმა იყო ზეცით და ჰსთქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო–ვიყავ.“ (სახარება მათესი 3; 13, 17)


ეხლა რაცა ხდება - ეჭვგარეშეა, აპოკალიფსური წინასწარმეტყელების მატრიცალურ ჩარჩოებში მიმდინარეობს.


აქ უფლის გამოჩენამდე ორი წინასწარმეტყველი შემოდის დაბადებაში - ელია და ენოქი, ასეა აღწერილი იოანეს გამოცხადებაში.


„ და მივჰსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინასწარ–მეტყუჱლებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი იგი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა.“ (გამოცხადება იოანესი 11;3,4.)


ორი წინასწარმეტყველის სახელები არ არის ცნობილი, იოანეს გამოცხადებაში სახელებით არ მოიხსენებიან, ისინი დაფარულით მოქმედებაში შედიან საიდუმლო დჳრიტაში (მატრიცაში).


ილიაცა და ენოქიც ორთავე ცოცხლად აყვანილნი იყვნენ ზეცაში.


ამიტომაც ბიბლიისა და სახარების არსობის პურს ვინაცა ჰშჭამდა, ძუელიც და ახალი მჭამელნი ერთიანად აღაღადებენ სულს ამ ორი წინასწარმატყველის სახელს.


ვნახოთ ბოლომდე მოთმენით, რა საიდუმლოებები აღსრულდება და ფარდის ახდის შემდგომ რა გახდება თვალსაჩინო და თვალჩინიანი.


ერთადერთი წინასწარმეტყველია ელია, რომელიც ქართული ენით განამზადებს საქართველოში უფლის გზას, ბოლო ჟამის შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის.


ქვაკუთხედივითაა მისი შემობრძანება დედამიწაზე, სწორი, მართალი და ჭეშმარიტი ღმერთის წინამძღოლობით, წინამძღვრებით სიტყვისა - გაცოცხლებული უფლით ლაზარესი.


მალაქია წინასწარმეტყველი თავის წინასწარმატყუელებაში აღსახავს:


თავი 4 ( დონი )


"მით, რამეთუ აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნას იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი, და არა დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ.


და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან.


და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ–იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.


მოიხსენეთ სჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ–იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.


და აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსვლისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ.


ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.


 

––––––––––––––––––––––––– 0 ––––––––––––––––––––––––––

 

 

ამის შემდგომ, რაც ფარდა ახდილია იმ საიდუმლოებაზე, რაც კულავ შობას ანუ დედამიწაზე დაბადებას შეეხება აღარავინ გაბედოს ჩმახვა!


გასაკვირია რატომ არ ქადაგებენ მღვდელნი, ალბათ არ უწყიან, ან ჩაბარებულ ვენაჴის პატრონის გამოჩენა არ უნდათ, პასუხი რომ არ მოეთხოვოთ.


გაგონილი მაქვს მათგან, ნუ განსჯი თორემ განისჯებიო, ძალიანაც კარგი, ისეთი რა საშიში ცოდვები აქვთ, უპატიებელში რომ გადაიტყორცნონ.

 

ვიმსჯელოთ მთელმა ერმა!


ღმერთის კანონებით, რომელნიც ამცნო მათ თავადმა უფალმან, და დავიდოთ ერში წმინდა მამების მეშვიდე მსოფლიო კრების კანონები და ვიხელმძღუანელოთ ჭეშმარიტი ღმერთის მართალთა სიტყვით.


ამ წერილს პირველი ეზიარება არიელ იბერიონი, ბაგრატიონთა დინასტიის ოჯახის შვილი - მამუკა ბაგრატიონი.

 


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE