კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მართალთა დრო დამწიფდა, დასხივოსნდა, სამყარო ღმერთის ახალი ნებით გაიჟღინთა.

 

ტვირთივით ნუ გაწევს ახალი სიცოცხლის ძალა ჩემო ერო, აღმაფრენის დროა, დროა უხილავ მწვერვალებს მისწვდე, ფართო ხედვით დიდდი, მხოლოდ წრფელი იყავი საკუთარი თავის წინაშე.

 

წინ საიდუმლო ქალაქისაკენ! იერუსალჱმო, საიდუმლოებათა ფარდა მოიხადე.

 

განსულიერებულო! შენ დიდ-სამყაროს ღირსეულო მკვიდრი ხარ, გაღვიძებას გილოცავ ხმატკბილი ღვიძილის-პირულით.

 

ზეციდან გლოცავენ უხუცესები, იწყება დიდი გახსენება, იმედია მეც გამიხსენებთ, გამიხსენებთ თუ არა ისევ იმას გეტყვით: მიყვარხართ და ამიტომ არ დავდუმდები.

 

წინ დაფარული ქალაქისაკენ! ანთებულია ისრაჱლში სინათლე, კურთხეული ხართ უდიადესი ქალაქის მასპინძელებად, ცხონდით მარადჟამს. ღვთაებრივი სურნელება მოეფინა სამყაროს, ლაზარე ახლებურად საუბრობს, ენის ხემ კჳრტების გაშლა დაიწყო, ყველაფერი ზომიერებას ემორჩილება. გამოხსენით სარკმელები და აღდგომას ეზიარეთ.

 

ქართველებსა გვაქვს გამძაფრებული ერთი დიდი რამ, სადაც არ უნდა ვიმოგზაუროთ, სახლში დაბრუნება გვიხმობს სამშობლოს სიყვარულით. მეორე ის არის, რომ ადვილად ვუგებთ მსოფლიოს და მიუხედავად ზოგიერთი მტერისა, ვხვდებით რა უსუსურები არიან, ვპატიობთ და მზად ვართ დავეხმაროთ, თავად რანაირი ბედისწერაც გინდა დაგვეხატოს სიმძიმით, მაინც თანაგრძნობისა და უსაზღვროდ დიდი სიყვარულის შვილებად ვრჩებით. უეჭველია, ჩვენ ქრისტეს ავამღერებთ ჩვენს გულებში.

 

 

აღდგომას გილოცავთ!


აღდგა უფალი,

აღდგა ბუნება,

აღდგა ქართველი ერი,

არდგა ქართული ენა,

მღერის სული და გული,

მღერის გონება მხილველი ღმრთისა, ანუ მღერის ისრაჱლი.

მგალობლებო, იგალობეთ ახალი საგალობლები.


სიკვდილთან, რომელიც მოგვატყუეს, სიკვდილის შვილებთან უფალმა გაიმარჯვა, სიცოცხლის მარადიულობას აეხადა ფარდა და სიცოცხლე მორცხვი ქალწულივით გაკეკლუცდა.


კავკასიონის მარადიულმა დარაჯებმა გაიღვიძეს და ქვეყანა მშვიდობით ამღერდა.

 

 

გეზიარები უფალო!


 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE