კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

კაცნო! დედა-კაცნო და მამა-კაცნო, რომელთა ყურნი გაბიათ და ისმენთ, პირ გაქუთ და იტყთ, თვალცოცხალ ართა და ედავთ, ყე - ადიდეთ უფალი და მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.


სახლი ისრაელისა აკურთხევდით უფალსა და იტყოდეთ - კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკდრებულ არს იერუსალემს. შემგეგებელნი მასპინძელნი იტყოდენ ამინ! დიდება მამასა, ძესა და წმიდასა სულსა!

 

ამინ - ამენით - ამენთოს გზები უფლისა!


სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა და იტყოდეთ - კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკდრებულ არს იერუსალემს. ჩჩლთა ბაგენი ღაღადებდნენ დიდებასა და კავკასიონის მთებს დააჩნდეს ნათელი.


სახლი ლევისი აკურთხებდეთ უფალსა და იტყოდეთ - კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკდრებულ არს იერუსალემს. მოციქულთა დასი იტყოდეს ამენს! ამენით ამენთოს! მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.


აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფლისა, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.


სახლი გიორგისი აკურთხევდით უფალსა, შეუძღნიდით სიმღერასა ახალსა, მოიხსენიებდით რჯულსა ღმრთისასა, რომელ ამცნო უფალმან მოსეს ქორებს-შინა. მთასა მას მაყვლარიანისასა ზესთაფონით გამო. და ქვაწერილას ქედზე სიტყუა აღენთოს. მათიელას ქყაროს წყალმა მოსცეს ნიშანი.


ამენით - ამინ - ამირანითდეს თორა!


სახლნო ზესთა-ფონისანო აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი, უგალობდით სახელსა მისსა, რამთუ კეთილ.


ლაზარე გზას ეზიარა და აღსდგა ერი ძილისაგან, რწნილებისაგან განთავისუფლდა ერი უფლისა.


უფალო, წყაროო ჭეშმარიტებისაო, სახელი შენი უკუნისამდე და სასენებელი შენი თესლითი თესლამდე.


ლაზარეს ენით განიკითხოს უფალმან ერი თსი და მონათა თსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.


სხინი მოკავიათდეს, ფერება აღსდგეს, ცისარტყელა აკაშკაშდეს, ზავი საღმრთოი ახარებდეს კაცთა, ადამი ედემით მოვიდეს, პირველმეფობა აღსდგეს, მტუერმა ტახტი დატოვოს, სახიერი დაბრძანდეს, ხარება აღსდგეს!


რამეთუ მე გულისმა ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; ვემსახუროთ, ვადიდოთ და ვუგალობდეთ უფალსა ყოველმა ქართველმა, აკურთხეთ უფალი სიონით გამო, რომელი დამკდრებულ არს იერუსალემს.


რამეთუ იაკობი თსად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თსად.

 

 



იესოს კურთხევა გეწიოთ სამშვიდობო გზაზე და სიხარული ძისა დაუბრუნეთ მამას!


გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE