კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ნაწილი I

 

გალაქტიკური ცივილიზაცია არის სიცოცხლის თბოენერგომბადობითობაში განვითარებული ისეთი სიცოცხლე ანუ სრულფასოვანი აღქმა სიცოცხლისა სიცოცხლეში, რომლის დროსაც სრულიად გონიერი ცისიერი და მიწიერი კაცებრივი სრულყოფილება მისდევს ღვთაებრივს.


(მიეჩვიეთ “ღრმა ჩასუნთქვებს და ამოსუნთქვებს’’ აზრისას და მიჰყევით მზარდ ტალღას გზის მკვალავისას... ნუ გადააკეთებთ ჩემს წინადადებებს, ნუ მოგეჩვენებათ, რომ რაიმე არა მართლიად არის დაფენილი, ელემენტარულად წაიკითხეთ დაკვირვებითა და ჩაწვდომით).


სამყარო უსასრულოდ მრავალფეროვანია ღმერთის შემოქმედებით სიცოცხლეში.


ჩვენ დავკონკრეტულდეთ და ახალის დაწყებას დავარქვათ გაზაფხული, გაზაფხული - როგორც გამოღვიძებისა და აქტიურობაში შესვლის სიმბოლო. პირველ რიგში აუცილებელია ჩავწვდეთ ჩვენს კაცებრივიდან ადამიანურობისაკენ მიმავალ გზას.


ამ გზაზე თითოეულს და თვითეულებს ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგვიწევს. უპირველესად აუცილებელია ვისწავლოთ სიმშვიდე. დაიმახსოვრეთ - წინ მარადიულობაა!!!


თუკი სასწრაფოდ რაიმე ზომებია მისაღები - იჩქარეთ მშვიდად! სიმშვიდე შინაგანი მოდელია, ცნობიერების განცდათა ერთგვარი კუნძული, რომლიდანაც თქვენი შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ ააჩქაროთ და შეანელოთ თქვენი მოქმედება.


მაღალი რანგის საქციელს დიდი წრთობა აყალიბებს, რაც დაფიქრებული და დახვეწილი გონებრივი შრომის პროდუქტია.


დააფასეთ გარშემო მყოფთა დრო და დაეხმარეთ თქვენს გარშემო  მყოფებს ისწავლონ დამოუკიდებელი ფიქრი. განასხვავეთ კოლექტიური და ინდივიდუალური ფასეულობები.


ჯერ ინდივიდთა მიღწევები გამოიკვეთება დროში და მერე თანამოაზრეთაგან იქმნება კოლექტივი. ნუ უგულველყოფთ ცხოვრების გამოცდილებებს, ვინაიდან მათზე დაყრდნობით მიიღწევა მიზნის მიმართულება და მისკენ მავალი გზის სრულყოფა. თავდაპირველად განაცალკევეთ კოლექტიური გონის მიღწევები და პირადი გონის წვდომა. მაგალითისათვის კოლექტიური შრომის შედეგია მობილური ტელეფონები, რომლის შექმნაში თქვენ არცერთი წამი არ დაგიხარჯიათ, ხოლო თქვენი გონებით ითვისებთ მის გამოყენებით მხარეს. დამეთანხმებით, ამ ნივთით ბევრი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ დროსა და სივრცეში.


ახლა გაცილებით რთულს ვიტყვი წინადაგებით: სრულიად სამყაროს გააჩნია ერთი სრულყოფილი გონი, რომელსაც ღმერთი მართავს. მისი მეშვეობით სამყაროში წარმოუდგენელი სისწრაფით აღსრულდება ყოველი ნებადართული გადაწყვეტილება. ამ სამყაროულ ურთულეს ურთიერთობაში შესაღწევი - განსაკუთრებული ლოგოსური ფორმულით არსებობს, ეგრეთწოდებული ცოცხალთა ენით შექმნილი მეტყველება. არა აქვს მნიშვნელობა ღმერთმა განგვიმჟღავნა თავისი სახელი თუ ჩვენ ან ვინმემ დაარქვა ღ მ ე რ თ ი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ სამყარო ღმერთის შექმნილია და უზენაესის შემოქმედება განამჟღავნა ლოგოსით ძემ და ეს ფენომენალური თანხმობა საფუძვლად უდევს სამების სამყაროსეულ ბრწყინვალებას.


როდესაც თემა ამოწურული იქნება, საუბარი მაქვს ქართულ ენასა და დამწერლობაზე, ყველასთვის და სრულიად სამყაროსათვის გახდება ცნობილი, რომ ქართული დამწერლობა სამაროვანია და ქართული ენა ძემ გადასცა თავის შთამომავლებს - ადამის მოდგმას.


დააკვირდით დიალოგს: “და თქვა ღმერთმან: ვქმნათ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ’’ (დაბად.) უეჭველია კაცი ღმერთის ხატია და აქედან ყველა კაცს ღვთაებრივი მონაცემი გააჩნია, ანუ ღვთაებრივი თესლით არის შექმნილი. ეს თესლი არა მართო ჰარმონიული და სრული ნაყოფია, არამედ გონ-სახიერია, მსგავსებისაგან მსგავსად ნაყოფი ძისაა და შეიცავს სრულად დასაბამისეულ არსს. (ყველა რთულად გასაგები ინფორმაცია მოცემულია ქართულ ხელნაწერებში, წმინდა მამათა ღვთაებრივ ნაშრომებში).


რთულია მანამ სანამ არ აღდგება, არ გაცოცხლდება ჩვენში “ლაზარე’’ - ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ქართული სიმბოლიკა. რა თქმა უნდა ხატწერას დიდი კანონიკური ინფორმაციის გაცოცხლება შეუძლია. ეს არის ჩვენი და ჩვენი ძმების და დების ინფორმაციული არქივი.


მხოლოდ და მხოლოდ ეს ერთი გზაა მომცველი ფესვის შემეცნებისა ქართული ისტორიის და ქართველი ერის უხსოვარი დროიდან, დედამიწაზე მკვიდრი ღვთის ნების აღმასრულებელი ენობრივი, ტომობრივი და თესლობრივი ერების მონუმენტური ფუძისა.


ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი უგზო-უკვლოდ დაცემა. ეს გამოცდის შემზარავი ისტორიული მონაკვეთი, მრწამს ნებადართული იყო ღმრთისაგან - ჩვენი დაცემები და ცოდვათა კორიანტელში ჩაძირვა. იცოდა რა ღმერთმა ჩვენი აღდგომის საიდუმლო, რომ არ გავამპარტავნებულიყავით და ეს ცოდვა არ გვეტარებინა მარადიულად, მან, უფალმა უფლებათამან გაგვატარა სასტიკ გამოცდებში.


ჩვენ მართმადიდებელი ერი ვართ, რომელსაც უფალთან ერთად წილად ხვდა:


1. მომავალი წინასწარმეტყველური ეპოქის, ლაზარეს აღმდგარი ენით ანუ ქართული ენით და კურთხეული შთამომავლობით ღმერთის ნების აღსრულება;


2. ქართული მართლის-მადიდებელი, უეჭველად მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ფასეულობების უზენაესობის დაცვა და მიღებული ახალი საღმრთო ჭეშმარიტებების განმსოფლიურება;


3. ჩვენს გენებში ცოცხალი და მრავალგზის წმინდა წერილებში მოცემული ადამის რანგის: ა) ამოცნობა, ბ) დამკვიდრება ეროვნულ აკადემიებში და მსოფლიოსთან ურთიერთობად გონიონებში; გ) სულიერი და სხეულებრივი სრულყოფის დამკვიდრება, დასაფეხურება  სუბორდინაციულ და რანგობრივ მისამართებით და ამის შემდგომ მსოფლიო განვითარების დიდ - ფერხულში ჩაბმა.


4. ამ სისტემის მთლიანი სათავე, გუმბათოვანი მთიური სიდიადით გადმოცემულია ღმთიური - საღმრთო წესით, ანუ ჩაბარებული მაქვს წმინდა ქალაქ იერუსმის კარიბჭე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის იუდეველთა მეფის ქალაქია.


5. ჩვენ გვევალება ჩვენი ებრაელი ძმების, კონკრეტულად -

ისრალის მოვლა-პატრონობა, თანადგომა და დაცვა. ერთი მისიის ორ ერს წერილობითი და სიტყვიერი ბრძანებით გვევალება მოხსენება რჯულისა, რომელი ამცნო უფალმა ქორებს შინა.


6. ისრალზეა გადასული ნება - განიწმინდოს და განწმინდოს მსოფლიო ქრისტეს მისაღებად. ბოროტი ენები წინ ვეღარასოდეს აღუდგებიან ისრალის გადაწყვეტილებას დაბრუნდნენ იუდეველთა მეფის - მელქისედეკის წიაღში, ვინაიდან ჯერ კიდევ აბრაამის წელში იკურთხა სრულიად ისრალი და ყველა კურთხევაზე საოცარი ბედისწერის კურთხევა დაეფუძნა და რაც დაიფუძნა ისრალმა.


7. საქართველო სრულიად გამოცხადებულია საღმრთო ნაკრძალ სახელმწიფოდ და ამ რანგის წყალობით იწყებს მომავლის წყლებში შეცურვას - იდეა საღმრთო ბაღისა. ამასთან ერთად დაუზარელად გადავიზიდოთ მომავალისაკენ, დიდი განწმენდის შუქნიშანი აენთო!


იქნება დიდი და დიადი პატიება, მაგრამ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან და ეს ჭეშმარიტად მოხდება, თუკი ისინი არ მიიღებენ ჭეშმარიტებას.


ღვთაებრივი საიდუმლოება წამომართავს ყოველ ასოს, არსობრივად აღდგება ანიდან ჰოემდე თითოეული ხატი ანბანური.


კანონია დაფარული სიცოცხლისა ისიც, რომ ადამიდან - ადამამდე ერთი დიდი სრულყოფის მარადიულობით აღსავსე, სრულფასოვნად აღმდგარი დრო ნაყოფს დაიმწიფებს.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE