კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი II


 

თვით უფალმა იესო ქრისტე ნაზარეველმა აღადგინა ლაზარე ლოგოსურ არეალებში და ასტრალურ პანთეონში - განსაკუთრებული ტაბუირებული ენით:


“იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიათ, დაბისაგან მარიამისა, და მართასა, დისა მისისა’’. /იოანე 11; 1/


დავიწყოთ დაკვირვება და გაკვირვება მარტივად.


პირველად ვთქვათ, რომ ბეთანიის სოფელი და მონასტერი გამოვიყენოთ ათვლის წერტილად, საპოვნელად წიგნისა, რომელიც ქართული ენით არის დაწერილი და მისი კოდური სახელია “ლაზარე’’.


იესოს მოსვლისას ლაზარე საფლავსა შინა განისვენებს. ვეძებთ მეორე კოორდინატს - ეს არის იერუსალიმი, მაგრამ არა პალესტინაში, არამედ საქართველოში.


ერთი რამ, რაც ბევრმა არ უწყის არის ის, რომ თბილისის სულიერი სახელია - ახალი იერუსალემი; მაგრამ ჩვენ ვეძებთ უძველეს, დაფარულ იერუსალიმს, რომელსაც ძუელად იებუსი ერქვა და ასევე მისი სახელია სალემი ან სალომი.


ეს განსაკუთრებული ქალაქია, მას არ სჭირდება არც მზე და არც მთვარე, ის მთებითაა დაფარული.


ლომის ქალაქი, იუდას ქალაქი, იუდეველთა სულიერი ცენტრი, დააკვირდით, ჯერ იაკობის გზა არ არის განვლილი ანუ ისრაელი არ დაბადებულა. ებრაული ენა ისრაელისა არ აღმოცენებულა, ჯერ იაკობის შვილი იუდა არ დაბადებულა, აბრაამი და მელქისედეკი ერთმანეთს საღმრთო ენით ესაუბრებიან, იუდეველთა ენით, ჰურიათა ენით (ნუ წვალობთ ფიქრით, ისინი რქა-რთულით, იუდეურად საუბრობენ - ქართულად, ქართა-ულებით).


“და მელქისედეკცა, მეფემან სალომისმან (იერუსალემის მეფე), გამოართუნა პურნი და ღნო, ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.


აკურთხა აბრაამ და თქუა:


კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცა და ქუეყანა(მელქისედეკი უკვე ფლობს დასაბამის ინფორმაციას და ეს უტყუარი ფაქტია იმისა, რომ მოსეს გადააწერინეს დასაბამის საიდუმლოება).


და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ელთა შენთა.


და მისცა აბრაამ ათეული ყოველთაგან’’. /დაბადება 14; 18-20/


მომყევით მშვიდად და ნუ ინერვიულებთ, თუ რაიმეს ვერ ჩასწვდებით. გახსოვდეთ, აბრაამისა და მელქისედეკის შეხვედრის ადგილას ვდგევარ - მელქისდეკის ბეჭედის პყრობით!


უდიადესი და უბრწყინვალესი შეხვედრის საიდუმლო, დროსა და სივრცეში - ჰიპერანტიკვარულად გადააქცევს იმ ადგილს, სადაც აბრაამი და მელქისედეკი შეხვდნენ, და ეს ადგილი ბედნიერი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ა !


ვეძებთ მეორე კოორდინატს, არა თბილისს, რომელიც გორგასალმა დააარსა, არა დაფარულს ვეძებთ, ქუეყანასა შინა მთათა ზეგნების ქუეშ აღშენებულსა და დაარსებულს, რომლის არქიტექტორი თვით უფალია.


მივყვეთ წერილს, სად არის იერუსალიმი:


“და ვითარცა მოვიდა იესო ბეთანიად, ჰპოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.


ხოლო იყო ბეთანია მახლობელ იერუსალიმსა, ვითარ ათხუტ-მეტ-ოდენ-უტევან’’. / იოანე 11, 17-18/


განვსაზღვროთ, რამდენი მეტრი ან კილომეტრია თხუთმეტი უტევანი და რუქაზე უძრავი ღერძი ფარგლისა დავდოთ ბეთანიას და შემოვხაზოთ მასშტაბით წრე, რომლის რადიუსი 15 უტევანს შეემასშტაბება რუქით.


ეს წრე გადაკვეთს იმ ადგილს, სადაც აბრაამი და მელქისედეკი შეხვდნენ და აბრაამმა კურთხევა მიიღო მაღალი ღმერთის მღდელისაგან.


მღდელი ითარგმნება განმწმენდელი, გინა მფარველი.


მღდელთ-მოძღუარი აკურთხებს მომავალ მღდელს ახალი ერისას ისრაელისას.


მღდელთა-მღდელი და მეფეთა-მეფე, მელქისედეკი ჩინით, დაფარული ქალაქის მეფე-მოგვი და წინაწარმეტყუელი აკურთხებს (ქართულ ენაზე) ანუ იუდეურ ენაზე, იგივე აღმსარებელთა ცოცხალ ენაზე აბრაამს, ამიტომაც ვქადაგებ:


დაანებეთ ისრალს თავი, მას მამა მწყემსავს!


ეს არ არის პოლიტიკა, არც ჟურნალისტიკა და არც პუბლიცისტიკა, ეს რეალური, ჭეშმარიტი ღმერთის ურთიერთობაა თავის შვილებთან და ერთ სახელში არიან ისინი მოქცეული - ისრალი!

 

გზით ქრისტესათი - მართლმადიდებლობით ჭეშმარიტებისაკენ!


ხოლო ქართველებს, ქრისტეს ოჯახის წევრებს, მოვუწოდებ შემეცნებისაკენ და პირადად მე, ყველაზე ძუელი სული, აღმდგარი ამ მიწაზე, ეჭვგარეშე ვანიჭებ ქართველ ერს რანგს ქრისტეს მასპინძლობისას და ვიტყ:


ურთხეულ არს მაღალი ღმერთი, რომელმან მოგვცნა სამიზნე!

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE