კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

“ თეთრი წყარო “(საუბრები მეორე)

  თეთრი წყაროს საიდუმლოება ერთერთი დასაბამისეული საიდუმლოებაა, მშვენიერ ამ საიდუმლოებას, რომ ჩავწვდეთ უნდა გვესმოდეს გაცოცხლებული ქართული ენა, სახარებაში ლაზარედ მოხსენიებული და ამასთან ერთად ქართული მითოლოგია, წმინდა წერილები: ძველი და ახალი აღთქმა. უწყვეტი კავშირი ცასთან, ვარსკვლავები და პლანეტარული თუ ვარსკვლავიერი მეტაფიზიკური ქიმია, ძველად ალქიმიად წოდებული.      ამ ცოდნისაკენ მიმავალი გზა–ბილიკები, ღმერთისაგან რჩეულმა მეფემ, მესიის მახვილმა, ხალხისა და ქართველთა ერის უგონიერესი გზა დასახა ხვთისნიერობით. დაარსა რა სამი განათლების ცენტრი, სამი აკადემია: გელათის, გრემისა და იყალთოსი.    "ვარსკვლავთა ცოდნა" ნებროთის წიგნშია შენახული, რომლის შინაარსში ჩაწვდომას ცდილობდნენ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მრავალი გამოჩენილი მოღვაწეები.   ოთხი ათასი წლის უკან, ბოლო განმკარგავი ამ წიგნისა და მალული ცოდნის აღმადგინებელი, მოღვაწე მეფე მელქისედეკის ჩინით, აბრაამის მაკურთხებელი და პურითა და ღვინით მაზიარებელი, იებუსის მეფე გახლდათ, სამოქალაქო სახელით აიეტი; სამყაროს ანუ  აია–ს ზეციური მბრძანებელი. ქალაქ კუტაიაში მოღვაწე (დღევანდელი ქუთაისი) (მიგნება ჩემეულია).

    ,, მელქიზედექცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. და აკურთხა აბრაამ და თქუა:კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოქცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან."                                     

(დაბადება თავ.14;18;19;20;)

   ამ გასაოცარი კურთხევის უდიადესი შინაარსის გამზიურების ხილულ მისტერიას ვხედავთ ჩვენ ჩვენს წმინდა ეკლესიაში და აღბეჭდილია სიტყვა ზიარებაში და ხელდასხმაში. პურითა და ღვინით ზიარება, ანუ ზე არება ცასთან კავშირის უძველესი მისტერიაა მიწადმოქმედთა, იგივე გიორგიანელთა.  მთვარის ნაბიჯების საიდუმლო ცოდნათა ქვეყანა. დღეს ჩინებულად აღსასახი მიწადმოქმედთა ქვეყანა  საქართველო.       ღმერთს უდიადეს შემოქმედს, უხსოვარი დროიდან , ღმერთს მამაპაპათას ჩვენთას, ღმერთკაცნი, ქართველები გამომზიურებით დღეისათი: "თეთრი გიორგი"– ს  სახელით მოიხსენიებდნენ წმინდა ლოცვანში. პირდაპირ კავშირში მყოფი ჩვენი წინაპარნი, მამანი და ძენი, დედანი და ძეთა–ძენი ერთი ენით, ქართული ენით ადიდებდნენ სპეტაკ გიორგის.  დაუშრეტელ ცოდნის წყაროს ღმრთისას, სამყაროს მეცნიერებას ანუ სპეტაკ წყაროს ეზიარებოდნენ.ეს კი გონების ათინათურ აღსახვაში თეთრი წყაროს სახელს იმოსვიდა. თეთრი სამოსი ყოველ შინაარსით ბადებაში სიწმინდეს განასახიერებდა. ღმერთის კარი, კირიანი და კერიანი თეთრ სამოსში მოსილებისათვის იღებოდა, რათა ძუელიდან ახალში გადაეყვანათ ციური თეთრი წყარო, რომელსაც წმინდა წერილი ამაღლებით ხმობს: ღმერთის სიბრძნის სპეტაკი წყარო, რომელ არს შინაარსით თეთრი წყარო! ამ ამაოცებელ, ამამშვიდებელ გარემოს ადგილი ამაღლებისა   ა ღ მ ო ს ა ვ ა ლ ი  დაჰენათლითდა ღმერთით, ენით, ენა მეცანებით მეცნიერებით. გავიდა წინარე დრო გამარჯვებით, თეთრი ცხენით გიორგი, და შემოუძღვა ქრისტეს ღმერთს ჩუენსას, ციურ მეფეს იესოს, რომელმან დასცა და დალეწა ჯოჯოხეთი.      ნაზარეთს იესოდ ამაღლებული.  სახარება მათესი(თავი–ა)ა.წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი. ქართველნო და მდევნო ერნო! მოქალაქენო მართალნო! მწყემსნო და მოგვნო! მხილველნო! მაზიარებელნო ლოცვისა  ჩემისა, ადგილსა ამას სადა სიხარული დაიბადა სიმწირეში.      მიმყოლნო ქრისტეს წინაპართა და იუდეველთა! შორის პირველზიარებული აბრაამის სავანე სიცოცხლით აღებულ იქნა, აღტაცებითა და სიყვარულით, ადგილი ესე. გიხაროდენ.  თეთრი წყაროს აღმოსავალთან აბრაამეთი მიკურთხებია! სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმიდით სპეტაკად სპეტაკი სიტყვით მმოსველითით. ამინ ამენით.

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE