კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

საქართველ მასპინძელი - ბატონი გამარჯვება 

 

დილა დიდებით დადარიანდა,

დიდად დიადი დიდგორის

გამარჯვების ზარები აწკრიალდა.

დადუმდნენ მწვერვალები ნისლებში,

ცათა კიდე ქუეყანის კიდეს დაება.

საქართველომ ამაღლების სიო შეისუნთქა,

არვიცი გაქრა, შემეცნებამ ფრთები გაშალა,

მარადიულია სამშობლოს ცისკარი -

დროებამ თავი დახარა.

მოლოცვა იჭიკჭიკა მერცხალმა,

დიდგორელ ბარტყებს ახარა.

ფერხულში ჩაებნენ მოციქულნი,

ქრისტემ გამარჯვება ახარა.

ჭიანჭველა და სპილო დამეგობრდნენ,

თმა-წვერში შეპაროდათ ჭაღარა.

გაზაფხული მიწურვილს თხზავდა,

ოქროსფერ დალალების ამარა.

დიდგორის ველზე დაიბადა,

ახალი გამარჯვება პატარა,

იკურთხა ყველა ქართველი,

ვინც სიყვარული ატარა.

 

გილოცავთ დიდგორობას,

თბილი სიოთი, თვალებში ჩახატული მზით,

მართალი გიორგი, ყველგან იონთა,

ზედა ცით - ჰიპერიონი.

 

 

 

 



უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE