კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

"და ექადაგოს სახარება ესე სასუფეველისა

ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა,

და მაშინ მოიწიოს აღსასრული". /მათე; 24 - 14/

 

 

 

ეპოქათა გზაჯვარედინზე, კაცობრიობიდან ცოტა ვინმე თუ ამჩნევს, რომ ყველაფერი ძველი ახლით იცვლება (ტექნიკურ პროგრესს არ ვგულისხმობ), რადგან დედამიწაზე მიმდინარე ქაოსისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, მავანნი საკუთარი გადარჩენით და კეთილდღეობის მოხვეჭით არიან დაკავებულნი.


სხვა სახელმწიფოთა მკვიდრნთ რაღა მოვთხოვოთ, როდესაც თავად საქართველოში მაცხოვრებელი ერი თუ ბერი (მცირე გამონაკლისის გარდა) ვერ მიმხვდარა, რომ ამ არა ჩვეულებრივ დროს, საქართველოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და მისი ხელყოფა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სრულიად დედამიწას.


ჩვენს აპოკალიფსურ პერიოდში, საქართველოში ცხოვრობს პიროვნება, რომელიც წლებია ტიტანურ შრომას ეწევა, რათა შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ გადაიყვანოს სამყარო ახალ ახალ-უხებ ცივილიზაციაში (რაღა თქმა უნდა - უფლის მეოხებით).


რამოდენიმე წლის წინ განგებამ (ძვ. ქართ. Божий промысел) შემახვედრა ეს პიროვნება და მაშინვე მივხვდი, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ იყო. გიორგი მაზიაშვილი ძალიან ღვთისმოსავი და მეგობრული პიროვნებაა. მასთან საუბარი და რჩევა-დარიგებების მოსმენა დიდი სიამოვნებაა... უაღრესად განათლებული კაცია, გასაოცარიც კი, რადგან მისი ცოდნა სცილდება ადამიანური განჭვრეტისა და შესაძლებლობების ზღვარს...


კაცობრიობის ისტორიაში არაერთი ღმრთისგან რჩეული და ხელდასხმული პიროვნებაა ცნობილი, რომელთაც  უფლის მეოხებით შესძლეს ჭეშმარიტებას ეზიარებინათ ერები, ენები და ტომები და გადაერჩინათ...


“სოლომონზე უფრო ბრძენი მოვაო’’... მოსულია და იმის მაგივრად, რომ მისი ნიჭი და სიბრძნე თუნდაც ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ, ლაფს ვასხავთ და ყველანაირ შეურაცხყოფას ვაყენებთ... მე, რაღა თქმა უნდა, ამა ქვეყნის “ძლიერთ’’ ვგულისხმობ. იცვლებიან მთავრობები... უფლის და დედახვთისმშობლის რჩეული ქვეყანა კი  “ბრძნული პოლიტიკით’’ საბოლოოდ ჩაეფლო "ჭაობში".


ძალიან მიჭირს ლაპარაკი გიორგი მაზიაშვილზე, რადგან ის ჩემი მოძღვარიც არის და მეგობარიც. ცხოვრების მანძილზე უფალმა დიდი “საჩუქარი’’ მიბოძა და საკმაოდ ბევრ საინტერესო და განათლებულ პიროვნებას შემახვედრა, მაგრამ გიორგი განსაკუთრებული და არაამქვეყნიური ცოდნის განმანათლებელია. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით ვუყურებდი და ყველაფერს ვამოწმებდი სხვადასხვა წყაროებში, თუმცა დიდი დრო არ დამჭირვებია მისახვედრად, რომ ფენომენალური მეხსიერებისა და ნიჭის ადამიანთან მქონდა საქმე. ასეთი “ბუმბერაზი’’ პიროვნებები შემთხვევით არ შემოდიან დაბადებაში, ღმრთის რჩეულნი არიან და ღრმად მწამს, რომ დიდი მისია აქვს დაკისრებული.

 

დღეს, როდესაც შვიდივე აპოკალიფსური ბეჭედი ახსნილია და საღმრთო საიდუმლოს ფარდა ეტაპობრივად იხსნება ჩვენი გამოცემის მეშვეობით, ვთხოვ ყველას, ვისაც კი რაიმე ხელეწიფება, დაუდგეს გვერდით იბერიონთა საძმოს, რათა ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მასთან ერთად სრულიად დედამიწა, რადგან ჩვენ ერთი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილები ვართ. ერთი ორგანოც რომ დაზიანდეს, მთელი სხეული დისკომფორტს განიცდის, მაგრამ თუ სასიცოცხლო ორგანოა დაზიანებული, მოგეხსენებათ, დასასრული ლეტალური იქნება. დედამიწაზე ასეთი სასიცოცხლო ორგანო - ქართული მიწაა, რომელიც ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას უფლის მეოხებით და გიორგის მეშვეობით - უახლოეს მომავალში.

 


P.S.  სურვილი გვაქვს გამოვცეთ უაღრესად საინტერესო კვლევები და აღმოჩენები ტომეულების სახით, რომლებიც ახალი თვალით დაგვანახებს ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და არა მხოლოდ მას.


მადლობელნი დაგრჩებით, თუ სპონსორობას ითავებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ახალი ეპოქის თანაზიარი იქნება.

 

უფალმა განგინათლოთ თვალნი გონებისანი!

უფალი ფარავდეს საქართველოს და სრულიად დედამიწას!



პატივისცემით,

ლალი ბუხნიკაშვილი


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE