კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

დაახლოებით ათი წლის წინანდელ ამბავს მოგითხრობთ. ზაფხულის ცხელი დღეები იდგა. ისე მოხდა, რომ რაღაც საქმეების გამო თბილისში ვიმყოფებოდი. გიორგი იონთა ჰიპერიონი კი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად, საქართველოს ულამაზეს მხარეს, იმერეთს სტუმრობდა. მობილურ ტელეფონზე ზარი შემოვიდა, დავხედე, გიორგი მირეკავდა. ვიფიქრე ალბათ თბილისში დაბრუნდა და ტრაპეზზე მეპატიჟება-მეთქი.

 


ვუპასუხე... მისი მშვიდი ხმა შემომესმა, მითხრა: „საქართველოს პატრიარქი შეუძლოდაა, დახმარება ესაჭიროება, დღესვე დავბრუნდები, მალამოებს მოვამზადებ და საპატრიარქოში წავიდეთო.“

 

ამ ყოველივემ გვარიანად ამაფორიაქა. გავიაზრე, რომ არცერთ მკურნალს ასპროცენტიანი გარანტია არასდროს ჰქონია იმისა, რომ დაწყებულ საქმეს - სნეულების დამარცხებით დააგვირგვინებდა. ეს კი მეტად საპასუხისმგებლო საკითხი იყო. შემდეგ ვიფიქრე: ღმერთს ალბათ გიორგის ხელით სურს პატრიარქის მორჩენა-მეთქი და დავწყნარდი.

 

ამის შესახებ სახლში მოვყევი. არ მეგონა და თანადგომის ნაცვლად მათ გამომეტყველებაში ორჭოფობა ამოვიკითხე. რაღაც შიში ჰქონდათ ჩაბუდებული. ასე მითხრეს: „ჩვენს პატრიარქს შესაძლებლობა აქვს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში იმკურნალოს და თქვენ მათთან რას მოხვალთო...“

 

მახსოვს ასეთი პასუხი გავეცი: „უწმინდესი და უნეტარესი ბრძენი ადამიანია, მან ზუსტად იცის, თავის მეტრაპეზეს რატომ სთხოვა, რომ დასახმარებლად გიორგი იონთა ჰიპერიონისთვის მიემართა-მეთქი.“ მოკლედ რომ გიამბოთ, მეორე დღის საღამოს ჰიპერიონი და თქვენი მონა-მორჩილი საპატრიარქოში მივედით. რასაკვირველია გველოდნენ და ორიოდ წუთში უკვე პატრიარქის მისაღებში აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესი თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, მაინც განსაკუთრებული სითბოთი შეგვხვდა, მოგვიკითხა, შეწუხებისთვის მოგვიბოდიშა და დაგვლოცა. ჩვენ კი ნდობისთვის მადლობა გადაუხადეთ და კურთხევა ვითხოვეთ. პატრიარქის ასეთი მდგომარეობის მიზეზი გადაღლასთან ერთად სავარაუდოდ სხვაც იყო, მაგრამ გიორგის მთელი ჩანთა მალამოები, მცენარეთა ნაყენები და ბალზამები ჰქონდა წამოღებული. ასე ვთქვათ ყველაფრისთვის მზად გახლდათ...

 

ხანმოკლე საუბრის შემდეგ სანამ პატრიარქთან ერთად განმარტოვდებოდა, ჰიპერიონმა მომიხმო და მითხრა: „აქ მისაღებში დადექი, ხელი არავინ შეგვიშალოსო.“ თხოვნას ისეთი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, რომ საპროცედურო ოთახის კარიდან ფეხი არ მომიცვლია.

 

მეორე საღამოს უწმინდესი საპატრიარქოს ეზოში შემოგვეგება. მახსოვს მღვდელმთავრებს მიმართა: „გზა მიეცით, ახალგაზრდები ჩემთან არიანო.“ ეს მრავლისმთქმელი ფრაზა ალბათ სამუდამოდ ჩამრჩება მეხსიერებაში. მალამოებითა და ბალზამებით მკურნალობის სამდღიანი კურსის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მეოთხე დღეს სნოში გაემგზავრა.

 

ასე აღსრულდა ეს საოცარი ამბავი რომელიც ღმერთის ნებითა და გიორგი იონთა ჰიპერიონის ხელით განხორციელდა.

 

გიორგი პეტრიაშვილი
07. 09. 2017წ. 

 

 


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE