კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

დამარხულ არს ენა ქართული დღემდე...

და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქან!’’

/იოანე ზოსიმე/

 

 

ქართული ანბანის ზეციური წარმოშობის შესახებ საზოგადოებას ცოტა რამ თუ სმენია?!

  

თუმცა კარგად არის ცნობილი, რომ ქართულ დაწერლობას სამი დამოუკიდებელი სახე გააჩნია: ასომთავრული, ხუცური და მხედრული. ასომთავრული - ციდან გადმოწერილი დამწერლობაა. პეტრე-პავლობის დღესასწაულიდან ფერიცვალებამდე, 40 დღე-ღამის განმავლობაში, ცაში ორმოცივე ასო-ნიშანი ამოიწერება, რაც მხოლოდ დასაბამისეული ერის კუთვნილებაა, რომელმაც ღმერთის დახმარებით იმთავითვე მიაპყრო მას მზერა. ეს ქართულია - ჩვენი საქართველოთი, ერის გულ-მკერდსაჭდევი წინასწარმეტყველური სარტყელით!!! 

 

ახლა განვიხილოთ ბერთა კლდის და ცის თაღის ურთიერთდამოკიდებულების სიმბოლოკა. ბერთა კლდის აღმოსავლეთის მხარე ჰგავს ყველაზე დიდ თევზს - ვეშაპს. მისი ამგების გეგმა - კლდეში გამოკვეთილი ნაგებობა ვეშაპის ფორმის ყოფილიყო შემთხვევითი არ არის. იგი პირდაპირ უკავშირდება ვეშაპის თანავარსკვლავედის სიმბოლიკას. განვიხილოთ ზოდიაქალური სარტყელი და მისი დამოკიდებულება ვეშაპის თანავარსკვლავედთან. 


ვეშაპის თავი - თევზებისა და მერწყულის თანავარსკვლავედების საზღვართანაა, კუდი - ხარისა და ვერძის თანავარსკვლავედების საზღვართან, მისი საბადებელი ნაწილი კი - თევზებისა და ვერძის თანავარსკვლავედების კვეთასთან. ვეშაპის თავიდან საბადებლისაკენ (მუცელსკნელის გავლით) იონა წინასწარმეტყველმა გაიარა.

 

 

იონა წინასწარმეტყველის სასწაული უფლის დაბადებასთან არის დაკავშირებული, რადგან წმინდა წერილი გვამცნობს:


“რამეთუ ვითარცა იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ-დღე და სამ-ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ყანისასა სამ-დღე და სამ-ღამე.’’/მათე; 12-40/ 

 

 

 

 

 

 

 

ეს “გული ქყანისა’’ არის ბერთა კლდე და ამიტომაც მიენიჭა მას წინასწარმეტყველ ნოესაგან ვეშაპის სახე. აი რას გვეუბნება ამის შესახებ ბიბლია:

 

“და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე. და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთს... და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა მელსა ზედა.’’ /იონა; 2-1,2,11/

 

 

იონამ ვეშაპის თავიდან ბოლოსკენ გაიარა, რაც შემთხვევითი არ იყო. ვეშაპის თანავარსკვლავედსა და ბერთა კლდეში გამოკვეთილი ვეშაპის თანაფარდობა სიმბოლური ნიშანია მესიის ორი არსისა: ძე ღვთისა და ძე კაცისა, ორბუნებოვანი უფლისა იესო ქრისტესი. თევზების თანავარსკვლავედის ეპოქა - უფალი იესო ქრისტეს დაბადებით დაიწყო. განვიხილოთ თევზების თანავარსკვლავედი და მისი სიმბოლური მნიშვნელობა:

 

თევზების თანავარსკვლავედი ზოდიაქოს მეთორმეტე სახლს იკავებს და ორი თევზით გამოიხატება. ეს სახლი გზის დასასრულსა და ახლის დასაწყისს მიგვანიშნებს. თევზების თანავარსკვლავედის მომდევნო სახლი - ვერძის თანავარსკვლავედია, რაც ზოდიაქოს პირველი სახლია, სიმბოლურად - სახლი ახლად დაბადებისა. მისი პლანეტა მარსია და ამ თანავრსკვლავედის ნულოვან გრადუსში მზისა და მთვარის მარსთან თანაკვეთა დღე-ღამ ტოლობის საგაზაფხულო ათვლის წერტილადაა მიჩნეული. ცის თაღის წყობით ხდება ქვე წყობაც, ანუ ბერთა კლდე “ვეშაპის’’ სიმბოლოა.

 

თუ რა პარალელია ნოესა და იონა წინასწარმეტყველს შორის, “უძრავ’’ ვარსკვლავთა განლაგების სისტემა აგვიხსნის. თევზების თანავარსკვლავედის “ალფა’’ (ქართულად “ან’’) ვარსკვლავი ვეშაპის “ომიკრონ’’ (ქართულად “ოი’’) ვარსკვლავთან - ვეშაპის კუდი გამოყოფილია მისი ტანის საბადებელ წერტილში ანუ იმ ადგილზე, სადაც იონა იყო განგდებულ ხმელსა ზედა. სწორედ აქ არის ჩადებული კოდი. თუ ქართულად დავწერთ ამ ვარსკვლავების სახელებს - “ან’’-“იო’’ და პირიქით წავიკითხავთ, მივიღებთ წინასწარმეტყველის სახელს, რომელსაც “ი ო ნ ა’’ ერქვა.

 

 

ბერთა კლდესთან უნდა აღსრულდეს ბოლო ნიშანი, რომელიც იონა წინასწარმეტყველის ნიშნადაა სახარებაში წოდებული და ამ ნიშნის აღმსრულებელი უფალი იესო ქრისტეა. აქ ყველაფერი ზეწყობითაა ქვეწყობილი, ისევე როგორც წერილწყობილია ცათა სასუფეველის საიდუმლოებანი. ყოველივე ამ ადგილას აღსრულდება!

 

ცათა სასუფეველის საიდუმლოება წინასწარმეტყველური სიტყვაა. იონა წინასწარმეტყველი მესიის მესამედ მოსვლის სიმბოლოა. უფლის მირონი ცის ცვარისაგან, წყაროს წყლისა და კეთილსურნელოვანი ზეთისაგან მზადდება, რომელიც მხოლოდ ღვთის შვილებს ეცხებათ. გასაოცარია, მაგრამ წყლის უდიდესი თევზი - ვაშაპი, შუბლიდან პერიოდულად ცვარს, წყალს და ზეთს ამოაფრქვევს ხოლმე, როდესაც წყლიდან თავს ამოსწევს, როგორც წარღვნის წყლებიდან ამოწეული ნოეს კიდობანი. დღეს ეს კიდობანი ბერების კლდედ არის წოდებული და დიდ ვეშაპს წააგავს, რომლის “მუცელში’’ ქვესკნელია - ამჟამად მდინარეებით გარემოცული.

 

გავიხსენოთ რას ამბობს იონა წინასწარმეტყველი:

 

“...განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულსა ზღსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდადეს.’’ /იონა; 2-4/

 

“ბერთა კლდე’’ გადარჩენის მთაა... იგივე სიონის მთა.

 

“ და ვიხილე, და აჰა, კრავი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მისთანა რიცხ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქნდა სახელი მამისა მისისა დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.’’ /გამოცხ. 14-1 /

 

გამოფხიზლდით მძინარენო და ისმინეთ! იმ დღეს ცათა სასუფეველი ბრძენ მეთევზეს დაემსგავსება, რომელმაც მრავალი თევზი ამოიყვანა ბადით წყლიდან, მაგრამ მხოლოდ დიდი და კარგი თევზი დაიტოვა, დანარჩენი კი ზღვას დაუბრუნა. გამოიღვიძეთ და ისმინეთ, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ქართველებო და მსოფლიოს მართლმადიდებელო ქრისტეანნო და თქვენც, ვისაც ჯერ ქრისტე არ მიგიღიათ, სიყვარულის ნებით და ღმერთის ძალით - გაებით უფლის ბადეში, რათა ბრძენი მეთევზის, კურთხეული მოძღვრის მოწაფეები გახდეთ! ვისაც თვალი აქვს - ხედვიდეს, რას დაანახვებს სული ეკლესიებს!!!

 

1990 წელს, ბერთა კლდის ძირში ამოღებული იყო თეთრი ქვა ქრისტეს მესამედ მოსვლის გარდაუვალობის წინასწარმეტყველებით. წარმოუდგენელია იესოს არ სცოდნოდა თავისი მესამედ მოსვლის დრო და ადგილი, რომელიც გალაქტიკის პერპენდიკულარულად მდებარეობს და დედამიწის ღერძს წარმოადგენს გალაქტიკის ცენტრის მიმართ. აღმოჩენილი თეთრი ქვა - დიდი თევზის სიმბოლოა და სამი ნაწილისაგან შედგება, რაც სამების მცნებას უკავშირდება: 1. სიონის მთის გეგმა, 2. იერუსალიმის კარიბჭის გასაღები და 3. უფლის დაბადების ნიშანი. მისი თავი - ეს თავად ღმერთია, ტანი - ღმერთის სხეული ქრისტეს სახით, ბოლო ნაწილი კი - გასაღები, რომლის მეშვეობითაც ლაზარეს სამყაროში (ნოეს კიდობანში) შესასვლელი ლოდი იყო გადმოღებული. თევზის კუდი უშუალოდ ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ სანიშნეში - გულში, რომელიც სულიწმინდის ადგილსამყოფელს წარმოადგენს. სულიწმინდის მეშვეობით აეხადა ფარდა ლაზარეს აღდგინების ძირითად არსს, რომელიც საიდუმლოებით აღსავსე ოთხი ათასი წლის განმავლობაში ნუნისის გამოქვაბულში იყო გამოკეტილი. უფალი გვამცნობს:

 

“ვითარმედ, რომელმან ჰსძლოს, მივჰსცე მას ჭამად მანანასა მისგან დაფარულსა, და მივჰსცე მას ქა სპეტაკი და ქასა მას ზედა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არა ვინ უწყის, გარნა, რომელმან მიიღოს’’ /გამოცხ.; 2-17/

 

“რომელმან ჰსძლიოს, ვჰყო იგი სტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისა, და გარე არღარა განვიდეს მერმე; და დავჰსწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისა და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისა, ახლისა იერუსალიმისა, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი ჩემი ახალი.’’ /გამოცხ; 3-12/

 

“რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი; და არა აღვხოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთასა, და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.’’ /გამოცხ.; 3-5/

 

უფლის ბეჭედმა გაანათა! ვისაც ყური აქვს ისმინოს! ცისკარი მოგვიახლოვდა!


არახრწნადი ღვთის სიტყვა -  ღმერთის პურია, “რამეთუ პური ღმრთისა არს, რომელი გარდამოჰხდა ზეცით, და მოჰსცა ცხოვრება სოფელსა.’’ /იოანე; 6-33/


საზოგადოებას “ლაზარეს აღდგინება’’ მიეცა, მაგრამ მოუმზადებლობის გამო ვერ ხვდება. დღეს საქართველო თომა მოციქულის დღეშია, ნაჭრილობებს ეძებს ქრისტეს ფერდში. მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული ერის ენერგია, იდეის, საქართველოს და სიყვერულის ერთიანობა საშუალებას მისცემს “ლაზარეს’’, როგორც მოწონებულ პატარძალს გამოვიდეს ფარდის მიღმიდან, თორემ ქვის და ტალახის სროლით თუ დავხვდით, რომელი პატარძალი გამოვა?!


...და გაიღვიძებს ქვეცნობიერება ჩვენს ერში - ტიტანი ბერების გენები აფეთქდებიან!

 

ამიტომაც არ უნდათ ლომი - საქართველოს გამოღვიძება, გაუთავებლად პრობლემებს გვიქმნიან “შინაურის თუ გარეულის’’ ხელით, რათა მხოლოდ ყოფით პრობლემებზე ვიფიქროთ და ძილ-ბურანში მყოფმა ერმა, ერთხელაც არ გამოიღვიძოს და არ “გაიხსენოს’’, რომ იგი დედაა  წარღვნისშემდგომი კაცობრიობის და კაცთა მოდგმის წარღვნისაგან გადამრჩენელი. განა დედაზე შეიძლება ხელის აღმართვა?! ვურჩევთ კარგად დაფიქრდნენ, რადგან მათზეა სახარებაში ნათქვამი:

 

“ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა; მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.’’ /მათე; 8-12/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE