კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

შექმნილი გვაქვს სავაჭრო პროგრამა, რომელიც მოემსახურება მთელ საქართველოს, მასთან ერთად ჩამოსულ სტუმრებს და მისი შექმნის მიზეზი მინდა მოგახსენოთ!

 

ჩემთან მოსულ პაციენტებს ხშირად უნიშნავ განსაკუთრებულ დიეტებს. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, დიეტა არ არის მარხვა, დიეტა ჩვეულებრივად კვების რეჟიმია, რომელიც განსაკუთრებულ მდგომარეიბაში ჩავარდნილ ადამიანს ეხმარება აღიდგინოს სხეული ისე, რომ მის სხეულში დაზიანებული ორგანო, რომელიც წამლებისგანაც ღდგება - არ გაღიზიანდეს.

 

ხშირად დიეტისთვის და ავადმყოფების საჭიროებისათვის კვების რაციონში შემყავს ხორცეული. ესენი არიან: ძროხის ხორცი, ხბოს ხორცი, თხის ხორცი, ციკნის ხორცი; კურდღლის ხორცი; ფრინველების ხორცნი: ბატის, იხვის, ხოხბის, გარეული და შინაური ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი და ა. შ.

 

თევზეული: ზუთხი, ლოქო, ჭანარი, მურწა, წვერა, კალმახი, ღორჯო და ა. შ.

 

საჭიროა ორგანიზმის აღდგენისათვის არაგენმოდიფიცირებული პროდუქტი, კონკრეტულად ხილი და ბოსტნეული. არ ჩამოვყვები მათ სახელწოდებებს, მხოლოდ გეტყვით, რომ პაციენტები, რომელთათვისაც დიეტა დამინიშნია, ხშირად მისვამენ შეკითხვას: სად ვიშოვოთ სუფთა საკვები? დავდიქრდი, მივხვდი, მართლა რომ ძალიან ძნელია სუფთა საკვები იშოვო ქალაქში.

 

შევქმენი პროგრამა, როგორ შემევსო ეს დანაკლისი, ვაჩვენე სპეციალისტებს, გავიარე კონსულტაციები, შემდეგ ჩემს ვიწრო წრეში ერთი გებაგონისა და ოთხი ანგონის საიდუმლო შეკრებაზე გადაწყდა, რომ სავაჭრო გილდია შემექმნა საქველმოქმედო საფუძვლებით. მას დავარქვით საერთაშორისო სახელი საერთაშორისო ვაჭრობისათვის "ნაფარდი", ხოლო შიგა ვაჭრობის და მოღვაწეობის სახელი "ჰორია".

 

ცოტა ხანში გაცნობებთ მის შიგა წესს და საქმიანობის სტრუქტურას. ანგარიშმა მოგვცა სამასოცდაცამეტი პუნქტი, რომელიც მოემსახურება მთელ საქართველოს.

 

ურთულესი შესასრულებელია ამ სისტემის ბალანსის დაჭერა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ ანბანური გეზი და ანბანური ჰარმონიული წყობა, განვავრცეთ ჩვენს პროგრამაში, მივიღეთ ეგრეთ წოდებული დაფარული სავაჭრო ქსელი, რომლის დაშლა ყოვლად წარმოუდგენელია.

 

ეს არ არის მოძრაობის და შემოქმედების არც მექანიკა, არც ავტომატიკა, ეს არის ანბანით ბუნებრივ რიტმზე აწყობილი კვების ბუნებრივი სისტემა. გამოყენებულია ძველი ქართული ასტროლოგია, რომელსაც იბერიული ეწოდება ზოგიერთ წყაროებში, ხოლო ზოგან მოიხსენიება, როგორც ცირცეუმის ასტროლოგია.

 

ცირცეუმის ასტროლოგია აკავშირებს მცენარეებს ვარსკვლავებთან და შემდეგ - თითქოს შლის და ყოფს პლანეტარული სივრცეებით. მივიღეთ უნივერსალური შრომის რეჟიმი და აქტივობის სქემაც, რაღაცით წააგავს ფილოსოფიურ მათემატიკას მოთხრობილს დიონისო არეოპაგელის ფილოსოფიურ ტრაქტატში.

 

შიგა შემოქმედება ანუ მოღვაწეობა, წმინდა ქალაქ იებუსის შიგა მოსამსახურეების ღვაწლს ემსგავსება. ამასთან ერთად, ინფორმაციული წყარო, რომელიც მოგახსენებთ ჩვენს პროგრამებს - ჩართული მექნება ორ რეჟიმში. გამოგზავნილი კითხვები ჩამოიწერება და ას კითხვამდე რომ მივა,  ყოველი დაგროვილი ასი კითხვის მერე, თავად მე გაგცემთ პასუხებს ისე, რომ დაკმაყოფილდეთ. ამ სისტემაში მიიღება მხოლოდ ის შეკითხვები, რომელთა პასუხიც იტრიალებს სავაჭრო გილდიის "ნაფარდის" გარშემო.

 

დაიბადა ანჩის ხატობის დღეს. ოცდახუთი წლის ნაღვაწი, რომელსაც ჰქვია "ნაფარდი" საქართველოსათვის, მსოფლიოსათვის კი - „ჰორია“.

 

მიულოცოთ ერთმანეთს მისი დაბადების დღე, დაბადება მოხდა ქალაქ ქუთაისში, ვარსკვლავ ვეგას ზენიტის დგომში.

 

 

გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი.

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE