კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ქართული მედიცინის გამოცდილებათა მანიფესტი

 

ზოდიაქო იწყება ვერძის თანავარსკულავედით. ინფორმაციის მიღების მთავარი ორგანო მართავს - ხედვას, სმენას, ყნოსვას, წინ უძღვის გემოვნებების აღქმას, არე თავი.


ვერძებს უყვართ ლოცვების ხმამაღლა მოსმენა, ვიზუალურად განწყობილი ხატის წინაშე, აუცილებლად სრული აღქმით უნდა მიაპყროს მზერა ხატს.


სვეტიცხოველში გამოსახულ ზოდიაქალურ წრეს - უფალი ვერძით იწყებს.


„ისწავლე თავის მოვლა, რათა მოუარო შენს შვილებსა და შვილიშვილებს და შთამომავლობას გადაეცი ეს ლამაზი ცოდნა, რათა მშვიდად შესძლოთ ღმერთის სადიდებელის შემეცნება, მერე ლოცვითი მეტყველება, ხატებიდან გარდმომავალი სიბრძნე, სიუხვე და სიკეთე“.


შექმნილი მაქვს ჰაიმორიტული და ფრონტიტული ღრუებიდან ნალექის, შლაკების და ვირუსული დანატოვარის გამომასუფთავებელი: ა) მალამო, ბ) წასმის წინ და წასმის შემდგომ მისაღები ბალზამები, გ) ორგანიზმიდან მძიმე ნალექის გამომყვანი დასალევი ელექსირი, დ) მალამოს თავზე მოხმარების ნახაზი, რომელშიც ხმარების წესია აღწერილი თანმიმდევრობით.


ჩვენი ჯანმრთელი დევიზია:


  1. ვისწავლოთ ჯანმრთელი სუნთქვა;
  2. განწმენდის მერე - სხვასაც ვასწავლოთ სწორი და ჯანმრთელი სუნთქვა.

 

მთავარი პრობლემა ინფექციურ გარემოში ბუდობს, უმთავრესად პირის ღრუს ჰიგიენაა დასაცავი, რადგანაც ინფექციის ხელმეორედ განვრცობა პირის ღრუდან ხდება.


ვამზადებ პირის ღრუს მაღალ-ანტიბაქტერიულ თხევად გამოსავლებს: სპირტნაზავი მოხარშული ნაყენები, ამასთან ერთად ეთერზეთოვანი, რთული, დიფუზიას დაქვემდებარებული შენაზავები.


ხმარება ასეთი წესით ინერგება:


მოიხმარება დღეში ორჯერ. პირის ღრუში დავიგუბებთ ნაჯერ წამალს (ანტივირუსული და ანტიბაქტერიული), პირის ღრუში ვატრიალებთ, ვაჯვანჯღარებთ, ყოველმხრივ ვივლებთ, ისე, რომ არ გადაგვეყლაპოს პირში დაგუბებული, მერე უნიტაზში გადააფურთხეთ და პირი გამოივლეთ; ნერწყვთან ერთად გამოიტანს სოკოვან და ვირუსულ შლაკებს, რომლის მუცელში მოხვედრა იწვევს ინფექციებს.


საშუალო დატვირთვის სქემა შვიდ დღიანია (7 დღე).


ა) დილას ვიგუბებთ ერთ ყლუპს (1 წუთი). ერთი წუთის განმავლობაში ვივლებთ (ჯვანჯღვარით), არ გადაგეყლაპოთ! მერე 1 წუთის გასვლის შემდეგ გადააფურთხეთ და პირი გამოივლეთ სოდიანი წყლით. ასევე მოიქეცით საღამოსაც, ერთი სრული კვირის განმავლობაში - დილა-საღამოს:


პირველი დღე - 1 წუთი;

მეორე დღე - 2 წუთი;

მესამე დღე - 3 წუთი;

მეოთხე დღე - 4 წუთი;

მეხუთე დღე - 3 წუთი;

მეექვსე დღე - 2 წუთი;

მეშვიდე დღე - 1 წუთი.

ავდივართ ნელა ოთხ წუთამდე, მერე ისევ უკან ჩამოვდივართ 1 წუთამდე გამოვლებით დილა-საღამოს - ერთი შვიდეულის მანძილზე.


 

პრეპარატების ჩამონათვალი:

 

  1. მალამო - ჰაიმორიტული და ფრონტიტული ღრუების ფილტრატორი (1 ცალი).
  2. წასმის წინ და წასმის მერე სახმარი ბალზამები (2 ცალი)
  3. ხმარების წესი - ნახაზები და ახსნა (სისტემური ხმარებით დანომრილი).
  4. ლიტრა-ნახევარი(1,5 ლ) მაგარი მწმენდი ელექსირი, რომელიც ჭამის წინ მიიღება. კვირის მარაგი - ორი ლირტრანახევრიანი (1.5 ლ + 1.5 ლ), სულ 3 ლიტრი პრეპარატი, ჭამის წინ 150 გრ. სამჯერ დღეში მისაღები.
  5. ლიტრა-ნახევარი (1.5 ლ) მაგარი მწმენდი ელექსირი ჭამის შემდეგ მისაღები. შვიდეულის მარაგი წმინდა კვირის დასაცავად, ასევე ძალიან კარგია სამარხვოდაც - თან გასუფთავდებით, თან თქვენს ნებისყოფას გამოსცდით. ლიტრა-ნახევრიანი (1.5 ლ + 1.5 ლ) 2 ჭურჭელი = 3 ლ. დღეში 150 გრ. ჭამის შემდეგ მიირთვით (ასე კეთილად წმინდეთ თქვენი თავი და ორგანიზმი წმინდა შვიდეულში).
  6. ამას დაამატეთ პირის ღრუს გამოსავლები.

 

დაგლოცავთ, დაიწყოს თქვენი გზა განწმენდისაკენ!

 

ფასები:


  1. მალამო, 1 ცალი - 10 ლარი.
  2. ბალზამები, 2 ცალი (ჭამის წინ და მერე მისაღები) – 1 ცალი - 5 ლარი; 2 ცალი - 10 ლარი.
  3. ლიტრა-ნახევარი (1.5 ლ. ჭამის წინ მისაღები)  - 10 ლ. აქედან 2 x 1.5 = 3 ლ - 20 ლარი და ასევე ლიტრა-ნახევარი (1.5 ლ ჭამის მერე მისაღები) – 10 ლ., ხოლო 2 x 1.5 = 3 ლ - 20 ლარი.
  4. პირის ღრუს ჰიგიენა (სავლები), 7 დღის, დილა-საღამოს - 10 ლარი.

 

ამჟამად ქუთაისში მოგემსახურებათ მამა თევდორე და მამა ექვთიმე, თბილისში კი შეკვეთებს მიიღებს ვახტანგი (ფეისბუქში - სახელად „ჩიორა“), ასევე მანდილოსნები: მაია მირცხულავა, მაია ზურაბიშვილი და ლალი ბუხნიკაშვილი.


ნელ-ნელა სრულად იქნება გამოქვეყნებული ჩვენი პროდუქცია და ჩვენი მიზნები. ჩვენი წინდასახული მიზანია - კარგად განვიხილოთ ჩვენი წარსული, ჩვენი ფესვები - უდიადესი სიბრძნე ინახება ქართულ წყაროებში, ცოცხლდება ჩვენი გენი, იღვიძებს ჩვენი შემოქმედება.


ახალ ინფორმაციულ წყაროებთან დაგვაკავშირა არქეოლოგიურმა გათავისებამ მონაპოვართა, რომელიც წიაღისეული მადანივით ამჟღავნებს თავის თავს მკვლევართა წინაშე.


ჩვენი მიზანია - გავაცოცხლოთ ქართულ ისტორიულ სიღრმეში მიძინებული მედიცინა. ბევრი, სიბრძნის გადმომცემი ლიტერატურა მიძინებულია არქივებში, უცხო ქვეყნების საცავების თაროებზე.


ყველა მეცნიერი და მათი მიმდევარი მკვლევარი დამეთანხმება იმ გააზრებაში, რომ დედამიწა ეგრეთწოდებული „დიდი კოსმიური ხომალდია“, ხომალდი კი - დამეთანხმებით, წარმოუდგენელია წინამძღოლის გარეშე. ჩვენ გემს თავისი „კაპიტანი“ ჰყავს, სამყაროს ადმირალი მბრძანებელი და მიზნამდე გადამაადგილებელი კოსმიურ წყლებში და სამყაროულ ოკეანეებში. თვით კაპიტნების დამნიშნავი კი - თვით უ ფ ა ლ ი იესო ქრისტეა, ჩვენთვის ცნობილი ნაზარეველი, მხოლოდშობილი ძე, სიტყვა განკაცებული საოცრება საოცრებათა შორის, ნაზარეველი - შობით, მრწამსით და შემობრძანებით სიდიადით.


შევთხოვდეთ მას! - ჩვენს გზაზე ნათელმოსილებას, სიმტკიცეს არსისას არაჩვეულებრივი ცხოვრების გზაზე.


განვიწმინდოთ! განვიკურნოთ! გავსპეტაკდეთ! ჩამოვიშოროთ ისტორიული სიმძიმეები! ვიყოთ ბედნიერნი და სხვასაც ვასწავლოთ ბედნიერი ყოფა!


დიდება ნათელმოსილ გზას და ამ გზებზე მავალ ქვეყნებს, ერებს, ტომებს, ენებსა და თესლებს! მოვიდეს უფლითი ნათელმოსილება! განვიდეს თავსმოხვეული მწუხარება! იყოს ისრალი სრული და ბედნიერი! იყოს ისრალის წინასწარმეტყუელებაში დაბადებული დედუფალი ანნა ბედნიერი, მიეგოს სრულიად სამწყსო! გაცოცხლდნენ ქართული ლეგენდები! აღდგნენ ქართული მითები!


გზა ბედნიერი და მშვიდობიანი, შენ, ჩემო საქართველო, სამყაროულ სიბრძნის ოკეანეში - მშვიდობით, ფრთებით გეცუროს!

 

გამომცემლობის სამუშაკოს განიხილავს და სამზეოზე გამოჰფენს - „გონიონის“ არქივარიუსი ლალი ბუხნიკაშვილი, ტელ. 599 34 89 86

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE