კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა.

 

დაე აღსრულდეს მართლმადიდებლური წესით და წმინდა წერილის დასტურით ყოველივე საქართველოში! ყოველი ქართველისათვის აუცილებელია იცოდეს, რომ დღეისათვის ლაზარეს სძინავს, იმ მინიშნებით, რომ ლაზარე ქართული ენაა და ის ელოდება დღესა აღდგომისასა, რადგან

 

“დამარხულ არს ენა ქართული

დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად,

რათა ყოველსა ენასა

ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაი

მძინარე არს დღესამომდე.

და სახარებასა შინა ამას ენასა

ლაზარე ჰქან...’’

 

მსოფლიოს ყველა ქრისტიანული ეკლესია ელოდება ქრისტეს გამოჩენას.  როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყველა ადამიანს ეცოდინება სამსჯავროს ჟამის მოახლოების ნიშნები, ხოლო სამსაჯავროს მეუფე უფალია. უფალი განსხეულდება შობით - ნიშნავს მიიღებს სახეს ძე კაცისას.

 

“ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვით თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელი ეგე შემომიდეგითმე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თსისათა, დაჰსხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა/მათ. 19;28/’’

 

სიტყვა “მერმესა’’ არ განსაზღვრავს მერამდენედ ან კიდავ სად. ამ კითხვებს პასუხს სცემს თავად უფალი, როდესაც ის ელაპარაკება ფარისევლებს და მწიგნობრებს:

 

“აბრაჰამს, მამასა თქვენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. ჰრქუეს ჰურიათა მათ: ერგასის დღის არღარა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა? ჰრქუა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვით თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ.’’ /იოანე. 8.56-58/.

 

 თუკი “წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი’’/მათ.1.1/ გვამცნობს ასე, როგორღა ამბობს უფალი, მამასა თქვენსა უხაროდა ნახვა ჩემი?

 

წერილიდან ვიცით, რომ უმეტესით იკურთხება უმცირესი. იმ დროისათვის როცა აბრაჰამმა იხილა უფალი მის პირველ მოსვლისას, აბრაჰამმა მისგან მიიღო კურთხევა პურითა და ღვინით. რაოდენ დიდია ის, ვისაც ძალუძს მამა აბრაჰამს - მამას ყოველთას კურთხევა მისცეს:

“კურთხეულ არს აბრაჰამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაი და ქუეყანაი, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმაც მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ხელთა და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.’’  

/დაბ.14;20/

 

უფალი იესო ქრისტე არის პირველმღვდელი, რომელი აღასრულებს მამა ღმერთის ნებას. “ხოლო იყო მღვდელი ღმრთისა მაღლისა.’’/დაბ.14;18/

 

ახლა ვნახოთ რას უწოდებს აბრაჰამი მას, ვისგანაც კურთხევა და აღთქმები აქვს მიღებული და რომ ის ძე კაცისაა, ე.ი. ხორციელადაა მოსული უფალი, მისი პირველგამოჩენისას, რითაც ძალზედ განახარა აბრაჰამი.

აბრაჰამმა თქუა:

 

“უფალო, უკუეთუ ვპოვე სადმე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა უფალო, უკუეთუ ვპოვე სადმე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა წარჰხდები მონასა შენსა.

 

მივიღეთ წყალი და დაიბანნეთ ფერხნი თქუენნი, და დაიგრილეთ ხესა ქუეშე.

 

და მოვიღო პური და ჭამეთ. და ამის შემდგომად წარვედით გზასა თქუენსა, რომლისაგან მოაქციეთ მონისა მიმართ თქუენისა. “უფალმა ჰრქუა: ეგრე ყავ, ვითარცა სთქუ.’’

/დაბ.18;3-5/

 

უფალი განხორციელებულია, ესე იგი არის ძე კაცისა და ძე ღვთისა, რასაც ზემოთ აღწერილი გვიდასტურებს  იმით, რომ მამა აბრაჰამს დაეთანხმა ხორციელი მსახურების აღსრულებისათვის, რაც ფეხის დაბანაში და პურის ჭამაში გამოიხატება.

 

 

მამა აბრაჰამი სწრაფად გაემართა მსახურების აღსასრულებლად, რადგანაც ღირს ჰყო ღმერთმა ამ დიდი მადლისათვის:

 

“და სამროწლედ მირბიოდა აბრაჰამ, მოიღო ხბოი ჩჩლი და კეთილი და მისცა ყრმასა და ისწრაფა შექმნად მისა.

და მოიღო ერბოი და სძე და ხბოი, რომელი შექმნა, და დაუგო მათ და ჭამეს, ხოლო თვით წინა უდგა მათ ხესა ქუეშე.’’დაბ.18;7-8/

 

წერილში მოტანილი გვიხსნის თვით უფლის დასტურით უფლის პირველ მოსვლას და მის მამა აბრაჰამთან შეხვედრას.

ეს იყო უფალი იესო ქრისტეს ხორციელად პირველი მოსვლა, რომლის შესახებაც მან თქვა ფარისევლებთან და მწიგნობრებთან მის მეორედ მოსვლისას.

 

ხოლო მეორედ მოსვლისას ის აცვეს ჯვარს. ახლა კი ველოდებით მის მესამედ ხორციელად მოსვლას, რაც დასტურდება შემდეგი სიტყვებით: “მერმესა მას შობასა...’’ და თანდათან განგვემარტა, რომ ’’მერმესა’’ არის “მესამესა’’ და ეს მერმისი მერანით მერმისობს, ამით მარადისობს.

 

რადგანაც უფალი იესო იწოდება ძე ღვთისად და ძე კაცისად, უნდა განვმარტოთ თუ ვის მოდგმაში აღსდგება უფალი. ამაში გვეხმარება მისი გენეოლოგია, რომელიც ჩაწერილია ლუკა მახარობელთან, სადაც მამათა აღწერა იწყება იოსებიდან და მთავრდება ადამით და წინ და უმაღლეს მყოფ ღმერთით. ეს ჩამონათვალი განსხვავებულია მათეს წიგნში მოყვანილი გენეალოგიისაგან. სამსჯავრო ახლოვდება, ეს არის დასასრული და “სადაც დასასრულია იქ არის დასაწყისიც’’, ამბობს უფალი ღმერთი.

 

მართალია ამომწურავი პასუხი არ დაეტევა ზემოთ აღწერილში, მაგრამ მინიმუმს სწავლებითი ქმედებისას მოიცავს. განგვემარტა, რომ უფალი არის პირველმღვდელი მაღალი ღმერთისა, რომ ის მამა აბრაჰამს შეხვდა პირველად მოსვლისას, მეორედ მოსვლისას ჯვარს აცვეს და ახლა მის მესამედ გამოჩენას ველოდებით.

 

მივადევნოთ თვალი წინასწარმეტყველებას, რათა გავიგოთ თუ როგორ აღსრულდება ყოველივე ეს.

 

უფალი იესო ქრისტე ლაზარეს ენით ამხილებს ქვეყნიერებას. ეს ენა კი ქართული ენაა. ცნობილია, რომ მხოლოდ იოანე მოციქულისთვის იყო გამხელილი ლაზარეს საიდუმლოება. ლაზარეს ენა ქართული ენაა, საქართველო კი მარიამის წილხვედრი მიწაა. უფალმა ჯვარცმის წინ იოანეს ჩააბარა მარიამი დედად, ხოლო მარიამს იოანე შვილად, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იოანე განმარტავდა ლაზარეს საიდუმლოებას საქართველოში, რადგანაც ეს ქვეყანა მარიამისეულია.

 წიგნი, რომელიც ლაზარეს სახელითაა წოდებული, შვიდი ბეჭდითაა დაბეჭდილი:

 

“და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი, შინაგან და გარეგან, დაბეჭდილი ბეჭდითა შვიდითა.

და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ხმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განხსნად ბეჭდითა მისთა.’’/გამოცხ.იოან. 5,1-2/

“და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შვიდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესამე ერთისა ცხოველთა მათგანისა, რომელი იტყოდა, ვითარცა ხმითა ქუხილისაითა, ვითარმედ:

და აჰა, ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშვილდი, და მიეცა მას გრგნი, და განვიდა ძლევათა, და სძლოსცა.’’/გამოცხ. იოან. 6;1-2/

 

წერილი გვამცნობს, რომ შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი წიგნის ბეჭდის მომხსნელი არის უფალი იესო ქრისტე, რომლის შესახებაც უწყის მხოლოდ იოანემ. იოანე გამოცხადების მეშვიდე თავში მოგვითხრობს ბეჭედდასმულთა რიცხვზე, რომლებიც ანგელოზის მიერ არიან ბეჭედდასმულნი:

 

“და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაითა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

 

და ვიხილე სხუანი ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაი. და ხმა-უყო ხმითა დიდითა ოთხთა ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაი ქუეყანისა და ზღვისაი, ვითარმედ:

 

ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დაჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. და მესმა რიცხვ დაბეჭდულთაი მათ: ას მეორმოც და ოთხი ათასი.’’ /გამოცხ. იოან. 7; 1-4/

 

“და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ენათა და ერთა, მდგომარენი წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და ხელთა მათთა აქუნდა ფინიკები.

 

და ხმობდეს ხმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვრება ღმრთისა ჩუენისა, მჯდომარისა საყდართა ზედა, და კრავისა.’’ /გამოცხ. იოან. 7; 9-10/

 

ზემოთ აღწერილს გადმოგვცემს ეზრა წინასწარმეტყველი წერილში, სადაც განიმარტება, რომ უფალმა იესო ქრისტემ, ძემ კაცისამ, უნდა აღასრულოს მსახურება საქართველოში სიონის მთაზე:

 

“ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს.

 

მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ.

 

გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ.

 

მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ.

 

წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი.

 

ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს.

 

ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა.

 

გასრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე.

 

მე, ეზრამ ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს.

 

მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო.

 

მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან მეთქი ესენი, უფალო?

 

მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ.

 

და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მას აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს?

 

მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის.

 

მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფლის საოცრებანი, რომ შენ იხილე.’’ /მესამე ეზრა 2; 34-48/

 

საქართველოვ, მოახლოებულია აღსასრული, რომლისთვისაც არს ნათქვამი: “წინანი უკან წარსდგებიან და უკანანი წინ.’’ მალე გაბრწყინდება მწყემსი ჩვენი. საქართველო მსოფლიოს თვალწინ უკანა ადგილზეა, მისი ყველანაირი განსაზღვრებით. საჭიროა მიიღოთ სწავლება უფლისა, რათა გავუსწორდეთ ჩვენს ძმებს სიყვარულში. გვესაჭიროება მწყემსმთავარი, დიდი მღვდელი, რათა დაგვმწყემსოს ჭეშმარიტებით.:

 

“და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღვდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღმდგომად მისსა. 

 

და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის ეშმაკო, გამომრჩეველმან იერუსალემსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.

 

და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა ანგელოზისასა,

 

და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა მეტყუელმან: მოსძარცვენით სამოსელი მწიკლუვანნი მისგან; და სთქუა მისსა მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი.

 

და დაადგით კიდარი წმიდა თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას სამოსელნი და დადგეს კიდარი წმიდა თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისა დგა

 

და წამებდა ანგელოზი უფლისა იისუას მიმართ მეტყველი:

 

ამათ იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი; უკეთუ გზათა შორის ჩემთა ხვიდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ დაიცვა ეზო ჩემი და მოგცნე შენ მოციქულნი საშუალ მდგომარეთა ამათ.

 

ისმინე უკუე იისუ, მღვდელო დიდო შენ და მახლობელთა შენთა მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭვრეტელნი არიან, ამისთვის, აჰა, მე მოვიყუანო მონა ჩემი აღმოსავალით.

 

მით, რამეთუ ქვა მის ერთსა შინა დღესა, მას დღესა შინა-იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელი, მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თსსა ქუეშე კერძო ვენახისა და ქუეშო კერძო ლეღსა.’’ /ზაქარია; 3/

 

ზაქარია წინასწარმეტყველი გვამცნობს, რომ იესოს ეცმევა მწიკვლოვანი სამოსელი, ესე იგი ის ჩვენთან ერთად იქნება მდაბალი და დაწუნებული, და იქნება აღრევა კაცთა, მიწისძვრანი ალაგ-ალაგ, ვიდრემდეს გამოჩნდებოდეს და გაბრწყინდებოდეს უფალი. და ესე იქნება ტკივილები ქვეყნიერებასა ზედა, ვითარცა ტკივილები მშობიარესი:

 

“რამეთუ ვითარცა ელვა რა ელვენ ქუეშე ცისაითგან, ვიდრე ქუეშეცისადმდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისა დღეთა მისთა.

 

ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და შეურაცხყოფად ნათესავისა ამისაგან.

 

და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა’’. /ლუკ. 17;24-26/

 

წერილში ძე კაცისას გამოჩენა შედარებულია ელვის გაბრწყინებასთან. მისი გამოჩენის ადგილი კი ნოეს კიდობანსა და იმ დღეთა ამბავთან არის დაკავშირებული, რაც ნოეს დღეებში ხდებოდა. ეს ის ადგილია, სადაც აღუშენა ნოემ საკურთხეველი უფალს და მიიღო მისი აღთქმა, რომელიც აღნიშნავდა იმას, რომ თუ კაცობრიობა მოექცევა უფლის გზისკენ, გადარჩება:

 

“ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო, თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწაწყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან’’. /მესამე ეზრა, 8;9)

 

მამა ღმერთმა დასაბამიდან აკურთხა ერთი ადგილი, ერთი მიწა-წყალი, ერთი ერი - ეს საქართველოა - მარიამის წილხვედრი ქვეყანა. აქ საქართველოს შუაგულში გამოჩნდება უფალი მთასა წმინდასა უფლისასა:

 

“ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში: დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას მთაწმინდა.’’ /ზაქარია წინასწარმ. 8;3/.

 

“და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩვენაი მე ქალაქი წმინდა იერუსალემი, გარდმომავალი ზეცით ღმრთისაგან.’’ / გამოცხ. იოან. 21-9/

 

ქრისტეს საიდუმლოებანი წინასწარმეტყველური სულია, რომელიც ყველა მის მოციქულში ალაპარკდა იუდა ისკარიოტელის გარდა.

ახლა ვნახოთ რას ლაპარაკობს პეტრე მოციქულის პირით ქრისტე:

 

“აჰა, ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამესათა დაემტკიცების ყოველი სიტყუა.

წინასწარ ვთქუ და წინასწარ ვიტყ, ვითარცა-იგი პირისპირ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინასწარ შეცოდებულთა მათ და სხუათა ყოველთა; და რამეთუ, უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარა ვჰრიოდო’’. /2გალ. 2; 19-20/

 

“ვინაითგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელ-იგი ჩემ მიერ იტყვის ქრისტე: რომელი იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.’’ / 2 კორ. მიმართ, 13, 1-3/

 

ამინ, რამეთუ მხოლოდ უფალს ძალუძს კვალად მოვიდეს და არღარა ჰრიდოს.

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE