კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

“ერმი ოტარიდი, ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსა ცასა ეწოდების ცორანო.

ერმის სახე უწვერულისა ჭაბუკისა აქვს შეჭურვილი, ელთა აქვს ძლევა.’’

/სულხან-საბა/

 

მერკური - შუამავალი ცხოვრებისა, ამ სიტყვის ფართო გაგებით - ენერგიათა კომუნიკატორი, ყველა მზის სხივს აღიქვავს სპექტრალურ არეალში და შეუსაბამებს მოძრაობას სიხშირულ ასპექტში. იგი ათასნაირი სახელის მატარებელია ცხოვრებასა და მითოლოგიაში: ღმერთების შიკრირკი, თავიდანვე ვაჭრობის და მოგების ღმერთი, ზოგან კი - დიდვაჭართა შიკრიკი.

 

ბერძენთა ჰერმესის რომაული ორეული, იუპიტერისა და მაიას შვილი, ღმერთების გონიერი შიკრიკი - გონიონითი ფრთოსანი ელჩი და მაცნე.

 

მერკური ქნარის (ლირის) გამომგონებლად ითვლებოდა (უძველეს რუკებზე დატანებულია შვიდსიმიანი ქნარი და ფრთებშეკეცილი არწივი, რომელსაც კლანჭებით ქნარი უჭერია, მეექვსე სიმზე კი გამოსახულია ვარსკულავი ვეგა, რომელსაც მუსიკალური ბგერა - ლა შეეფერება).

 

ბიბლია გვასწავლის, რომ სადაც ყველაზე დიდი აკრძალვაა - იქ დევს ჭეშმარიტება ან იქ კიდია სამოთხის გასაღები.

 

“და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუსადა მიყოს ელი თსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.

 

და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.

 

და განადა ადამ და დაამკდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა, და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხოვრებისასა.’’ /დაბად., 3, 22-24/

 

კეთილისა და ბოროტისა მეცნიერი ადამი - უფალი ღმერთის ცოდნის საუნჯეა. ცხოვრების ხის საიდუმლოებას კი არ უმალავს ღმერთი ადამს, არამედ  აკრძალული ნიშნით უდებს წინ, თანაც ამბობს: “ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.’’

 

ცხოვრების წიგნი (იგივე სახელთა წიგნი), პირველ დამწერლობით შესრულებული, მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობის ისტორიას და მასში დაბადებულ პიროვნებებს ეძებენ. ეძებენ! ეძებენ და ჩვენც ვეძებოთ! ეს შესაძლებლობა ლაზარეს ენაშია გამჟღავნებული! ის შიკრიკი - ერმიც შემთხვევით არ არის ასათვისებელი - როგორც საიდუმლოს ერთერთი გასაღები.

 

ჩვენი კვლევის მიზანიც და სამიზნეც დასაბამისეული ან-ბანის, აკვალებულის ძიებაა. მთელ ქართველ ერს და ჩემს თავსაც ვუსურვებ, რომ ეს ძიება წარმატებით დასრულებულიყოს. დაისვენებს კაცობრიობაცა და ჩემი ერიც, რადგანაც ამ ცოდნათა მედროშე თავად უფალი იესო ქრისტეა. ძუელი შეიჭმება და დაიბადება ახალი, როგორც მან თავად ბრძანა.

 

“და ვიხილე ცა ახალი და ქუყანა ახალი; რამეთუ პირველი იგი ცა და პირველი იგი ქუყანა წარხდეს, და ზღუა არღარა არს მერმე.

 

და მე, იოანე, ვიხილე იგი ქალაქი წმიდა იერუსალიმი ახალი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებულ ვითარცა სძალი, შემკული ქმრისა მიმართ თსისა. და მესმა მა დიდ ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკდრებელი ღმრთისა კაცთა თანა, დაიმკდროს მათთანა: და იგინი იყუნენე ერ მისსა (აქ შეფარვით არის ერმის სახელი მოწოდებული, ერ + მისსა = ერმისსა), და იგი ღმერთი მკდრ იყოს მათ შორის ღმრთად მისსა.

 

და ახოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს მერმე; და არცა გლოვა, არცა ღაღადება, არცა ტკივილი არღარა იყოს მერმე; რამეთუ პირველნი იგი წარხდეს. (სიტყვა მერმე გვანიშნებს - ერმით მსაზღვრეო, მერმე მერმისით).

 

და მრქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა, ყოველსავე ახალ ვჰყოფ, და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი არიან.

 

და მრქუა მე კუალად: იქმნა! მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და აღსასრული;

 

მე წყურიელსა მივჰსცე წყალი წყაროსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.

 

რომელმან ჰსძლიოს დაიმკდროს ესე ყოველი, და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.’’ /გამოცხ. იოანესი, 21, 1-7/

 

ჩემთვის სასიხარულოა, რომ მარტო არა ვარ მაძიებელთა შორის საქართველოში. ერმის ცისა და ქართული ანბანის საიდუმლოებას ღრმად ჩასწვდა ქალბატონი ცირა ინწკირველი, აცოცხლოს მისი სული ღმერთმა. პირველად ქალბატონმა ცირამ შეძრა ცა ჩაძინებულ ქართველთა და განაცხადა: ქართული ანბანი ცაშია გამოსახული და მისი წაკითხვა შეიძლება პეტრე-პავლობის მარხვის დროს, ღამის ვარსკვლავიერ ცაზე - ერმის მითითებით.

 

მართლაცდა პავლე მოციქული განკაცებული ერმი ეგონათ:

 

“ხოლო ერმან მან იხილა რა, რომელი იგი ჰქმნა პავლე, აღიმაღლეს მა მათი მითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებელ-არიან კაცთა და გარდამოსრულ-არიან ჩუნდა.

 

და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით, და პავლეს ერმით, რამეთუ პავლე იგი წინამძღუარ სიტყსა მის.’’

 

საოცარია, რომ ამ პლანეტის მისტიური საიდუმლოება მეფე აიეტმა საბერძნეთში გაიტანა საიდუმლო მისტერიით. მან სიბრმავის პოლიტიკა გაათამაშა, თითქოს მისმა ქალიშვილმა - მედეამ მამა ალუბლის ყუნწით მოწამლა და მიაძინა, რათა იასონისთვის ოქროს საწმისი მოეპარა მისი ხაროდან. სინამდვილეში აიეტმა ქართული ანბანის უდიდესი საიდუმლოება დააკაბალა მითოსში. თეატრალიზებული - ალქიმიური სცენარებით დამალა “ოქრო-პირობის’’ ანუ მზის ენის საიდუმლოება, რომელიც მხოლოდ ახალი - ლომის ეპოქის დროსაა შესაძლებელი გაიხსნას სპეციფიკური ასტრალური კოდით.

 

და ბერ-ძუ-ენითით დედანითდა ცოდნა, დაემკვიდრა ბერ-ძნითში და ასე აქარდა ოქროს საწმისის საიდუმლოებასთან მიმყვანი ენა, ბერ-ძნ-ურში, მაგრამ არცერთ ბერძენს არ ძალუძს ამ ენაში ჩადებულ საიდუმლოებათა აღმოკითხვა, მხოლოდ ძენი იბერისანი, იბერ-იონითნი ფლობენ საიდუმლოთა გასაღებებს, მისი მოძღვარის - გიორგი იონთა ჰიპერიონის დეშიფრაციით.

 

დაფარულ ცოდნებს - ჰერმეტიული ცოდნები ჰქვია და ამ ჰერმესითებას ერმი აწესრიგებს, ამიტომაც გთავაზობთ მაქსიმალურ ინფორმაციას ერმის, იგივე ჰერმესის საიდუმლოებათა მითოლოგიური ნუსხიდან.

 

 

 

 

ჰერმესი (Hermes, “მაუწყებელი’’; ლათ. Mercurius, მერკური, უძვ. ბერძ. სტილბონ.) - ზევსისა და ატლანტის ასულის - ნიმფა მაიას ძე.

 

არკადიის კილენეს მთაში შობილი (კილენიოსი) და თავიდანვე არკადიული მოდგმის ღვთაება, რომელიც შემდეგ ოლიმპიელთა კრებულის მშვენება გახდა - აპოლონთან ერთად.

 

ჰერმესის ბაბუა - ნიმფა მაიას მამა - ატლანტიდელების საიდუმლოებათა მცველი ატლანტია.

 

მაია (Maia, Maja) – ატლანტისა და პლეიონეს ასული, პლეადებად წოდებულ დებში ყველაზე უფროსია, ასევე მთის-ფერია, ზევსისაგან ეყოლა ჰერმესი (იუპიტერისა და მერკურის თორმეტწლიანი ანბანური კოსმოდიაგრამის საიდუმლო).

 

ბერძნული მოდგმის ეს ქალღმერთი გაიგივებულია ძველ იტალიურ მაიასთან (მაიესტა, დეუს მაიუს), მისი თვე მაისია. ამ თვეში უმართავდნენ დღესასწაულს მაიას, რომელსაც ვულკანის ცოლადაც თვლიდნენ, აქედან მიიღო სახელწოდება მაისმაც (ქართულად ვარდობის თვე).

 

ტყუპმა დიოსქურებმა, ძუ მგლის გამოკვებილებმა - რომულმა და რემმა (ქალაქ რომის და რომის იმპერიის ფუძემდებლებმა, რომლებიც ქართველები იყვნენ) არესის საიდუმლოებანი ჩაიტანეს იტალიაში.

 

რომა - რომის, რომელიც ტიბრის ნაპირებზეა განლაგებული, ლაციუმის დაბლობზე, იტალიის და მთელი იმპერიის დედაქალაქის მითიური დამაარსებლები - არესისა და რეა სილვიას ტყუპი შვილები - რომული და რემი არიან (დაახ. 753 წ. ძვ. წ.).

 

 

კოლხეთში არესის ჭალა იყო, სადაც ოქროს საწმისი ეკიდა. ამ ჭალას დრაკონი იცავს, რომლის შხუილი აძრწუნებს ცოცხალ არსებებს.

 

ხელოვნებაში არესი აისახა როგორც დიდებული, ზვიადი ვაჟკაცი, მკერდსავსე და მხარ-ბეჭ-განიერი, კუშტი და ცივი, მუზარადიანი და ხუჭუჭთმიანი, მახვილოსან-ფაროსანი ჭაბუკი, მკერდშეჯავშნილი და სპილენძის ქამრიანი. არესი, იგივე მარსი, ომის ღმერთად ხორცშესხმული ძველი ღვთაება, რომელსაც ეთაყვანებოდნენ როგორც გრადივუსს (ომში წინამძღოლს) და როგორც კვირინუსს (შუბოსანს). მისი დღესასწაულები - ეკვირინები 27 თებერვლიდან იმართებოდა.

 

გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ რომაულ კულტურას ფესვები საქართველოში აქვს. მსოფლიოს ევროპული ნაწილის კოსმოგონიური აზროვნება ქართული ენობრივი წყაროებით არის ნაკვები. მივყვეთ ძიებას და თამამად ამოვალაგოთ ქართული ისტორია: წმინდა წერილებიდან, მითოლოგიიდან და ლოგოსითი არეალით - ისტორიის ენობრივი სამარხებიდან.

 

ჰერმესი ატლანტის შვილიშვილია, გამოვიკვლიოთ მისი წარმომავლობა.

 

ატლანტი - ცის თაღის დიდი შემკავბელი, ტიტანი, იაპეტის და კლიმენეს ანუ აზიის ძალუმი შვილი, მრავალტანჯული მთა-კაცი, პლეადების მამა, მენეტიოსის, პრომეთეს და ეპიმეთეს ძმა.

 

პრომეთე (Prometheos - წინდახედული, “წინასწარმეტყველი’’, “შორსმჭვრეტელი’’. Prometheia - სიფრთხილე, წინდახედულობა, ზრუნვა) - იაპეტისა (ბიბლიური იაფეტი - ნოეს შვილი, ქართველები იაფეტელები ვართ) და კლიმენეს შვილი, ატლანტის, მენეტევსის და ეპიმეთეს ძმა, უგონიერესი ტიტანი, კაცობრიობის კეთილისმყოფელი, ციდან ცეცხლის მომტაცებელი, კაცთა მოდგმის გამომძერწავი და მფარველი, მისთვის წამებული და კავკასიონის ქედზე მიჯაჭვული -

 

ქართულად  ა მ ი რ ა ნ ი.

 

ამირანი (პრომეთე) - პირველ რიგში ქართველთა განმანათლებელი და შემდგომ მთელი კავკასიისა, ბერ-ძუ-ენით გავიდა ბერი-ძენით ბერ-ძნითში და დაიპყრო იბერიის ნახევარკუნძული.

 

ქართველებს ასწავლა წერა-კითხვა, წინასწარმეტყველება (ე.ი. თავად წინასწარმეტყველი იყო), ხელოსნობა, ნაოსნიობა (ე.ი. თვითონ არგონავტი იყო), ვარსკვლავებზე დაკვირვება (მეფე-მოგვი იყო), მკურნალობა (ამირან დიდი მკურნალი), ანგარიში (ყველაფერი, რაც მათემატიკასთანაა დაკავშირებული), გახადა გონიერი ადამის მოდგმა ანუ ქართველები გადაარჩინა გადაშენებას.

 

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო,  გიყვარდეს შენი გმირები!!!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE