კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ჯერ ყოველი მორწმუნე მართლმადიდებელი წარმოვთქვავთ ლოცვასა - მამაო ჩვენოს, ამ ლოცვით წარვდგებით მამასთან, ღმერთთან, უხილავში მყოფ უზენაესთან.

 

ბოროტების წინააღმდგომი რაჲნდები წარდგებიან და სიტყვით წარმოჩინდებიან ასე: მე (სახელი ნათლობისა) თანაზიარებული ძისა და მარადიულად მლოცველი და მადიდებელი, უზენაესი ღმერთისა, გაერთიანებული მამისა და ძისა და სული მნათი და აღმავსებელი სული წმიდისა, შემართებითა და ნებითა ღვთისაჲთა ვბრძანებ:

 

უკუნ იხიე, ბოროტო სულო, წმიდა მიწიდან - სქართველოდან! ბაღიდან, რომელიც კუთვნილებაა დედა ღვთისმშობლისა, რომელ ქუეყანაჲც დაცულ არს ქართველი წმინდანებისა მიერ - დედა მარიამთან ერთად.

 

მე კი რაჲნდი და ძმა უფლისა, მისი მოსიყვარულე და გულში ჩამხუტებელი, თანაზიარი მასთან და უფლება მოსილი მისგან, ვბრძანებ: განვედ სატანავ, ამ ბაღიდან, ქუეყანისაგან, რომელსა საქართველო ჰქვია! უფალი იესო ქრისტეს ნათლობითა და კურთხევით, რომელ შიგან წიაღსა ერისასა ყოველნი, მამა კაცნი და დედა კაცნი, ადამის ენით მეტყველნი, რომელთა სულში აღდგომილ არს ლაზარე და ჭეშმარიტება ედემური ლოგისისა.

 

დიდო ანგელოზო მიქაელ, რომელი აღასრულებ ბრძანებასა მამისასა, რომელი ხარ გამაცამტვერებელი ეშმაკისა და მისი ლაშქარისა, მამისაგან უფლებამოსილო და მოდარაჯევ, აღამთე ცეცხლი შემწუელი ბოროტებისა და განფანტენ ეშმაკთა ლაშქარი ამა წმიდა მიწისაგან და უფლებამოსილ გვყვე ჩუენ, რაჲნდებმა და ქრისტეს ჯარისკაცებმა, შვილებმა დედა ღვთისმშობლისამან, ძმებმა იესო ქრისტე ნაზარევლისამან, სამშობლოს სიყვარულით ღვთისათი ვთქუათ ზეციური ბრწყინვალებისა და ჭეშმარიტი წკრიალების ღვთაებრივი სიტყუანი, რომელ არს ღმერთი ბაგით აღმდგარი!

 

განვედ სატანავ, ბოროტ სულთა ლაშქრიანად ამ წმიდა მიწიდან, განვედ და აღარასოდეს პირი იბრუნოს ჩვენი დედის ბაღისაკენ ანუ განვედ სრულიად საქართველოდან!

 

განვედ მსჯავრდებულო ღმერთისაგან, დამარცხებულო და ქვესკნელს დანარცხებულო. ჩვენ კი ერი უფლისა, პირმართლიად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მიმარადიულებული ყურთასმენით და ბაგით ვიტყვით: ამინ ამენით.

 

სრულიად საქართველოს თანხმობაც - ამინ ამ ენით.

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE