კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი IV

 

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, ადამიდან დაიწყო და ადამის წიაღში მთავრდება რჩეულთა გზა კაცობრიობისა. ამჟამად იერუსალჱმის კარიბჭესთან ვდგევარ და ნაბრძანები მაქვს ეს დიდი სიხარული ვამცნო მთელს კაცობრიობას, ჩემი ერის დიდებულების ბაგით, მთებმა კი, რომელთა საფარველით განდიდდება იერუსალჱმი, მოგძახონ: მოდით გელით, გელით გულით.


„და თქუა უფალმან ჩემდამო: - დატევებისათჳს მათგან სჯულისა ჩემისა, რომელი მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა, არამედ ვიდოდეს შემდგომად სათნოთა გულისა მათისა უკეთურისათა და შემდგომად კერპთა, რომელნი ასწავნეს მათ მამათა მათთა.


ამისთჳს, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ, - აჰა, მე ვაჭამნე მათ ჭირნი და ვასუა მათ წყალი ნავღლისაჲ.


და განვაბნინე იგინი წარმართთა შორის, რომელთამი არა უწყოდეს მათ და მამათა მათთა. და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის აღვჴოცნე იგინი მის მიერ.


ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოუწოდეთ შემსხმელთა გოდებისათა, და მოვიდედ. და ბრძენთა დედათა მიავლინენით და იტყოდიან:


და ისწრაფეთ და მოიღეთ თქუენ ზედა გოდებაჲ, და დამოადინნედ თვალთა თქუენთა ცრემლნი, და წამთა თქუენთა სდიოდედ წყალი,


რამეთუ ჴმაჲ საწყალობლობისა ისმა სიონს შინა. ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ, განვთხიენით კარვებნი ჩუენნი.


ისმინეთ, დედანო, სიტყვა ღმრთისაჲ და შეიწყნარნენ ყურთა თქვენთა სიტყვანი პირისა მისისანი და ასწავეთ ასულთა თქუენთა გურინვაჲ და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ,


რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაჲთ და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად მოსპოლვად ჩჩჳლთა გარეგნით და ჭაბუკთა უბანთაგან.


ესრეთ იტყჳს უფალი: და იყვნენ მკუდარნი კაცთანი მაგალითებად პირსა ზედა ველისა ქუეყანისა თქუენისასა და, ვითარცა თივაჲ, უკუანა მთიბელისა, და არა იყოს შემკრებელ.


ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა, არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.


აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა ეგჳპტესა ზედა, და იდუმეასა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამმონისთა, და ძეთა ზედა მოაბისთა და ყოველთა ზედა გარემოკუეცილსა პირით კერძო მისით დამკჳდრებულთა უდაბნოს შინა, რამეთუ ყოველნი წარმართნი უმეტკუეთილო არიან ჴორცითა და ყოველი სახლი ისრაილისაჲ უმეტკუეთილებ გულებითა მათითა. (იერემია 9; 13-26)


რამდენი კარგი საქმეების გაკეთება გახდება შესაძლებელი, მაგრამ არა და არა, ვერ აინთო სული მონანიებისა ქართველმა ერმა, სული სიყვარულისა, შენდობისა, ზიარებისა და რწმენისა.


ყველგან, მთელს დედამიწაზე, მცირედის გამოკლებით, კაცობრიობამ თავი ფულს დაამონა და დაეცა მოოჴრების სისაძაგლემდე, როგორც წინასწარმეტყუელებს დანიელი.

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE