კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი I


 

ტარი ელიასი, კალმის ტარია,


ტარი გიორგისი, შუბის ტარია,


ელია აღმდგარ ღმერთს დანიშნავს, ტარიელი - აღდგომის მატარებელია. მან უნდა აღადგინოს უძველესი დატყვევებული ცოდნა, სიბრძნე და ქართული მისტიური სცენა აღდგომისა.


ტარიელი ტირილით შეეყრება მის მომკითხველს, ღირსეულ მწუხარებაშია მისი სული, მის სამშობლოს უჭირს. ეძებს ხსნას, გოდებს ღმრთის წინაშე - სურვილი შეუცვალოს ერს, ტირილი სიხარულად ამოძრავებს მას მიზნისაკენ.


და ჩვენც, ქართველი რაინდები, ვეზიარებით ტარიელს და ზიარებით ვხდებით ის, ვისაც ვეზიარებით, ანუ ვეფხის ტყაოსანნი - ქაჯეთის მოწინააღმდეგე ლაშქრის წევრნი.


გავიხსენოთ ვის ვეზიარებით და შემდგომ მივჰყვეთ ავთანდილის გზას, ავი დროის დასასრულს, რაზეც მიუთითებს დანიელ წინასწარმეტყველი, და დილის შემოსვლას ცისკრის ვარსკვლავით, რაც გვეხარა სახარებით.


„ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა.“ (ვეფხის ტყაოსანი)


არაბეთი - არა - უქმნელობის უარი, უარის თქმა; ბეთ - სახლსა დანიშნავს (სულხან-საბა).


მეფე უარყოფილია თავისი სახლისაგან. ერთი აღმოკითხვით ასეა: არა-ბეთი, უთქმელობის უარი სახლში.


მეფე სიტყვით მართავს და თუ მეფე უთქმელობაშია, დუმს, ესე იგი ჯერ სახელმწიფო მეფისაგან არ იმართება.


მეორე აღმოკითხვა არა-ბეთი, ანუ არა-სახლში - პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მეფე არ არის თავის სასახლეში.

 

ეს წინასწარმეტყველური დროა აღწერილი კოდით ბოლო ჟამისა და კონკრეტულად აღწერილია წინარე ეპოქების დასასრული წარღუნვით, ანუ დიდი მწუხრი.


ა) არაბია - მწუხრთაგან

ბ) არაბია - მზის დასავალი (სულხან-საბა)


მზის დასავალი ნადირშია, ანუ მზე ნადირისაკენ მიიწევს, როდესაც ნადირიდან ზენიტისაკენ აღიძვრება, ეს არის აღმოსავალი.


ჩვენი ეპოქის ნადირია ლომი, იმის და გამო, რომ მერწყულის ეპოქაში შევედით და გავდივართ ლომის ეპოქისადმო გზას.


მერწყულის საპირისპირო ზოდიაქოა ლომი, ეს კი ასტრონომიული კანონზომიერებაა, მერწყულის ნადირი ლომია. როდესაც მერწყული ზენიტშია, ანუ თავს ზემოთაა, ფეხთა ქვეშ საპირისპირო მხარეს ნადირია, ამ შემთხვევაში ნადირი ნადირთ მეფის -  ლომის ზოდიაქოშია, ანუ ლომის თანავარსკულავედში.


„ნადირი - (надир) (nadir, от араб. назир «стоящий напротив») – точка под ногами наблюдателя, в которой вертикальная линия пересекает небесную сферу. В некоторых европейских языках она так и называется – «точка ног». /Астр. энцикл. словарь/

 

ტარიელს ნახულობენ მტირალს, იგი წყლის პირას ჩამომჯდარა, ეს დრო ქაჯეთის აღების წინარე დროა. ქაჯების ხელში ჩავარდნილ სამშობლოს დასტირის ტარიელი. ეშმაკი და სატანა, იგივე ქაჯები, ღმერთის წინააღმდგომს ჰქვია. სამი ბაყაყივით მყრალი სულისაგან (ლენინი, მარქსი და ენგელსი) შეიქმნა წინააღმდგომთა იდეოლოგია და მერე ამ იდეოლოგიით მოწამლულთა რევოლუციური ლაშქარი ქაჯთა.


ბოლო ჟამია!


ცოცხლდება ლაზარე!


მოქმედებაში მოდის ვეფხის ტყაოსანის გმირთა მისტერიები:


„ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა

შავი ცხენი სადავითა: ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.“

/ვეფხის ტყაოსანი/


ტარიელი, რა თქმა უნდა მეფეა და იცის - რა ადგილას აღესრულება ტირილითა და გოდებით აღსარება ღმრთის წინაშე.

 


 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE