კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ხსოვნით არის აღსავსე მთელი სამყარო და ეს ღირსეული დღეც მობრძანდა, დაიპყრო სრული სივრცე, ეთერი დედამიწისეული.

 

შვიდი ცით განსხივოსნდა მტევანი, რომელმაც ზიარებაში ჩაღვარა თავისი სული.


ყველა ქარმა იზრუნა ეგრილებინა პურის ყანის ქოჩრი, დაფიცხებული მზისქუეშეთით, უზარმაზარი სამყაროული პროცესებით შექმნა ღმერთმა პური და ღვინო დამაგვირგვინებელი ზიარებისა!


ზუსტად ამ საოცარი დღის - ჩემი ზიარების დღის საოცარ განცდასა და აღმასრულებელი ძალის მოფენას მოგითავისებთ სახარებლად.


მიზანი არის ერთი, მივიღო ის, რაც მაკუთვნა ღმერთმა მე, მამუკა ბაგრატიონს - ზიარება დაფარულთან!


განვაცხადებ ამ დღეს აუცილებელი მონაცემით:


ერთი უცნაური და ტევადი დღე, კვირა დღე, მზე თხის რქის დონ გრადუსში იმყოფება, მჭედელთა არე გრადუსისა, ჰეფესტის დაფარული მისტტერიების განფენის დღე, სიტყვაში გაცოცხლებული, გულიდან ამოღებული საიდუმლოებათა გაცოცხლება - ცოცხალი სიტყვით.


ისწავლეთ მადლობის გადახდა, შეეჩვიეთ სუბორდინაციულ ჰარმონიას, დააფასეთ რითმის შეგრძნება თქვენში, ასე მმოძღვრავს გიორგი იონთა ჰიპერიონი - ჩემი საყვარელი მოძღვარი.


მეშვიდე მთვარის დღე - ოცდაოთხი დეკემბერი, ცოცხალი სიტყვის დღე, ლაზარეს ენით ღმერთთან წარდგომის დღე.


დილის ექვს საათზე გავდივართ თბილისიდან, დღე ნისლიანი, საოცრად იდუმალი, ღმერთმა ცა შეღრუბლა, რათა ჩვენი გზა ციდან არავის დაეფიქსირებინა.


მივემართებით იმერეთისაკენ, კლდე-კარის წარმართული სალოცავისაკენ, სადაც დავითი და სოლომონი ლოცულობდნენ, მეფეთა სალოცავ, საკრალურ კლდეში გამოკვეთილი  საკრალური ტაძრისაკენ.


ვგრძნობ, მოძღვარი არწივად გარდაისახა და ლომის ბოკვერივით ამიტაცა ლოგოსის ცაში.


იგრძნობა ყოვლის-მხილველი თვალი უფლისა და უზენაესი ღმერთისა.


მატრიცა ჩართულია - ასე იტყვის მისტერიის ანთებისას მოძღვარი, აქ მხოლოდ გულით მიყოლა უნდა და ციური ჰარმონია ფრთებით გატარებს.


მთავარი გზიდან საჩხერის გზაზე გადაუხვიეთ და რიჟრაჟმაც წაიღიმილა ცაზე.


სანამ კლდე-კარის დანიშნულ ადგილამდე მივაღწიეთ, საოცრებებმა მოიცვა გარემო:


ჯერ ნისლების სამეფოში გაგვატარა ღმერთმა, ცოცხალი ნისლის შეგრძნებამ ჰაეროვანი გრძნობები გაამკვეთრა.


ასე ნისლიანი ფიქრებით დაიწყო ჭერათხევის მიხვეულ-მოხვეული გზები, მერე ნისლი გაქრა და ციდან საოცარი ფანტელები დაიძრა. თოვს! საოცრად ლამაზად თოვს! უკიდეგანობიდან თეთრი სამოსელი დაეფინება თითქოს სამყაროს.


სულ რაღაც ნახევარი საათი და თოვა შეწყდა, გავედით გამწვანებულ გარემოში, თითქოს გაზაფხულს გავდივართ მატრიცაში და საოცრება - აქ უკვე წვიმს!


ასე ვიარეთ ბერეთის გადასახვევამდე, მერე შევტრიალდით მარცხნივ გზიდან და დავიძარით სოფელ უსახელომდე.


ამინდი აქაც განსხვავებული ჩაერთო: ნისლი, თოვლი, წვიმა და ცელქი ქარი.


არ ვიცი გიორგი რა სიღრმეებზე მელაპარაკება, მაგრამ ვგრძნობ - ამინდის რაღაც ზე-ბუნებრივი გამოვლინება ჩაერთო.


გზებზე ნიაღვრები დაიძრა, თითქოს ერთი თვე გადაუღებელი წვიმა აწვიმდა აქაურობას.


სოფელ სვერში ორი ძმა გველოდებოდნენ, ბაჩო და გიორგი მანქანაში ჩავისვით და კლდე-კარისაკენ გავემართეთ.


მანქანა სოფლის ბოლოს, ეკლესიასთან გავაჩერეთ და ოთხივე ფეხით გავემგზავრეთ კლდეკარისაკენ, თან გულში ფიქრები მიფორიაქდება, მინდა გამოვიცნო ყველა მინიშნება: „კარის ღვთისმშობელი, იარუსალემის კარიბჭე, კლდე-კარი, კარ-მელი და კარს-ანი.


მოსახვევიდან გავედით და ეს საოცრება! უდიადესი სილამაზის კლდე წამოიმართა ჩვენს წინ, ეს უნდა ნახოთ, ეს უნდა იგრძნოთ, წინ აღმართულია ტაძარი კლდისა, კლდეში გამოკვეთილი, ციური სილამაზის სამეფო ტაძარი, სადაც დავითი ქრისტეს ადიდებდა! ასე მაზიარა მაზიარებელმა ჩემმა - გიორგი მაზიაშვილმა. ღმერთო, კარგად მიმყოფე მოძღვარი - გავიფიქრე, უკვე კლდეს უახლოვდებოდით და ჩემმა თვალებმა საოცარი სანახავი დაინახეს. კლდის შუაგულიდან, ნაპრალიდან მდინარე მოჩქეფდა ისეთი სიდიდისა და სიძლიერის, რომ ოთხმა რაინდმა ვერ გადავლახეთ.


ტაძარში არ გვიშვებს ჯერ ღმერთი. კარიბჭესთან ილოცე! - მითხრა გიორგიმ.


ეს მდინარე ქვესკნელისა და ზესკნელის წყლების მდინარეა, დღეს დაიბადა.


საიდანაც გადმოსჩქეფს - იქ ენგედის წყარო გადადის, დღეს წყაროს წყალი ქვესკნელისა და ზესკნელის წყლებს უერთდება და იწყებს სამყაროს წყალობის ნიშანთგებას.


სანთელი კარიბჭესთან ავანთე და წარდგომით აღვავლინე ლოცვა. თოვლ-ჭყაპიანი ამინდი მთლიანად მასველებდა და თან კლდიდან დაბადებული მდინარე შემზარავად ღრიალებდა ლომივით.


ეს უნდა ნახოთ, განიცადოთ, ეზიაროთ მრავალგზის! გეტყვით, შეეხებით თუ არა მზერით, მომენტალურად ირთვება თქვენში მისტიკა, დამიჯერეთ!


ლოცვა მოვრჩით თუ არა, გიორგი ზედა გამოქვაბულში აგვიძღვა, თან ჩაფიქრებული გვმოძღვრავდა: დღეს ცოდვები აგვაცილეს, მანახეს ბილიკი, ეფრემის ბილიკით შეგვიცვალეს, დიდება უფალს!


ზენა-ზღვარის კარის გამოქვაბულში დაგვლოცა გიორგიმ და გაგვაფრთხილა: ლოდისა და მოლოდინის ზენა-ლოდთან კავშირი არავის უთხრათო!


მირონი გვცხო და თვალებით ბრძანების ბეჭედი გადმოგვცა, ამას მიუხვდი - ის თვალებით აკურთხებს ღირსეულთ.


უკან-მოუხედავად მივყევი მოძღვარს კლდის წიაღამდე და საოცრება: აღვენთე სულით და დიადი სამადლობელი გალობა - „შენ ხარ ვენახი!“ ამომეფრქვა გულიდან.


გიორგიმ მირონი გვცხო სამივეს, ბაჩომ და გიორგიმ - მეციხოვნეებმა კურთხევა შემაწიეს და სამეფო ოჯახის კურთხევის გზაზე შედგომის მისტერიის აღსრულება მომილოცეს.


მერე ამ ორმა გაბრწყინებულმა ნათელმა სულმა, ნამდვილმა ქრისტეს რაინდებმა, ღვაწლით შემოსილმა ჭაბუკებმა, საღმრთო სამადლობელი ქადაგი დაასხივეს სიტყვით. ამინით ამენთოს! - თქვა გიორგიმ და თავისი არწივის მზერით მართალი ჯვარი გამოისახა.


კლდე-კარი დაცხრა და კვეთაში შევიდა, ანუ დაცხრუკვეთდა.


ოთხივე სრულად დავსველდით ტანზე, ზე-ბუნებრივი ენერგიის გამო ორთქლი აგვდიოდა. დავეშვით ტბისაკენ, მერე ისევ ბილიკები და ეკლესიასთან, მანქანასთან გამოვედით.


ბაჩომ დიდებული მიპატიჟებით სახლისაკენ გვანიშნა და ოთხივე დავიძარით, რათა ბაჩოს ტკბილ ოჯახში სატრაპეზო ლოცვა და ზიარება აღგვესრულებინა. თბილ ოჯახში თბილი ბაჩოს დედიკო ფუსფუსებდა, სიყვარულიანი მზერით შეგვიპატიჟა ჩემთვის ახალ ოჯახში. ახალი სულიერი სახელით შევედი, ასე ბრძანა გიორგის სულმა, ბაგით შენ გეწოდება არიელი, რაც ნიშნავს - უფლის ლომი!


ღუმელი გავარვარებული დაგვახვედრა დიასახლისმა, ბაჩომ კიდევ შეუკეთა, ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და სუფრას მიუჯექით.


გიორგიმ საღმრთო ლოცვა აღავლინა და ვეზიარეთ უფალს.


მერე ასე ბრძანა: ყველა მართალი შევეწიოთ ანა დედოფალს, ვადღეგრძელოთ და სამშობლოსთან ერთად გამარჯვება ვუსურვოთ, ქაჯნი დავსცეთ ბეჭებზე, ცხენკაცისა დავდგათ გორი. ამინ, ამინ, ამინ! -  წარმოვთქვით სამივემ.


გიორგიმ და ბაჩომ, ჩემმა ახალმა მეგობრებმა, იბერიონელებმა დედოფალ ანას ახალი წელი მიულოცეს და დალოცეს მართალთა გამარჯვების გზაზე.


მეც წარმოვთქვი ლოცვა:


უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ყველა დამილოცე

ბაგრატიონთა სამთავრები შვიდეულით!


აღდგეს ქრისტეს გზა საქართველოში და მის გარეთ!

უფალო ინებე და აღასრულე შენი სახელის სადიდებლად, ჭეშმარიტო მწყემსო კაცობრიობისა.


დედოფალი ანა მალე მირონმცხებელი გახდება - თქვა გიორგიმ და კეთილი თოვლის ბაბუასავით ჩაიღიმა.


ვგრძნობთ, თქვეს ბაჩომ და გიორგიმ და თვითოეულის ლოცვის გასხივოსნებით ქადაგად აღსდგნენ.


დიდება შენ უფალო!


კლდე-კარმა უძლიერესი ენერგია გამოასხივა და სამყაროს ახალი ჰარმონია შესტყორცნა.


ხინკალივით მოიკრა ტაროსის ჭიპი, ლოცვანი შევაწიეთ ტარი-ელური ნიშნით.


გზას თბილისისაკენ მშვიდად გამოუყევით და განსაცვიფრებელია, რომ ყველაფერი თორმეტ საათში ჩაგვატევინა ღმერთმა.

 

მადლობა მოძღვარსა და ძმებს. დიდება ღმერთს!



 

არიელ – იბერიონი

სამეფო გვარით ბაგრატიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE